"ქიმიის უწყებანი" ტომი:6, ნომერი:1, 34-36 გვ.
კოსმეტიკური საშუალებების სილამაზის საიდუმლო
1ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
2ქ. თბილისის მე-10 საჯარო სკოლა
რეზიუმე: კოსმეტიკა დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მათი უმეტესობა, საკმარისად არ არის ინფორმირებული კოსმეტიკური საშუალებების შედგენილობაზე. კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ინგრედიენტების დიდ რაოდენობას, აქტუალურს ხდის კვლევებს მათ შედგენილობაზე. სწორედ ამ ინგრედიენტებშია მათი “სილამაზის საიდუმლო“. ყოველივე ამან გვიბიძგა, ეს პრობლემა უფრო ღრმად შეგვესწავლა. თემა ადვილად რეალიზებადია, არ საჭიროებს მიუწვდომელ ხელსაწყოებს და რთულ ქიმიურ ანალიზებს. სკოლის ქიმია იძლევა ასეთი სახის კვლევების ჩატარების უდიდეს შესაძლებლობას. კვლევის მიზანს წარმოადგენდა კოსმეტიკური საშუალებების შედგენილობის შესწავლა თვისებითი ქიმიური ანალიზის საფუძველზე. კვლევის ობიექტი იყო სხვადასხვა ფირმის კოსმეტიკური საშუალებები: სახის საცხები (კრემი და პუდრი), ტუჩის საცხი (პომადა) და თვალის საცხი (ჩრდილი). საკვლევ ნიმუშებში ჩატარდა ორგანული ნივთიერებების და მძიმე მეტალების კათიონების აღმოჩენის ქიმიური ექსპერიმენტები და გაკეთდა დასკვნა.
საკვანძო სიტყვები: კოსმეტიკა, საცხი, ინგრედიენტი, ანალიზი, შემცველობა
შესავალი
კოსმეტოლოგია არის სხეულისა და სულის სილამაზის მეცნიერება, რომელსაც აქვს რამდენიმე ათასწლეულის ისტორია. დღეს კოსმეტოლოგიისადმი ინტერესი ძალიან მაღალია. ლამაზი გარეგნობის სურვილი ჯერ კიდევ ჩვენს ყველაზე შორეულ წინაპრებს ჰქონდათ, რომლებსაც ესმოდათ, რომ სილამაზე გამოიხატება არა ლამაზი ტანსაცმლისა და სამკაულების ტარებაში, არამედ ჯანსაღი სხეულის, მოვლილი თმის, კბილების, ფრჩხილებისა და კანის შენარჩუნებაში.
წერილობითი წყაროები და ძველი ნასახლარების გათხრები ადასტურებენ, რომ საზოგადოების განვითარების ადრეულ ეტაპზე, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები მიილტვოდნენ სილამაზისკენ, იხატავდნენ საკუთარ სხეულებს. მამაკაცებში ეს გამოვლინდა ტატუირებისადმი მიდრეკილებით, ხოლო ქალებში ქუთუთოების, წარბების და ტუჩების შეღებვაში. სილამაზისა და ახალგაზრდობის ამ ბუნებრივი წყურვილიდან, წარმოიშვა განსაკუთრებული ხელოვნება - კოსმეტიკა. ცნობილია, რომ კლეოპატრა კანის სითეთრის შესანარჩუნებლად იყენებდა კრემს, რომლის ძირითადი კომპონენტი იყო ნიანგის დაქუცმაცებული სკორე ფერუმარილთან ერთად. თვალის ზედა ქუთუთო მუქი ლურჯი საცხით ჰქონდა შემოვლებული, ხოლო ქვედა - მომწვანო-წყლისფერით, თვალის ხაზი - გაჭიმული და დაგრძელებული. პირველი კოსმეტიკური ცნობარის წიგნი, რომელიც შედგენილია დედოფალ კლეოპატრას მიერ (ძვ. წ. I საუკუნე) ნაპოვნია ეგვიპტეში [1].
