მიმდინარე ნომერი

ტომი: 7 ნომერი: 1

 









გაფართოებული ძებნა

 

ქიმიის უწყებანი -  ტომი: 6 ნომერი: 1

 

  ტექნოლოგიები  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 6,   N 1,   25-30

აეროგელი-ყველაზე დაბალი სიმკვრივის მქონე მყარი ნივთიერება

ნატა ხვედელიძე

რეზიუმე: სტატიაში განხილულია სინთეზური მასალა, აეროგელი, რომელიც უნიკალურია ექსტრემალურად დაბალი სიმკვრივისა და მაღალი თბოიზოლაციური თვისებების გამო. ზემოხსენებული თვისებები მისი ქიმიური შედგენილობით და სტრუქტურით აიხსნება, რადგან აეროგელი 1% ნანონაწილაკებისაგან და 99% ჰაერისაგან შემდგარი სუპერფოროვანი მასალაა. წარმოდგენილია მისი დამზადების ისტორია და ტექნოლოგია, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება ყოველდღიურ და სამეცნიერო სფეროებში.

გამოქვეყნებულია: 13-03-2023  |  ნანახია: 1495-ჯერ


  სკოლა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 6,   N 1,   31-33

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კვლევა გორის რაიონ სოფელ ტინისხიდის სკოლის ტერიტორიაზე

მაკა მაკარიძე, ჟანა ყუთულაშვილი

რეზიუმე: ტყვია ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს და ნიადაგის ისეთი ტოქსიკური დამაბინძურებელია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზეც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს. გარემოს ტყვიით დაბინძურების აქტუალობამ გვიბიძგა, რომ შეძლებისდაგვარად შეგვესწავლა ტყვიის გავრცელების არეალი შიდა ქართლის რეგიონში და კერძოდ, ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნაშრომში განხილულია ტყვიით გარემოს დაბინძურების წყაროების თეორიული საფუძვლები და პრევენციის გზები.

გამოქვეყნებულია: 20-03-2023  |  ნანახია: 933-ჯერ


  სკოლა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 6,   N 1,   39-41

ნიადაგის pH-ის განსაზღვრა სასკოლო პირობებში

მ. მაკარიძე1, თ. კეკოშვილი2, ნ. დემეტრაშვილი3, ჟ.ყუთულაშვილი4

რეზიუმე: ნიადაგის ნაყოფიერების გამსაზღვრელი ძირითადი პარამეტრებია: მექანიკური შედგენილობა, სტრუქტურა, შთანთქმული ფუძეები, კარბონატულობა, pH, მჟავიანობა, ჰუმუსი, ჰიდროდიფიზიკური თვისებები (მოცულობითი წონა, ხვედრითი წონა, წყალგამტარობა) და საკვები ელემენტების (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი) საერთო და შესათვისებელი ფორმები. ნაშრომში განხილულია შიდა ქართლის 3 სოფელში ნიადაგის pH-ის განსაზღვრის მარტივი, სასკოლო პირობების შესაბამისი გაზომვის გზები და გაკეთებულია დასკვნა იმ მცენარეების შესახებ, რომლების ზრდა-განვითარებისთვისაც ნიადაგის მიღებული pH-ის მნიშვნელობა ოპტიმალურია.

