"ქიმიის უწყებანი" ტომი:1, ნომერი:2, 38-42 გვ.
ჰირუდოთერაპიის ქიმიური ასპექტები
სტუდენტი, თბილისი ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
რეზიუმე: წურბელას, ამ პატარა არსებას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ:"პატარა სასწულმოქმედი ტუმბო", რომელიც ადამიანის დასახმარებლად გაჩნდა ამ ქვეყანაზე. მას ორგანიზმში შეჰყავს 100-ზე მეტი ფერმენტი, რომლთა უმრავლესობა დღეს-დღეობით შესწავლილი არ არის. წურბელას ნერწყვი შეიცავს ისეთ ცნობილ ფერმენტებს, როგოიცაა: ჰირუდინი, ჰიალურონიდაზა, ტრიპსინი, პლაზმინი, ჰიმაზინი, დესტაბილაზა, აპირაზა, კოლაგენაზა, ტრიგლიცერი-დაზა, ქოლესტერინ-ექსტერაზა და ა.შ
საკვანძო სიტყვები: ჰირუდოთერაპია, ჰირუდინი, ჰიალურონიდაზა, ტრიპსინი, პლაზმინი, ჰიმაზინი, დესტაბილაზა, აპირაზა, კოლაგენაზა, ტრიგლიცერიდაზა
ჩვენს დროში საზოგადოებას უწევს საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში ცხოვრება, რასაც მოჰყვება, პირველ რიგში, არასწორი სწრაფი კვება ჭარბი რაოდენობა ნახშირწყლებით; მეორე მავნე მხარეა უძილობა. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს აგრეთვე ეკოლოგიური პრობლემები, თბოელექტრო სადგურები, ქიმიური ქარხნები, სამღებრო საწარმოები და ა.შ. ეს ყველაფერი საკმაოდ უარყოფად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ის სუსტდება, ავადდება. ორგანიზმი ითხოვს დახმარებას!
თანამდროვე მედიცინა, ხშირ შემთხვევაში სთავაზობს ორგანიზმს მედიკმენტურ მკურნალობას. მაგრამ, ამასთან ადამიანის ორგანიზმი ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზიბის გამო მგრძნობიარეა მედიკამენტების მიმართ. როგორც მოგვეხსენება, წამლებს აქვთ ბევრი დადებვითი თვისება, მაგარამ ამასთან ერთად მრავალი გვერდითი მოქმედებაც, რასაც შეიძლება მოჰყვეს სავალალო შედეგი.
ზემოთ ნახსენები პრობლემების გადასაჭრელად არსებობს მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები - აღმოსავლეთის და დასვლეთის ქვეყნების მედიცინაში, უკვე დანერგილია ბუნებრივი მასალებით მკურნალობის მეთოდი.
მინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი მათგანი - ჰირუდოთერაპია. ჰირუდოთერაპია - არის წურბელებით მკურნალობა. წურბელებს სამკურნალოდ იყენებდენენ ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ჩვენს წ.ა 1500 წლიდან. მე-20 საუკუშენიც აქტიურად გამოიყენება არაერთ ქვეყანაში. მკურნალები ჰირუდოთერაპიას მიმათავდნენ თითქმის ყველა ავდმყოფობის შემთხვევაში. ერთ დროს წურბელის შეძენა შეიძლებოდა ნებისმიერ აფთიაქში ან სამედიცინო დაწესებულებაში. მოგვიანებიოთ მედიკამენტური მკურნალობის განვითარებასთან ერთად ჰირუდოთერაპია გადავიდა უკანა პლანზე.
წურბელას, ამ პატარა არსებას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ: „პატარა სასწულმოქმედი ტუმბო“, რომელიც ადამიანის დასახმარებლად გაჩნდა ამ ქვეყანაზე. მას ორგანიზმში შეჰყავს 100-ზე მეტი ფერმენტი, რომლთა უმრავლესობა დღეს-დღეობით შესწავლილი არ არის. წურბელას ნერწყვი შეიცავს ისეთ ცნობილ ფერმენტებს, როგოიცაა: ჰირუდინი, ჰიალურონიდაზა, ტრიპსინი, პლაზმინი, ჰიმაზინი, დესტაბილაზა, აპირაზა, კოლაგენაზა, ტრიგლიცერიდაზა, ქოლესტერინ-ექსტერაზა და ა.შ; აგრეთვე მთელი რიგი დაუდგენელი აღნაგობის ნაერთებისა. ამ ჩანოთვალიდან პირველი 3 ძირითადი ფერმენტია, რომლებიც შედარებით უკეთ არის შესწავლილი.