ძირითადი ნაწილი
კოსმეტიკა დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებას იყენებს, მაგრამ მათი უმეტე სობა არ არის საკმარისად ინფორმირებული კოსმეტიკური საშუალებების შედგენილობაზე და მათი გამოყენების ხერხებზე. კოსმეტიკას, თავის მოვლის საშუალებებისგან განსხვავებით, შეუძლია შეცვალოს ადამიანის გარეგნობა, გახადოს ის უფრო ლამაზი და მიმზიდველი. კოსმეტიკაში ფართოდ გამოიყენება ბუნებრივი და სინთეზური ნედლეული. ბუნებრივი ნედლეული შეიძლება იყოს ცხოველური, მცენარეული და მინერალური წარმოშობის. აქედან გამომდინარე კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ინგრედიენტების დიდ რაოდენობას, აქტუალურს ხდის კვლევებს მათ შედგენილობაზე. სწორედ ამ ინგრედიენტებშია მათი "ხელსაწყოებს და რთულ ქიმიურ ანალიზებს. სკოლის ქიმიის პროგრამა იძლევა ასეთი სახის კვლევების ჩატარების შესაძლებლობას.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა კოსმეტიკური საშუალებების შედგენილობის შესწავლა თვისებითი ქიმიური ანალიზის გამოყენებით. კვლევის ობიექტი იყო სხვადასხვა ფირმის კოსმეტიკური საშუალება: სახის საცხი (კრემი და პუდრი), ტუჩის საცხი (პომადა), თვალის საცხი (ჩრდილი).
ექსპერიმენტული ნაწილი
ექსპერიმენტული სამუშაოების დაწყების წინ შესრულდა საკვლევი ნიმუშების ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების განსაზღვრა. კოსმეტიკური საშუალებების ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების კვლევის შედეგები მოცემულია ცხრილში №1.
# | საკვლევი ნიმუშის დასახელება | მწარმოებელი ფირმა | ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები | |||
---|---|---|---|---|---|---|
გარეგანი სახე | ფერი | სუნი | ერთგვაროვნება | |||
სახის საცხი, კრემი |
||||||
1. | Bio Olive | alkmene | გლუვი ზედაპირი | თეთრი | სასიამოვნო | არ შეიგრძნობა მარცვლები |
2. | Rhubarb face cream | VOLLARE cosmetics | თანაბარი შეფერილობა | თეთრი | რეჰანის სურნელით | არ შეიგრძნობა ბურთულები |
3. | Night cream | Biolaven | თანაბარი შეფერილობა | თეთრი | სასიამოვნო | ძალიან რბილი |
4. | Day cream | "Невская Косметика". | გლუვი | თეთრი | უსუნო | ერთგვაროვანი, რბილი |
სახის საცხი, პუდრი |
||||||
5. | Banana powder | Ingrid cosmetics | თანაბარი შეფერილობა | ჩალისფერი | ბანანის სურნელით | ერთგვაროვანი |
6. | Shimmering powder | Ingrid cosmetics | გლუვი ზედაპირი | ღია ყავისფერი | ყვავილის სურნელით | არ შეიგრძნობა მარცვლები |
7. | Compact powder | NOTE cosmetics | გლუვი ზედაპირი | ვარდისფერი | უსუნო | არ შეიგრძნობა უცხო სხეულები |
8. | Translucent powder | Ingrid cosmetics | გლუვი ზედაპირი | ატმისფერი | უსუნო | არ შეიგრძნობა მარცვლები |
ტუჩის საცხი, პომადა |
||||||
9. | lipstick | Ruby Rose | გლუვი ზედაპირი | წითელი | სპეციფიკური მკვეთრი სუნი | ერთგვაროვანი |
10. | lipstick | Avon | თანაბარი შეფერილობა | ვარდისფერი | ვარდის სურნელით | არ შეიგრძნობა ბურთულები ადვილად ისმება |
11. | lipstick | Oriflame | თანაბარი შეფერილობა | მუქი წითელი | სასიამოვნო | არ შეიგრძნობა ბურთულები |
12. | lipstick | L’Oréal | გლუვი ზედაპირი | ღია ყავისფერი | სასიამოვნო | არ შეიგრძნობა ბურთულები |
თვალის საცხი, ჩრდილი |
||||||
13. | Highlighter | Bellini | გარდამავალი შეფერილობა | მოყავისფრო | უსუნო | ერთგვაროვანი, ცუდად ისმება |
14. | Eye shadow | NOTE cosmetics | გლუვი ზედაპირი | მომწვანო | სასიამოვნო | არ შეიგრძნობა ბურთულები |
15. | Purple fantasy Eye shadow palette | VOLLARE cosmetics | გარდამავალი შეფერილობა | სხვადასხვა | უსუნო | ადვილად ისმება |
16. | Eye shadow | Pacifica | გლუვი ზედაპირი | ცისფერი | სასიამოვნო | ძალიან რბილი |
მე-2 ცხრილში მოყვანილია ორგანული ნივთიერებების, გლიცერინის, ლანოლინის, ვიტამინ A-ს და ვიტამინ E-ს კვლევის შედეგები.
