მიმდინარე ნომერი

ტომი: 5 ნომერი: 1

 









გაფართოებული ძებნა

 

ქიმიის უწყებანი -  ტომი: 2 ნომერი: 1

 

  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 2,   N 1,   9-11

ადსორბციის პროცესები პრაქტიკაში

ვაჟა ღავთაძე

რეზიუმე: განხილულია ადსორბციის მოვლენა, მისი გამომწვევი მიზნები და გამოყენების არეალი. მარტივი საშუალებების გამოყენებით ქიმიური ექსტერიმენტის დაგეგმვა და ჩატარება - ადსორბენტის მიღება და ადსორბციის მოვლენის დემონსტრირება.

გამოქვეყნებულია: 25-02-2015  |  ნანახია: 5659-ჯერ


  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 2,   N 1,   7-8

ჰენრის კანონი და ემბოლია

ვაჟა ღავთაძე

რეზიუმე: აიროვანი ემბოლიის გამომწვევი სისხლში სხვადასხვა გზით მოხვედრილი ჰაერის ბუშტუკებია, ბუშტების წარმოქმნის მოვლენას კი ჰენრის კანონი ხსნის კარგად. რაღაც პირობებში მაღალი წნევის გამო ჰაერი კარგად იხსნება სისხლში, შემდეგ სხვადასხვა მიზეზების გამო წნევა მცირდება, ეს იწვევს გახსნილი აირის რაოდენობის შემცირებას, აირი სადღა წავა? შეცდება დაშორდეს სისხლს. ეს კი რა არის? ბუშტები სისხლში თავისი მძიმე შედეგებით.

გამოქვეყნებულია: 25-02-2015  |  ნანახია: 7264-ჯერ


  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 2,   N 1,   12-14

მჟავურ-ფუძური ბალანსი - ჰომეოსტაზი სისხლში

ვაჟა ღავთაძე

რეზიუმე: სისხლის მჟავიანობისა და სიბლანტის შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის სტილის შეცვლამ ან საკვებმა პროდუქტებმა. როგორც ირკვევა, საკვებ პროდუქტებზე მეტად საშიში არის სუნთქვის დარღვევა, რადგანაც ამ დროს სისხლში მიმდინარეობს მთელი რიგი არასასურველი მოვლენები, რომელთა წარმოშობის მიზეზების საფუძვლიანი შესწავლა ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის ერთობლივ ცოდნას, გაანალიზებას და სინთეზს მოითხოვს.

გამოქვეყნებულია: 22-03-2015  |  ნანახია: 10656-ჯერ


  მინერალოგია  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 2,   N 1,   15-17

თანამედროვე ტექნიკური და ბუნებრივი მინების გასაოცარი მსგავსების შესახებ

ირინე ბერძენიშვილი

რეზიუმე: დღეს უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ მინის, როგორც მასალის, შექმნა ბუნების მიბაძვა და განმეორებაა. ლავა და მაგმა, მსგავსი მასალის ხელოვნურად შესაქმნელად თითქოსდა ბუნებით ნაკარნახევი მაგალითებია.

გამოქვეყნებულია: 25-04-2015  |  ნანახია: 4171-ჯერ


  სასწავლო-მეთოდური  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 2,   N 1,   18-20

ქიმიური ელემენტისა და მარტივი ნივთიერების ცნებების გააზრება ქიმიის სწავლის საწყის ეტაპზე

მაკა მაისურაძე

რეზიუმე: განხილულია ქიმიის სწავლების საწყის ეტაპზე პირად პედაგოგიურ პრაქტიკაში მოტივაციის ამაღლებისთვის გამოყენებული სტრატეგიები: რესურსების დამოუკიდებლად შექმნა; წარმოდგენის არალინგვისტური ხერხების გამოყენება. აღვწერილია, ამ სტრატეგიების გამოყენებით როგორ აქტიურად ერთვებიან მოსწავლეები სწავლის პროცესში და უადვილლებათ ქიმიის ძირითადი, საკმაოდ აბსტრაქტული ცნებების გააზრება ქიმიურ ელემენტსა და ნივთიერებაზე.

გამოქვეყნებულია: 30-08-2015  |  ნანახია: 7064-ჯერ


  სასწავლო-მეთოდური  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 2,   N 1,   21-24

სახალისო ექსპერიმენტი - ქიმიის სწავლის მოტივაციის ამაღლების მეთოდი

მაკა მაისურაძე

რეზიუმე: ნაშრომში გაზიარებულია პედაგოგის პირადი გამოცდილება, თუ როგორ იყენებს სახალისო ექსპერიმენტს ქიმიის სწავლის მოტივაციის ამაღლების საშუალებად. აღწერილა სასწავლო მასალის შესაბამისი მარტივი და უსაფრთხო სახალისო ექსპერიმენტის შერჩევის მეთოდოლოგია, რომელთა დაგეგმვა, ჩატარება, ანალიზი, დასკვნის გამოტანა და შეძენილი ცოდნის ახალ სიტუაციაში გამოყენება შეუძლიათ მოსწავლეებს.

გამოქვეყნებულია: 31-08-2015  |  ნანახია: 7574-ჯერ


  კვლევა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 2,   N 1,   27-32

ბუნებრივი გამწმენდი სისტემების და მათი მოქმედების მექანიზმის სწავლების მეთოდები სხვადასხვა ტიპის აუდიტორიასთან

ბურაქ ქიზილოზი*, ქეთევან კუპატაძე**

რეზიუმე: სტატიაში საუბარია ბუნებრივი გამწმენდი სისტემების ტიპების და მათი მოქმედების მექანიზმის სწავლების მეთოდებზე სხვადასხვა დონის აუდიტორიასთან. როგორიცაა, სასკოლო აუდიტორია, სადაც ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა, უნივერსიტეტის შესავალი კურსების სტუდენტები, რომლებსაც მომავალში შესაძლოა ქონდეთ განსხვავებული პროფესიები და მათთან ინფორმაცია არის ზოგადი და აღწერილობითი; ბიოლოგიის და ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტები, რომლებიც მექანიზმების დონეზე შეისწავლიან აღნიშნულ საკითხს. დახასიათებულია რამდენიმე დიდაქტიკური მიდგომა და საგანთაშორისი კავშირების ეფექტურად გამოყენების ხერხები.

გამოქვეყნებულია: 25-10-2015  |  ნანახია: 3232-ჯერ


  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 2,   N 1,   25-26

საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში - სოფლის მეურნეობა და ქიმია

ვაჟა ღავთაძე

რეზიუმე: ნაშრომში განხილულია ქიმიის კავშირი სოფლის მეურნეობასთან, კერძოდ საუბარია სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე მღრღნელებთან ბრძოლისათვის, შხამების მოქმედების მექანიზმი ახსნილია ქიმიური თვალსაზრისით.

გამოქვეყნებულია: 25-10-2015  |  ნანახია: 4513-ჯერ


  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 2,   N 1,   33-35

სურნელოვანი ორგანული ნაერთების გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში

ვაჟა ღავთაძე

რეზიუმე: ნაშრომში განხილულია მეთოდი რომლითაც შესაძლებელია მოსწავლეებს დავეხმაროთ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის გაძლიერებაში, მცირე ისტორიული მონათხრობით მასწავლებელი ცდილობს ასევე გაზარდოს მოსწავლეთა მოტივაცია.

გამოქვეყნებულია: 23-02-2016  |  ნანახია: 7171-ჯერ