ჰირუდინის - ძლიერი ანტიკოაგულანტის, 2 პეპტიდური ჯაჭვი შედგება 65-66 ამინომჟავის ნაშთისგან. ის აფერხებს სისხლის შედედებას. ჰირუდინი აღადგენს სისხლის მიკროცირკულაციას, რთავს დამცავ მექანიზმებს, ახდენს იმუნიტეტის სტიმულირებას. ჰირუდინის სფეციფიკა მდგომარეობს, იმაში რომ მოქმედებს უშუალოდ ტრომბინთან, აფერხებს თრომბოციტების წარმოქმნას, შლის თრომბს. ეს არის უნიკალური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს წურბელის თავი. ჰირუდინი ძალიან სასრგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. სამწუხაროდ, ის დღემდე არა არის მიღებული სუფთა სახით, იმის მიუხედავად იმისა, რომ პირველად გამოყვეს 1884 წელს გერანიაში. ჰირუდინი არ არის ტოქსიკური. მრავალი უნიკალური თვისების მიუხედავათ მას მედიცინაში შეზღუდული გამოყენება აქვს - მას იყენებენ მხოლოდ ტრანსპლანტაციისათვის მომზადებული შინაგჰანი ორგანოების შენახვისა და ტრასპორტირებისათვის. ჰირუდინი ფხვნილისები კონსისტენცია აქვს, მას იყენებენ წყალხსნარის სახით. სიძვირის გამო მას ხშირად ჩაანაცვლებენ ნოვორუდინით. ამ უკანასკნელს, ჰირუდინისგან განსხვავებით, ბევრი უარყოფითი მოქმედება გააჩნია.
ჰიალურონიდაზა - ფერმენტია რომელიც მკვლევარების ფართო ინტერესის ობიექტია ბიოლოგიურად აქტიური სუბსტანციების შექმნის მიზნით.
ჰიალურონიდაზა აღწევს კანის სქელ ფენებში და მას შეუძლია კოლაგენ, ელასტინო, ჰიალურონის მჟავების დაშლა. ამათგან ყველაზე აქტიურად მოქმედებს უკვე დაზიანებულ ჰიალურონის მჟავასთან.
რას წარმოადგენს ჰიაულორონის მჟავა და რა ფუნქცია აკისრია მას?! ჰიალურონის მჟავას უწოდებენ „ახალგაზრდობის ელექსირს“. იგი არის პოლიმერი, რომელიც შედის ორგანიზმის უმეტესი ქსოვილის: თვალის რქოვანას, მინისებრი სხეულის, ნერწყვის, შემაერთბელ ქსოვილების, ძვლების, ტვინის. საშუალო ტანის ადამიანის ორგანიზმი შეიცავსც დაახლოებით 15 გ ჰიალურონის მჯავას, რომლიოს ერთი მესამედი ყოველდღიურად მიმოიცვლება. ჰიალურონის მჟავას, როგორც პოლიმერის, თვისებები დამოკიდებულია მისი მოლეკულის სიგრძეზე. ასაკის მატებასთან ერთად მცირდება პოლიმერის ჯაჭვი სიგრძე, იზღუდება მისი სინტეზი, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე: კანი კარგავს ელასტიურობას და ტენიანობას - წარმოიქმნდება ნაოჭები, მცირდება ტვინის აქტიურობა, ქვეითდება მხედველობა და ა.შ. ჰიალურონის მჟავას შეიცავს ბევრი კოსმეტიკური საშუალება.
ჰიალურონიდაზა ხელს უწყობს რა ჰიალურონის მჯავას სინთეზს, შესაბამისად ეხმარება ორგანიზმს ახალგაზრდობის, ჯამრთელობის და სილამაზის შენარჩუნებაში. მას, ასევე, გააჩნია იმ უჯრედების სტიმულიების უნარი, რომლებისგანაც შემდგომ წარმოიქმნება ფიბრინოპლასტები, ბაზალური უჯრედები და სხვა, რითაც ხელს უწყობს კაპილარულ შეღწევადობას ჭრილობის შეხორცებას.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჰიალურონიდაზა ბევრი სხვა დადებითი და საჭირო თვისებების გარდა, ეხმარება წურბელას ჯერ ჭრილის გაკეთების და შემდგომ მის შეხორცების პოცესებში.
ტრიპსინი - ჰიდროლაზების კლასის ფემენტებს, მონაწილეობს და ცილების და პეპტიდების , და ასევე ესტერების დაშლის პოცესებში.
ტრიფსინი შედის ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის შედგენილობაში, რომლებსაც გააჩნიათ ანტისეპტიკური და შეშიუპეპის საწინააღმდეგო მოქმედება. ტრიფსინს გააჩნია სელექციუი უნდარი. მედიცინაში მას იყენებენ ჭრილობების დამწვრობების, ტრომბოზის სამკურნალოდ სხვა ფერმენტებთან და ანტიბიოტიკებთან ერთად.
სადაც ტრიფსინია იქ ყოველთვის ჰიმოტრიფსინი თან ახლავს. ჰიმპოტრიფსინი ტრიფსინთან ერთად იღებს მონაწილეობას ცილის პრეოტეოლიზში. უკეთ შლის ამიდურ ბმებს ისეთ ამინომჟავურ ფრაგმენტებში, რომლებიც გვერდით ჯაჭვბში ჰიდროფობულ ჯგუფებს შეიცავენ.