ცხრილი №2. ორგანული ნივთიერებების იდენტიფიკაცია კოსმეტიკურ საშუალებებში
# | საკვლევი ნიმუშის დასახელება |
კოსმეტიკის მწარმოებელიფირმა |
ორგანული ნივთიერებების დასახელება | |||
---|---|---|---|---|---|---|
გლიცერინი | ლანოლინი | ვიტამინი A | ვიტამინი E | |||
შეფერილობა | ||||||
ლურჯი | სისხლისფერი | ცისფერი | წითელი | |||
სახის საცხი, კრემი | ||||||
1. | Bio Olive | alkmene | - | + | - | + |
2. | Rhubarb face cream | VOLLARE cosmetics | + | - | - | + |
3. | Night cream | Biolaven | + | + | + | + |
4. | Day cream | "Невская косметика". | - | + | + | + |
სახის საცხი, პუდრი | ||||||
5. | Banana powder | Ingrid cosmetics | - | + | + | + |
6. | Shimmering powder | Ingrid cosmetics | + | - | + | - |
7. | Compact powder | NOTE cosmetics | + | + | - | + |
8. | Translucent powder | Ingrid cosmetics | - | - | - | + |
ტუჩის საცხი, პომადა | ||||||
9. | lipstick | Ruby Rose | - | + | + | - |
10. | Matt ever lipstick | Avon | - | + | + | + |
11. | lipstick | Oriflame | - | + | - | + |
12. | lipstick | L’Oréal | - | + | - | + |
თვალის საცხი. ჩრდილი | ||||||
13. | Highlighter | Bellini | + | - | - | + |
14. | Eye shadow | NOTE cosmetics | - | + | + | - |
15, | Purple fantasy eye shadow palette | VOLLARE cosmetics | - | + | - | + |
16. | Eye shadow | Pacifica | + | - | + | + |
მძიმე მეტალების რკინის, სპილენძის და ტყვიის კათიონების კვლევის შედეგები მოცემულია ცხრილში №3.
ცხრილი №3. მძიმე მეტალების კათიონების კვლევის შედეგები კოსმეტიკურ საშუალებებში.
# | საკვლევი ნიმუშის დასახელება | მწარმოებელი ფირმა | მძიმე მეტალების კათიონების დასახელება | ||
---|---|---|---|---|---|
Fe (III) | Cu (II) | Pb (II) | |||
შეფერილობა | |||||
მუქი ლურჯი | მოყავისფრო-წითელი | თეთრი | |||
სახის საცხი, კრემი | |||||
1. | Bio Olive | alkmene | - | - | - |
2. | Rhubarb face cream | VOLLARE cosmetics | - | - | - |
3. | Night cream | Biolaven | - | - | - |
4. | Day cream | "Невская осметика" | - | - | - |
სახის საცხი, პუდრი | |||||
5. | Banana powder | Ingrid cosmetics | - | - | - |
6. | Shimmering powder | Ingrid cosmetics | - | - | - |
7. | Compact powder | NOTE cosmetics | - | - | - |
8. | Translucent powder | Ingrid cosmetics | - | - | - |
ტუჩის საცხი პომადა | |||||
9. | lipstick | Ruby Rose | + | - | - |
10. | Matt ever lipstick | Avon | - | + | - |
11. | lipstick | Oriflame | + | - | - |
12. | lipstick | L’Oréal | - | - | - |
თვალის საცხი, ჩრდილი | |||||
13. | Highlighter | Bellini | - | + | - |
14. | Eye shadow | NOTE cosmetics | + | - | - |
15. | Purple fantasy eye shadow palette | VOLLARE cosmetics | - | - | - |
16. | Eye shadow | Pacifica | - | - | + |
ორგანული ნივთიერებების, გლიცერინის, ლანოლინის, ვიტამინ A-ს და ვიტამინ E-ს კვლევა ჩატარდა თვისებითი ანალიზის მეთოდების გამოყენებით [2].
