ოლიმპიადის დებულება

ოლიმპიადის მიზნებია:

  • ქიმიისა და ბილოგიის საგნის მიმართ მოსწავლეთა ინტერესების გაღვივება;
  • ქიმიითა და ბიოლოგიით  დაინტერესებული მოსწავლეების მხარდაჭერისა და წახალისებისათვის;
  • სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება;
  • საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის მოსწავლეთა მომზადების პროგრამის მხარდაჭერა.

ოლიმპიადა ჩატარდება 2 ტურად, შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:

ქიმიის ოლიმპიადა:

  • მე-8 კლასი;
  • მე-9 კლასი;
  • მე-10 კლასი;
  • მე-11 კლასი;
  • მე-12 კლასი.

ბიოლოგიის ოლიმპიადა:

  • მე-8-9 კლასები;
  • მე-10-12 კლასები;

ოლიმპიადის მონაწილე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელიც სწავლობს ასაკობრივი ჯგუფის შესაბამის კლასში და დარეგისტრირდება ოლიმპიადის ვებ-გვერდზე.

ოლიმპიადის ვებ გვერდის მისამართია: www.chemistry.ge/olympiad

მოსწავლეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს უფრო მაღალი კლასის ასაკობრივ ჯგუფში.

ოლიმპიადის დავალებათა თემატიკა შესაბამისობაში იქნება ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და გათვალისწინებული იქნება ჩატარების მომენტისათვის სკოლის პროგრამით განვლილი მასალა. საჭიროების შემთხვევაში ტურის ჩატარებამდე გამოქვეყნდება კონკრეტული პროგრამა თითოეული ასაკობრივი ჯგუფისათვის.

ოლიმპიადის ტესტები და დავალებათა შეფასების სქემები შედგენილი იქნება ორგანიზატორთა მიერ, კონფიდენციალობის დაცვით.

ოლიმპიადა ჩატარდება სასწავლო წლის მეორე სემესტრში (თებერვალი - აპრილი). ზუსტი თარიღი ცალკე გამოცხადდება ოლიმპიადის ვებ გვერდზე.

 

ოლიმპიადა მოიცავს ორ ტურს:

პირველი ტური

პირველი შესარჩევი ტური ტარდება დასწრებულად.

ტურში მონაწილეობისთვის მოსწავლეებმა დადგენილ ვადებში უნდა გაიარონ ოლიმპიადის ვებ გვერდზე წინასწარი რეგისტრაცია.

დავალებები მოიცავს დახურულ და/ან ღია პასუხებიან ამოცანებს.

საგამოცდო ბილეთი ასევე  მოიცავს პასუხების ჩასაწერ სპეციალურ ფანჯრებს, რომელშიც უნდა ჩაიწეროს პასუხები.

ტურის დრო განსაზღვრულია და მოსწავლე ვალდებულია საბოლოო პასუხი დააფიქსიროს დროის ამოწურვამდე. 

გამოცდის დასრულების დრო მითითებული იქნება მიმდინარე ტურის საგამოცდო ბილეთში.

დროის ამოწურვის შემდეგ მიღებული მონაცემები არ გასწორდება.

პირველი ტურის შედეგებს მოსწავლეები მიიღებენ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელფოსტაზე შეტყობინების სახით. დამატებით ინფორმაცია გამოქვეყნდება ოლიმპიადის ვებგვერდზე.

ფინალურ ტურში გამსვლელი ქულა დადგინდება თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში ცალ-ცალკე საერთო შედეგების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე.

ტესტირების დეტალურ ინსტრუქციას მონაწილეები უშუალოდ ტურის დაწყებისას მიიღებენ.

 

მეორე (ფინალური) ტური

ოლიმპიადის ფინალური, მეორე ტური ჩატარდება დასწრებულად.

მონაწილეები მიიღებენ ტესტის ბუკლეტს და პასუხების ფურცლებს, რომლებშიც ამოხსნისა და პასუხების ჩასაწერად ველები ჩარჩოებით იქნება გამოყოფილი.

დამხმარე მასალა (საჭირო ფორმულები და ცხრილები) ჩაბეჭდილი იქნება დავალებების ბუკლეტში, სამუშაო ფურცლებად კი მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, გამოიყენონ სამუშაო ფურცლების უკანა მხარე.

ტესტირების დასრულებისას ნაწერი მოთავსდება სპეციალურ კონვერტში და დაიშიფრება.

ფინალური ტურის ნამუშევრებს სპეციალური ჟიური შეაფასებს.

თითოეული დავალება მინიმუმ ორი გამსწორებლის მიერ გასწორდება.

დავალების განსხვავებულად შეფასების შემთხვევაში საბოლოო შეფასება მოხდება ჟიურის საერთო სხდომაზე.

 

აპელაცია

ოლიმპიადის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოითხოვონ პირველი და მეორე ტურის ტესტირებისას მიღებული შეფასებების გადახედვა.

ტესტირებისას გამოყენებული დავალებები და მათი შეფასების სქემები გამოქვეყნდება ოლიმპიადის ვებ-გვერდზე.

აპელაციის მოთხოვნის საშუალება მონაწილეს შეფასების გაცნობიდან 3 დღის განმავლობაში მიეცემა.

აპელაციის განაცხადი ივსება ონლაინ ოლიმპიადის ვებგვერდზე. დამატებით ინფორმაციას მიიღებენ ელფოსტით.

აპელაციის პროცედურა შეიძლება ჩატარდეს მონაწილის თანდასწრებით, Zoom-ის პლატფორმის გამოყენების საშუალებით.

ფინალური ტურის შედეგების საფუძველზე გამოვლინდება ოლიმპიადის გამარჯვებულები.

 

ოლიმპიადის მონაწილეთა დაჯილდოება

ოლიმპიადის ფინალური ტურის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილის სიგელი.

თითოეულ კლასში რანჟირების სიის პირველ ≈10%-ს გადაეცემა პირველადგილოსნის დიპლომი, შემდეგი ≈20% - დაჯილდოვდება როგორც მეორეადგილოსანი, ხოლო შემდეგი ≈30% - როგორც მესამე ადგილოსანი.

საუკეთესო შედეგის მქონე დამატებით აბსოლუტური გამარჯვებულის დიპლომსაც მიიღებს.

ერთნაირი ქულების შემთხვევაში აბსოლუტური გამარჯვებულის გამოსავლენად გათვალისწინებული იქნება წინა ტურებში დაგროვებული ქულათა ჯამი.

უფროსი ასაკობრივი ჯგუფების (მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) რანჟირებული სიის პირველ 10 წევრს მიეცემა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის მზადების ტრეინინგებში.

მიმდინარე ოლიმპიადის დამატებით საპრიზო ფონდზე ინფორმაცია გამოქეყნდება ცალკე.

 

ოლიმპიადის ტურების ჩატარების ადგილი

ოლიმპადის პირველი ტური ჩატარდება თბილისში, საქართველოს აგრარულ უნივესრიტეტში (240 დ.აღმაშენებლის ხეივანი, თბილსი)

ოლიმპიადის პირველი ტური შესაძლებელია ჩატარდეს დამატებით სხვა ქალაქშიც რეგისტრაციის მონაცემებიდან გამომდინარე.

ოლიმპიაიდის მეორე ტური ჩატარდება თბილისში, საქართველოს აგრარულ უნივესრიტეტში (240 დ.აღმაშენებლის ხეივანი, თბილსი).