გამოქვეყნებულია: 31-10-2023  |  ნანახია: 458-ჯერ


  კვლევა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 6,   N 1,   34-36

კოსმეტიკური საშუალებების სილამაზის საიდუმლო

ლ. ახალბედაშვილი1*,  რ. გაწერელია2 ს. ჯალაღანია1

რეზიუმე: კოსმეტიკა დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მათი უმეტესობა, საკმარისად არ არის ინფორმირებული კოსმეტიკური საშუალებების შედგენილობაზე. კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ინგრედიენტების დიდ რაოდენობას, აქტუალურს ხდის კვლევებს მათ შედგენილობაზე. სწორედ ამ ინგრედიენტებშია მათი “სილამაზის საიდუმლო“. ყოველივე ამან გვიბიძგა, ეს პრობლემა  უფრო ღრმად შეგვესწავლა. თემა ადვილად რეალიზებადია, არ საჭიროებს მიუწვდომელ ხელსაწყოებს  და რთულ ქიმიურ ანალიზებს. სკოლის ქიმია იძლევა ასეთი  სახის კვლევების ჩატარების უდიდეს შესაძლებლობას. კვლევის მიზანს წარმოადგენდა  კოსმეტიკური საშუალებების  შედგენილობის შესწავლა თვისებითი ქიმიური ანალიზის საფუძველზე. კვლევის ობიექტი იყო სხვადასხვა ფირმის კოსმეტიკური საშუალებები: სახის  საცხები (კრემი და პუდრი), ტუჩის საცხი (პომადა) და თვალის საცხი (ჩრდილი). საკვლევ ნიმუშებში ჩატარდა ორგანული ნივთიერებების  და მძიმე მეტალების კათიონების აღმოჩენის ქიმიური ექსპერიმენტები და გაკეთდა დასკვნა.

გამოქვეყნებულია: 10-05-2023  |  ნანახია: 1117-ჯერ


  ტექნოლოგიები  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 6,   N 1,   42-45

კვანტური წერტილების წარსული და მომავალი: როგორ აღმოაჩინეს და რა გამოყენებები შეიძლება მოვუძებნოთ

ი. ხარჩილავა

რეზიუმე: 2023 წელს ნობელის პრემია ქიმიაში სამ მეცნიერს, ალექსეი ეკიმოვს, ლუის ბრუსსა და მაუნგი ბავენდის, გადაეცათ კვანტური წერტილების აღმოჩენისა და განვითარებისათვის. კვანტური წერტილები არის ნანოზომის მასალები, რომლებიც უნიკალურ ოპტიკურ და ელექტრონულ თვისებებს ავლენენ. მათ შეუძლიათ ელექტრონების ტრანსპორტირება და ასხივებენ სხვადასხვა ფერის შუქს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას. „დიდი ხნის განმავლობაში, არავის ეგონა, რომ შეიძლებოდა ასეთი მცირე ნაწილაკების მიღება, როგორიც კვანტური წერტილებია“, ამბობს ნობელის კომიტეტის წევრი, იოჰან აქვისტი. კვანტური წერტილების ზომა იმდენად პატარა და ამავდროულად გასაოცარია, რომ შედარებისთვის შეგვიძლია ავიღოთ კვანტური წერტილი და ფეხბურთის ბურთი, მათ ზომებში სხვაობა იგივეა, რაც ფეხბურთის ბურთისა და დედამიწის ზომებს შორის განსხვავება. კვანტური წერტილები კაცობრიობას მრავალ სიახლეს სთავაზობს, რომელიც ცხოვრების ხარისხს საგრძნობლად განავითარებს და დიდი გავლენა ექნება ადამიანის ყოველდღიურობაზე. რამდენიმე წელში უკვე გამოჩნდება ბაზარზე კვანტური წერტილებისგან დამზადებული პროდუქტები, ამ ხელოვნურად სინთეზირებულ ნახევარგამტარულ ნანონაწილაკებს აქვთ პოტენციური გამოყენების ფართო სპექტრი, მათ შორის გამოყენება მზის პანელებში, ფლუორესცენტურ ბიოლოგიურ მარკირებაში, განათებაში, მედიცინაში და ელექტროობაში. ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ თუ როგორ მოხდა მისი აღმოჩენა, შემგომ განვითარება და ბოლოს წარმოება, ასევე აუცილებელია გავიაზროთ, თუ როგორ შეძლებს კვანტური წერტილები ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებას.

გამოქვეყნებულია: 08-11-2023  |  ნანახია: 4613-ჯერ


  ტექნოლოგიები  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 6,   N 1,   47-50