გლიცერინის აღმოჩენა
გლიცერინის არსებობისას სპილენძის ჰიდროქსიდის დამატების შემდეგად წარმოიქმნება ლურჯი ფერის სპილენძის გლიცერატი. (C3H6O2Cu).
C3H8O3+ Cu(OH)₂↓ = C3H6O2Cu+2H2O
CuSO₄.5H₂O + 2NaOH = Na₂SO₄ +Cu(OH)₂↓ - ცისფერი ამორფული ნივთიერება.
ლანოლინის აღმოჩენა
ლანოლინის არსებობისას, მარილმჟავას, ქლოროფორმის და გოგირდმჟავას დამატების შედეგად, მჟავასა და ხსნარის შეხების ადგილას წარმოიქმნება სისხლისფერ-წითელი ფერის ზოლი.
ვიტამინი A -ს აღმოჩენა
ვიტამინი A-ს არსებობისას, ძმარმჟავას, რკინის (II) სულფატის, კონც. გოგირდმჟავას, დამატებისას წარმოიქმნება ცისფერი შეფერილობა, რომელიც თანდათან გადადის ვარდისფერ-წითელ შეფერილობაში.
ვიტამინი E -ს აღმოჩენა
ვიტამინის E-ს -ს არსებობისას, აზოტმჟავას დამატებისას ქიმიური ანალიზის მონაცემების თანახმად წარმოიქმნება ემულსია, რომლის ზედა ცხიმოვანი ფენა წითელ შეფერილობისაა.
მძიმე მეტალების კვლევა ჩატარდა თვისებითი ანალიზის მეთოდების გამოყენებით [3]-ის შესაბამისად.
რკინის კათიონების (III) აღმოჩენა
რკინის კათიონების არსებობისას, ეთილის სპირტის და სისხლის ყვითელი მარილის დამატების შემდეგ წარმოიქმნება მუქი ლურჯი ნალექი.
სპილენძის (II) კათიონების აღმოჩენა
სპილენძის კათიონების არსებობისას, ეთილის სპირტის და სისხლის ყვითელი მარილის დამატების შედეგად წარმოიქმნება მოყავისფრო-წითელი შეფერილობა.
ტყვიის (II) კათიონების აღმოჩენა
ტყვიის კათიონების არსებობისას, ეთილის სპირტის და კალიუმის ჰიდროქსიდის დამატების შემდეგ წარმოიქმნება თეთრი ნალექი.
შედეგები და მათი განსჯა
ექსპერიმენტების ჩატარების შედეგად აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა კომპანიის კოსმეტიკის საშუალების საკვლევი ნიმუშები აკმაყოფილებს ხარისხის კრიტერიუმებს [4].
სახის საცხების (კრემი და პუდრი) საკვლევ ნიმუშებს ჰქონდათ გლუვი ზედაპირი, თანაბარი შეფერილობა, სასიამოვნო სურნელი, თითით შეხებისას არ შეიგრძნობოდა მარცვლები, იყო ერთგვაროვანი.
ტუჩის საცხის (პომადა) საკვლევი ნიმუშების ზედაპირი იყო რბილი, გლუვი, წვეთებისა და ლაქების გარეშე. პომადის ღერო იყო ძლიერი, არ ჭიმავდა ტუჩებს და არ იწვევდა სიმძიმის შეგრძნებას. ჰქონდათ სხვადასხვა ინტენსივობის სასიამოვნო სუნი. არ დნებოდა მზეზე.
თვალის საცხის (ჩრდილი) საკვლევი ნიმუშების ზედაპირი იყო ზომიერად რბილი, წვეთებისა და ლაქების გარეშე. არ ჭიმავდა თვალის ქუთუთოს კანს და არ იწვევდა სიმძიმის შეგრძნებას. ჰქონდათ სასიამოვნო სუნი და ადვილად ისმებოდა.
გლიცერინს შეიცავს: სახის საცხი (კრემი) - Rhubarb face cream, Night cream, (ნიმუში #2, #3), სახის საცხი (პუდრი) - Shimmering powder, Compact powder (ნიმუში #8, #7), თვალის საცხი (ჩრდილი) - Highlighter, Eye shadow. (ნიმუში #13, #16).
