მიმდინარე ნომერი

ტომი: 4 ნომერი: 2

 









გაფართოებული ძებნა

 

ქიმიის უწყებანი -  ტომი: 4 ნომერი: 2

 

  სტატია  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 4,   N 2,   13-16

საწვავი ელემენტები და ეკოლოგიური პრობლემები. I ნაწილი: საწვავი ელემენტები და გარემო

ნოდარ დუმბაძე

რეზიუმე: ნაშრომის მიზანია, ეკოლოგიურ ჭრილში განიხილოს საწვავი ელემენტები, რომლებიც სადღეისოდ ელექტროენერგიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და ეკოლოგიურად უსაფრთხო ალტერნატიულ წყაროდ განიხილებიან. აქ წარმოდგენილია ნაშრომის პირველი ნაწილი, რომელშიც განხილულია ზოგადი ინფორმაცია საწვავი ელემენტების შესახებ, დახასიათებულია მათი ძირითადი ტიპები და ეფექტურობა. ასევე, მოკლედაა განხილული პროტონგამტარ მემბრანიანი საწვავი ელემენტის მუშაობის პრინციპი. სტატიაში ასევე ნაჩვენებია სათბურის აირების როლი გარემოს დაბინძურებაში.

გამოქვეყნებულია: 12-12-2020  |  ნანახია: 416-ჯერ


  მიმოხილვა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 4,   N 2,   10-12

ფრჩხილის ლაქის ქიმია

ნინო ცუხიშვილი

რეზიუმე: ადამიანისთვის ერთ-ერთ ყურადღების ცენტრში მყოფ ნაწილს ფრჩხილი წარმოადგენს. განსაკუთრებით ქალბატონები ყოველთვის ცდილობენ ფრჩხილი მუდმივად მიმზიდველი და მომხიბვლელი იყოს. ამ სტატიაში საუბარი გვექნება ფრჩხილის ლაქის ქიმიური შედგენილობის შესახებ

გამოქვეყნებულია: 12-12-2020  |  ნანახია: 127-ჯერ


  მიმოხილვა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 4,   N 2,   7-10

მწვანე ქიმია

დავით მახარაძე

რეზიუმე: მწვანე ქიმია არის ახალი მიდგომა მეცნიერებაში, რომელიც ფოკუსირებულია უსაფრთხო, ნაკლებად ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების წარმოებაზე, რომლებიც უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის, რომელთა გადამუშავება ან ელიმინაცია იქნება შესაძლებელი. მწვანე ქიმიის მიზანია ნარჩენების გამოყოფის შემცირება მაქსიმალურად და ენერგო-ეფექტურობის მიღწევა. მწვანე ქიმია სწორედ ამ პირობებში მოითხოვს ეკონომიკურ განვითარებას. სტატიაში განხილულია მწვანე ქიმიის პრინციპები და ძირითადი დებულებები, დადებითი და უარყოფითი მხარეები

გამოქვეყნებულია: 16-10-2020  |  ნანახია: 408-ჯერ


  სტატია  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 4,   N 2,   18-21

საწვავი ელემენტები და ეკოლოგიური პრობლემები. II ნაწილი: წყალბადი, როგორც მომავლის საწვავი

ნოდარ დუმბაძე

რეზიუმე: ნაშრომის მიზანია, ეკოლოგიურ ჭრილში განიხილოს საწვავი ელემენტები, რომლებიც სადღეისოდ ელექტროენერგიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და ეკოლოგიურად უსაფრთხო ალტერნატიულ წყაროდ განიხილებიან. აქ წარმოდგენილია ნაშრომის მეორე ნაწილი, რომელშიც დახასიათებულია გარემოსადმი უვნებლობის თვალსაზრისით ყველაზე მიმზიდველი საწვავი — წყალბადი. კერძოდ, განხილულია წყალბადის ეკონომიკასთან (hydrogen economy) დაკავშირებული საკითხები; ასევე, მოცემულია ინფორმაცია წყალბადის ტრანსპორტირებასა და შენახვასთან არსებულ პრობლემებზე; განხილულია წყალბადის, როგორც მომავლის საწვავის პოტენციალი.