პოლიმერების ახალი ერა: ელექტროგამტარული თვისებების აღმოჩენა

სოლომონ ივანიშილი

რეზიუმე: ორგანული პოლიმერები შედგება გრძელი მოლეკულათა ჯაჭვისგან და, სხვა მოლეკულური ნივთიერებების მსგავსად, ისინი ჩვეულებრივ არ ატარებენ ელექტროენერგიას. პოლივინილ ქლორიდი და სხვა პოლიმერები გამოიყენება როგორც ელექტრო იზოლატორები - გვიცავენ ელექტრული დენისაგან. თუმცა, მოლეკულური სტრუქტურის სწორმა და სპეციალურმა დამუშავებამ წარმოქმნა რამდენიმე ორგანული პოლიმერი, რომელთა გამტარებლობა უახლოვდება ლითონებს. ელექტრული გამტარი პოლიმერების ორიგინალური აღმოჩენის საპატივცემულოდ, შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ 2000 წლის ნობელის პრემია ქიმიაში მიანიჭა ალან ჯ. ჰეგერს, კალიფორნიის უნივერსიტეტს სანტა ბარბარაში, ალან ჯ. მაკდიარმიდს, პენსილვანიის უნივერსიტეტი, და ჰიდეკი შირაკავას, ცუკუბას უნივერსიტეტი, იაპონია. მათმა შექმნილმა ელექტროგამტარმა პოლიაცეტიენმა სათავე დაუდო პოლიმერების გამოყენების ახალ ინდუსტრიულ გზას.

გამოქვეყნებულია: 26-11-2023  |  ნანახია: 5203-ჯერ


  სკოლა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 6,   N 1,   56-64

C ვიტამინის განსაზღვრა სასკოლო - საკლუბო კვლევით პროექტებში

თეა მათითაიშვილი

რეზიუმე: STEM პროექტებისა და განათლების დანერგვა, მათი პოპულარიზაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში და ის უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის განვითარებას, კეთილდღეობას, უახლეს სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს. ჩვენი პროექტის „C ვიტამინის განსაზღვრა სასკოლო - საკლუბო კვლევით პროექტებში“ მიზანს წარმოადგენს ქიმიასა და STEAM განათლების შორის მჭიდრო და მყარი კავშირების არსებობის დანახვა და გაანალიზება, განსხვავებული ფიქრი, კვლევა, ექსპერიმენტი, ახლის ძიება. არ არის სიახლე C ვიტამინის რაოდენობის განსაზღვრა ხილსა თუ ბოსტნეულში, ინტერნეტ - სივრცეშიც უამრავი მაგალითი თუ მეთოდი შეგხვდებათ. იგი თავისთავად მარტივი ქიმიური ექსპერიმენტია, თუმცა აღნიშნული ექსპერიმენტის ჩართვა და გამოყენება კვლევით პროექტებში და მოსწავლეთათვის ქიმიის, ბიოლოგიისა და მედიცინის ინტეგრირებით გამოყენებადი, პრაქტიკული სწავლების განხორციელება, სამწუხაროდ, საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს. დღეს შევეცდები მოგითხროთ, თუ როგორ შეიძლება მარტივი ქიმიური ექსპერიმენტი ვაქციოთ სასკოლო - საკლუბო კვლევით პროექტად.

გამოქვეყნებულია: 23-11-2023  |  ნანახია: 455-ჯერ


  მიმოხილვა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 6,   N 1,   50-52

ნანოტექნოლოგიები: რა არის და როგორ მუშაობს კვანტური წერტილები?

მიხეილ მიხაილოვი

რეზიუმე: 2023 წელს ნობელის პრემია ქიმიაში სამ მეცნიერს, ალექსეი ეკიმოვს, ლუის ბრუსსა და მაუნგი ბავენდის, გადაეცა კვანტური წერტილების აღმოჩენისა და განვითარებისთვის. კვანტური წერტილები არის ნანონაწილაკები, ანუ ჩვენთვის ისინი შეუიარაღებელი თვალით უხილავები არიან. მათი მცირე ზომის გამო ადამიანმა შეიძლება ჩათვალოს, რომ მათ მთლიანი მასალებისგან საკმარისად განსხვავებული თვისებები არ აქვთ იმისთვის, რომ ისინი გამოვიყენოთ. რეალობაში ზუსტად მათი მცირე ზომის გამო კვანტურ წერტილებს აქვთ კვანტური მექანიკის თვისებები, რაც მათ სრულიად უნიკალურ თვისებები ანიჭებს. კვანტური წერტილების უნიკალური თვისებების გამო ისინი შეიძლება გამოვიყენოთ მრავალ დარგში, როგორებიც არის მედიცინა, განახლებადი ენერგია, LED განათებები და ბევრი სხვა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ კვანტური წერტილების აღმოჩენის და ეფექტური სინთეზის გამო ნობელის პრემია გაიცა.

გამოქვეყნებულია: 23-11-2023  |  ნანახია: 936-ჯერ