ლანოლინს შეიცავს: სახის საცხი (კრემი) - Bio Olive, Night cream, day cream (ნიმუში #1, #3, #4), სახის საცხი (პუდრი) - Banana powder, compact powder (ნიმუში #5, #7), ტუჩის საცხი (პომადა) - Ruby Rose, Avon, Oriflame, L’Oréal (ნიმუში #9, #10, #11, #12), თვალის საცხი (ჩრდილი)-Eye shadow, Purple fantasy eye shadow palette (ნიმუში #14, #15).
ვიტამინ A-ს შეიცავს: სახის საცხი (კრემი) -Day cream, Night cream (ნიმუში #3, #4), სახის საცხი (პუდრი) - Banana powder, Shimmering powder (ნიმუში #5, #6), ტუჩის საცხი (პომადა) Ruby Rose, Avon (ნიმუში #9, #10), თვალის საცხი (ჩრდილი)-Eye shadow, Eye shadow (ნიმუში #14, #16), (ვიტამინი A, არ აღმოჩნდა Oriflame-ისა და L’Oréal-ის პომადაში მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებული იყო შეფუთვაზე).
ვიტამინ E-ს შეიცავს: სახის საცხი (კრემი) - Bio Olive, Rhubarb face cream, Night cream, Day cream, (ნიმუში #1, #2, #3, #4), სახის საცხი (პუდრი) - Compact powder, Banana powder, Translucent powder (ნიმუში #5, #7, #8), ტუჩის საცხი (პომადა) -Avon, Oriflame, L’Oréal (ნიმუში #10, #11, #12), თვალის საცხი (ჩრდილი)-Highlighter, Purple fantasy eye shadow palette, Eye shadow. (ნიმუში #13, #15, #16).
ორგანული ნივთიერებების რაოდენობრივი შემცველობის შესახებ ვიმსჯელეთ ნალექის შეფერილობის ინტენსივობის მიხედვით. ღია ფერის ნალექი - ინგრედიენტის დაბალი შემცველობა; მუქი ფერის ნალექი - მაღალი შემცველობა, ნალექი არ არის - ინგრედიენტი არ არის. მაგალითად, სახის საცხების საკვლევ ნიმუშებში, დღის საცხების ნალექებს ჰქონდა უფრო სუსტი შეფერილობა, ვიდრე ღამის საცხებს [5].
გლიცერინი, ღამის საცხში (ნიმუში #3), შედარებით მაღალი კონცენტრაციით აღმოჩნდა, ვიდრე დღის საცხებში (ნიმუში #2, #4). გლიცერინის შედარებით მაღალი შემცველობა აღმოჩნდა პუდრში (ნიმუში #7). თვალის საცხში - (ნიმუში #14). ლანოლინის ყველაზე მაღალი შემცველობა აღმოჩნდა, ღამის სახის საცხში (ნიმუში #3), სახის პუდრში (ნიმუში #5), ტუჩის საცხში (პომადა) - (ნიმუში #12).
ვიტამინი A-ს შედარებით მაღალი შემცველობა აღმოჩნდა ღამის სახის საცხში (ნიმუში #3), სახის პუდრში (ნიმუში #5), ტუჩის საცხში (პომადა) (ნიმუში #10), თვალის საცხში (ჩრდილი) - (ნიმუში #14).
ვიტამინი E-ს შედარებით მაღალი შემცველობა აღმოჩნდა ღამის სახის საცხში (ნიმუში #3), სახის პუდრში (ნიმუში #8), ტუჩის საცხში (პომადა) (ნიმუში #12), თვალის საცხში (ჩრდილი) - (ნიმუში #16).
სპილენძის კათიონები აღმოჩნდა: ტუჩის საცხში (პომადა) - Avon (ნიმუში #10), თვალის საცხში (ჩრდილი) - Highlighter (ნიმუში #13). რკინის კათიონებს შეიცავს ტუჩის საცხი (პომადა) - Ruby Rose (ნიმუში #9), Oriflame (ნიმუში #11), და თვალის საცხი (ჩრდილი) - Eye shadow (ნიმუში#14). ტყვიის კათიონებს - თვალის საცხი (ჩრდილი) - Eye shadow (ნიმუში #16). აღმოჩენილი მძიმე მეტალების კათიონების რაოდენობრივი შემცველობის შესახებ ვიმსჯელეთ ნალექის შეფერილობის ინტენსივობის მიხედვით. საკვლევი ნიმუშებში ნალექებს ჰქონდა სუსტი შეფერილობა, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ კოსმეტიკური საშუალებები მძიმე მეტალების კათიონებს შეიცავდა მინიმალური რაოდენობით.
