ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ნებისმიერ პირს, რომელიც ატარებს საჯარო ან კერძო სკოლის მოსწავლის სტატუსს.

 

- ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად უნდა ვიყო რეგისტრირებული ონლაინ სკოლაში „ზურგჩანთა“?

ოლიმპიადაში  მონაწილეობის მისაღებად სავალდებულო არ არის ონლაინ სკოლში  „ზურგჩანთა“ რეგისტრაცია.

ოლიმპიადაში მონაწილეობა ფასიანია?

ოლიმპიაsდაში მონაწილეობა არის უფასო.

- რომელი ასაკობრივი ჯგუფებისათვის ტარდება ოლიმპიადა?

ოლიმპიადა ქიმიაში ტარდება ოთხ ასაკობრივ ჯგუფში, კერძოდ  მე-8, მე-9, მე-10 და მე-11-12 კლასის სასწავლო პროგრამის მიხედვით, ხოლო ბიოლოგიაში კი ორ ასაკობრივ ჯგუფში, კერძოდ მე-8-9 და მე-10-12 კლასების პრგრამის მიხედვით.

- როგორ უნდა ავირჩიო ასაკობრივი ჯგუფი?

ასაკობრივი ჯგუფი უნდა აირჩიოთ რეგისტრაციის გავლის დროს.

- შემიძლია ავირჩიო სხვა ასაკობრივი ჯგუფი, ვიდრე ამჟამად ვსწავლობ სკოლაში?

დიახ, ასაკობრივი ჯგუფის არჩევანს აკეთებს თავად აპლიკანტი. ქვედა კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ზედა ასაკობრივი ჯგუფის ტურში.

- შემიძლია ავირჩიო რამდენიმე  ასაკობრივი ჯგუფი?

რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფის არჩევა არ არის შესაძლებელი, რადგან ფინალური ტური ტარდება ერთ დღეს ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის.

- როდის და რა ფორმით შევიტყობ ტურის შედეგს?

პირველი ტურში  მიღებულ ქულას შეიტყობთ ტურის ჩატარებიდან მაქსიმუმ 5 დღეში რეგისტრაციის დროს მითეთებულ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებით. გარდა ამისა, შედეგები გამოქვეყნდება ოლიმპიდის ვებგვერდზე,  ხოლო მესამე ტურის შედგები გამოცხადდება დაჯილდოების ცერემონიალზე.

-როგორია ოლიმპიადის საპრიზო ფონდი?

ყოველ ტურზე დგება რანგირების შკალა. მომდევნო ტურზე გადადის მონაწილეთა საერთო რაოდენობის ~60%.

ფინალურ ტურზე საუკეთესო ნაშრომების ~10%-ს ენიჭება პირველი ხარისხის დიპლომი, ~20%-ს მეორე ხარისხის და ~30%-ს მესამე ხარისხის დიპლომი.

- კიდევ რა სახის წახალისებას იღებს ოლიმპიადაში გამარჯვებულები?

ფინალური ტურის საუკეთესო ათეული გაივლის ორკვირიან ტრენინგს  ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურში მონაწილეობისათვის. გარდა ამისა, მიმდინარე ოლიმპიადის სხვა საპრიზო ფონდზე დამატებით ინფორმაციას მიიღებთ ცალკე.