გამოქვეყნებულია: 20-12-2020  |  ნანახია: 209-ჯერ


  სტატია  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 4,   N 2,   22-25

საწვავი ელემენტები და ეკოლოგიური პრობლემები. III ნაწილი: წყალბადი და გარემო

ნოდარ დუმბაძე

რეზიუმე: ნაშრომის მიზანია, ეკოლოგიურ ჭრილში განიხილოს საწვავი ელემენტები, რომლებიც სადღეისოდ ელექტროენერგიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და ეკოლოგიურად უსაფრთხო ალტერნატიულ წყაროდ განიხილებიან. აქ წარმოდგენილია ნაშრომის მესამე ნაწილი, რომელშიც განხილულია წყალბადის გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები; კერძოდ, ნაჩვენებია, თუ რა გავლენას ახდენს იგი ოზონის კონცენტრაციაზე და რა პოტენციური შედეგები შეიძლება ამან გამოიწვიოს. გარდა ამისა, სტატიაში მოცემულია ინფორმაცია წყალბადის ეკონომიკის გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. სტატიის ბოლოს შეჯამებულია ინფორმაცია და განჭვრეტილია საწვავი ელემენტების ტექნოლოგიის სამომავლო პერსპექტივა.

გამოქვეყნებულია: 24-12-2020  |  ნანახია: 147-ჯერ


  სტატია  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 4,   N 2,   27-32

პოლიმერები და ეკოლოგიური პრობლემები. I ნაწილი: პოლიმერები და გარემო

ნოდარ დუმბაძე

რეზიუმე: ნაშრომის მიზანია, ეკოლოგიურ ჭრილში განიხილოს პოლიმერები, რომლებიც სადღეისოდ წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე გამოყენებად და გავრცელებულ მასალას თანამედროვე ყოფაცხოვრებაში. აქ წარმოდგენილია ნაშრომის პირველი ნაწილი, რომელშიც მოცემულია ზოგადი ინფორმაცია პოლიმერების შესახებ; ასევე, განხილულია პოლიმერების მიერ გარემოს დაბინძურების საკითხი. გარდა ამისა, ნაჩვენებია პოლიმერების გამოყენების სფეროები.

გამოქვეყნებულია: 27-12-2020  |  ნანახია: 181-ჯერ


  სტატია  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 4,   N 2,   32-36

პოლიმერები და ეკოლოგიური პრობლემები. II ნაწილი: პოლიმერების გარემოში მოხვედრის გზები და მათი აბიოტური დეგრადაცია

ნოდარ დუმბაძე

რეზიუმე: ნაშრომის მიზანია, ეკოლოგიურ ჭრილში განიხილოს პოლიმერები, რომლებიც სადღეისოდ წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე გამოყენებად და გავრცელებულ მასალას თანამედროვე ყოფაცხოვრებაში. აქ წარმოდგენილია ნაშრომის მეორე ნაწილი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია პოლიმერების გარემოში მოხვედრის სხვადასხვა შესაძლო ვარიანტებთან დაკავშირებით; ასევე, მიმოხილულია პოლიმერების დეგრადაციაზე მოქმედი ფაქტორები; გარდა ამისა, ნაჩვენებია პოლიმერების აბიოტური დეგრადაციის სხვადასხვა ტიპები და მათი მოქმედების პრინციპები.

გამოქვეყნებულია: 29-12-2020  |  ნანახია: 145-ჯერ


  სტატია  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 4,   N 2,   37-40

პოლიმერები და ეკოლოგიური პრობლემები. III ნაწილი: პოლიმერების ბიოტური დეგრადაცია (ბიოდეგრადაცია)

ნოდარ დუმბაძე

რეზიუმე: ნაშრომის მიზანია, ეკოლოგიურ ჭრილში განიხილოს პოლიმერები, რომლებიც სადღეისოდ წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე გამოყენებად და გავრცელებულ მასალას თანამედროვე ყოფაცხოვრებაში. აქ წარმოდგენილია ნაშრომის მესამე ნაწილი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფების მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ, რომელიც ეხებოდა პოლიმერების ბიოტური დეგრადაციის პროცესების შესწავლას სხვადასხვა პოლიმერების შემთხვევაში.

გამოქვეყნებულია: 30-12-2020  |  ნანახია: 133-ჯერ