ამგვარად, კლასიკური კოსმეტიკა შექმნილია სახის და სხეულის, თმისა და ფრჩხილების კანის ჯანმრთელობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად და კოსმეტიკა უმკლავდება ამ ამოცანებს, თუ ჩვენ ვსაუბრობთ "ნორმაზე" და არა მისგან ყველა სახის გადახრაზე.
დღეს კოსმეტოლოგიამ დაიწყო დაბრუნება ბუნებასთან. კოსმეტიკის განვითარების ტენდენციები და მიმართულებები დაკავშირებულია, კოსმეტიკის საშუალებების ბუნებრივი და ორგანული ხაზების შექმნასთან. კოსმეტიკის მწარმოებლები მუდმივად ახლის ძიებაში არიან, აინტერესებთ ინგრედიენტების ნატურალური წარმომავლობა, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული, უცხო სახეობის ზეთები, რომელიც დამზადებულია სხვადასხვა მცენარისგან და ბოსტნეულისგან. თანამედროვე კოსმეტიკა იწარმოება მეცნიერების ყველა უახლესი მიღწევების გამოყენებით. თუ მხოლოდ რამდენიმე წლის წინ კოსმეტიკური საშუალებები პრაქტიკულად მთლიანად ქიმიური ნივთიერებებისაგან იყო დამზადებული, ამჟამად პირიქით, ყველა ცნობილი კომპანია სულ უფრო და უფრო მეტად იყენებს ბუნების ნატურალურ პროდუქტებს. მნიშვნელოვანია, ყველა მომხმარებელმა იცოდეს კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობა და სწორად გამოიყენოს იგი. ასევე არ უნდა დაივიწყოს კანის სილამაზის და ჯანმრთელობის შენარჩუნების ხალხური მეთოდები. ხელნაკეთი კოსმეტიკური პროდუქტები, რომლებიც დამზადებულია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დანამატების გარეშე, სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.
დასკვნა
კოსმეტიკური საშუალებების ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების და ქიმიური შემადგენლობის შესწავლის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ:
- კოსმეტიკური საშუალებების საკვლევი ნიმუშები, ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების მიხედვით, აკმაყოფილებს ხარისხის კრიტერიუმებს;
- კოსმეტიკური საშუალებების საკვლევი ნიმუშები, ორგანულ ნივთიერებებთან ერთად შეიცავენ მძიმე მეტალებსაც;
- ღამის სახის საცხები, შეიცავდნენ ორგანულ ნივთიერებებს უფრო მეტი რაოდენობით, ვიდრე დღის საცხები. მძიმე მეტალების შემცველობა იყო მინიმალური;
- შესწავლილი ნიმუშები უვნებელია ჯანმრთელობისათვის და რეკომენდირებულია მოხმარებისათვის.
მადლიერება
სტატია მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის "მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით" ფარგლებში. პროექტი: კოსმეტიკური საშუალებების სილამაზის საიდუმლო. საგრანტო ხელშეკრულება SCR-22-149
ლიტერატურა
- ე. მარქარაშვილი, ქიმია და კოსმეტიკა, წიგნი N 1.საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია. თბილისი, 2012, გვ. 6.
-
https://infourok.ru/proektnaya-rabota-po-himii-issledovanie-kachestva-gubnoy-pomadi-3920911.html.
უკანასკნელად გადამოწმებულია 19.04.2023. -
https://nsportal.ru/ap/library/nauchno-tekhnicheskoe-tvorchestvo/2016/01/06/krem-dlya-litsa-polza-ili-vred.
უკანასკნელად გადამოწმებულია 19.04.2023. - Directive 2009/54/ECof the European Parliament and of the Council of 18 June ... No 1223/2009 კოსმეტიკური პროდუქციის შესახებ.
- ე. მარქარაშვილი, ქიმია და კოსმეტიკა, წიგნი N 1. საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია. თბილისი, 2012, გვ. 32.
გამოქვეყნებულია: 10-05-2023