შეიძლება ითქვას, რომ ტრიფსინი ისევე, როგორც ჰიალურონიდაზა, ხელს უწყობს წურბელას კანზე ჭრილის გაკეთებაში.
წურბელას კანი, რომელიც ლორწოვანი გარსითაა დაფარული, ძალიან სუფთაა, სტერილურია და გამოყენების წინ არ საჭიროებს დამატებით დეზინფექციის. წურბელას რგოლოვანი აგებულებისაა, რაც განაპირობებს იმას, რომ შეწოვილი სისხლი უკან აღარ ბრუნდება. ამის გამო მისი მეორადი გამოყენებისას გამორიცხულია დაავადებების გადატანა ერთი სხეულიდან მეორეში.
წურბელას აღნიშნული ფერმეტებით შეუძლია შემდეგი დაავადებების მკურნალობა: ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, რევმატოლოგია, რბილის ქსოვილების დაავადებები, ვარიკოზული დაავადებები, არითმია, წყლული, დიზბაქტერიოზი, გინეკოლოგიური დაავადებები და ა.შ. ასევე კოსმეტიკური ეფექტიც გააჩნის (სისხლს ჩაქცევები, კანქვეშა ჰემატომა). ჩამონათვალი ძალიან დიდია.
ამ ე.წ. პარაზიტის მოხმარება ჰირუდოთერაპევტის გარეშე არ შეიძლება, რადგან სისხლის დენა ნაკბენიდან გრძელდება 24 საათამდე, შემდგომ წარმოიქმნება ფუფხი და დაახლოებით ერთ კვირაში - პატარა თეთრი ლაქა, რომელიც დროთა განმავლობაში ქრება. შესაბამისად ნაწიბური არ რჩება. წურბელას შეუძლია აღადგინოს ქსოვილები ნებისმიერი მიზეზით (მათ შორის საკუთარი ნაკბენით) დაზიანებულ ადგილებში.
აღსანიშნავია, რომ ეს „სასწაულ მოქმედი ტუმბო“ ორგანიზმს ეკიდება მხოლოდ ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებში, აღსანიშნავია ისიც, რომ ზუსტად იგივე წერტილები გამოიყენება ჩინურ მედიცინაში.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, წურბელას ნერწყვის შემადგენელი ფერმენტების გამოყოფა და შესწავლა მიგვაჩნია აქტუალურ და აუღრესად საჭირო სამეცნიერო პრობლემად. ეს აქტუალური და საჭიროა აგრეთვე სამედიცინო პრაკტიკაში გამოყენების თვალსაზრისიტაც. აუცილებელია ამ ფერმენტების ქიმიურად სუფთა სახით გამოყოფა, მათი იდენტიფიკაცია და თვიოსებების შესწავლა მათ შორის ახალი ფერმენტების აღმოჩენის მიზნით. განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფერმენტის დაფიქსირება, რომელიცხელს უწყობს კანის სრულ რეგენერაციას. რადგან არ არის ცნობილი წურბელას ფერმენტებით ზოგიერთი დაავადებების მკურნალობის მექანიზმი, უაღრესად მნიშვნელოვანია მისი ფერმენტული ანალიზი. ეს მნიშვნელოვანია იმითაც, რომ შეიძლება შემუშავდეს მკურნალობის მეთოდიკები ინექციის მეშვეობით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჰირუდინის გამოყოფა სუფთა სახით, რადგან მისი გამოყენება არ შემოიფარგლოს ტრანსპლანტანტების შენახვა-გადატანით.
რისთვის არის საჭირო ფერმენტების ცალკე გამოყოფა, თუ წურბელით შესაძლებელია
უამრავი დაავადების მკურნალობა. პირველ რიგში იმიტომ, რომ პაციანტთა უმეტესობა, ვერ ახერხებს ჰირუდოთერავეტთან მისვლას სხვადასხვა თანამედროვე მიზეზების გამო. ამიტომ პერსპექტიული წურბელას ნერწყვის ფერმენტების საფუძველზე სამკურნალო პრეპარატების (აბი, ინექცია, მალამო) გამოყენება, ასევე მნიშველოვანია კოსმეტიკური საშუალებების შემნა რომლებიც ხელს უწყობენ ქსოვილების აღდგენა-შენარჩუნებას.
გამოყენებელი ლიტერატურა:
1. Ю. Я. Каменев О. Ю. Каменев „Вам поможет пиавка“ - СПб, 1997
2. О. Ю. Каменев А. Ю. Бара новский «Лечение пиавками – теория и практика гирудотерапии » -СПб, 2010
3. Баскова И. П., Исаханян Г. С. «Гирудотерапия. Наука и практика»- M, 2004
4. Sawyer R. T. «Leech biology and behavior». — Oxford, 1986
5. თამარ ზვიდაძე - "ჰირუდოთერაპია ,ანუ აი, ვინ უნდა გიკბინოს" -„ კვირის პალიტრა“ 9-15 დეკემდერი, 2013
გამოქვეყნებულია: 30-12-2014