მეცნიერება
20 წევრიანი მაკროციკლური პოლიაზომეთინური ნაერთები |
|
![]() |
აზომეთინური ნაერთები,
იგივე შიფის ფუძეები, წარმოადგენენ კაგრად ცნობილ ნაერთებს.
დღეისათვის ღიაჯაჭვიანი აზომეთინური ნაერთების ფიზიკური,
ქიმიური, ბიოლოგიური, ტექნიკური თვისებები საფუძვლიანად არის
შესწავლილი. აზომეთინები გამოიყენება სხვადასხვა სახის
სამრეწველო და ბიოლოგიური აქტიურობის მქონე ნაერთებად ან
წარმოადგენენ ასეთი ნაერთების ნახევარპროდუქტებს.... |
პირიდონშემცველი ნაერთების სინთეზი და თვისებების შესწავლა |
|
![]() |
პირიდონული საღებრები შეიძლება განხილული იყოს, როგორც ანთრონისა (ან ანთრაცენის) და პირიდონის ფრაგმენტების შერწყმით მიღებული სტრუქტურები (სქემა 1). მიუხედავად იმისა, რომ თვით პირიდონს არ ახასიათებს ფლუორესცენცია, იგი ერთ–ერთ მნიშვნელოვან ფლუოროფორულ ჯგუფად არის მიჩნეული. მისი ჩართვა სხვა კონდენსირებულბირთვიან არომატული ნაერთების სტრუქტურებში ხშირად იწვევს მათთვის ლუმინესცენციის უნარის მინიჭებას. |
ახალი პოლიაზომეთინური საღებრები |
|
![]() |
შესწავლილია 20–წევრიანი მაკროციკლური პოლიაზომეთინური ნაერთების აზოშეუღლების რეაქცია 3–ნიტრო– და 2,4–დინიტროფენილდიაზონიუმის მარილებთან წყლისა და ქლოროფორმის არეში ფაზათშორისი კატალიზის პირობებში მორეაგირე კომპონენტების 1:1–დან 1:20–მდე მოლური თანაფარდობისას. დადგენილია, რომ დიაზო კომპონენტი: აზოკომპონენტი თანაფარდობისას მიიღება მაკროციკლური პოლიაზომეთინის მონოაზონაწარმი, ხოლო 20:1 მოლური თანაფარდობისას კი – ტეტრაკის–აზონაწარმი. ამასანავე დადგენილია, რომ ფაზათშორისი კატალიზის პირობებში (ქლოროფორმის არე) 3–ნირტოფენილდოაზონიუმის ქლორიდი უმოქმედოა მაკროციკლურ პოლიაზომეთინთან. |
მაკროციკლური პოლიაზომეთინური კომპლექსნაერთები |
|
![]() |
აზომეთინური ნაერთები დიდი წარმატებით გამოიყენება კომპლექსური ნაერთების მისაღებად, რომელთაც მრავალი საინტერესო ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური თვისებები გააჩნიათ. ლიტერატურაში აღწერილი მასალიდან ირკვევა, რომ გარდამავალი პერიოდის მეტალებთან მდგრადი კომპლექსების წარმოქმნისათვის ღიაჯაჭვიანი აზომეთინები გარკვეულ აღნაგობას უნდა აკმაყოფილებდნენ. კერძოდ, როგორც "ამინურ", ისე "კარბონილურ" ფრაგმენტში აზომეთინის მიმართ ორთო მდებარეობაში უნდა იყოს ჩანაცვლებული ჰირდოქსილის ჯგუფი. |
ახალი პირიდონშემცველი ფლუორესცენტული მარკერები |
|
![]() |
ფლუორესცენტული მარკერების გამოყენების სფეროთა სიმრავლე და მრავალმხრივობა დღეისათვის პირდაპირ კავშირშია მიკრობიოლოგიისა და ჰისტოლოგიის ურთულეს ამოცანებთან - უჯრედების სტრუქტურის კვლევიდან დაწყებული მათი მოლეკულური შედგენილობის გაშიფვრით დამთავრებული. როგორც ცნობილია, გადასაჭრელი ამოცანის რაობის მიუხედავად, კვლევის წარმატებულობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უხსნადი და მდგრადი საკვლევი ნიმუშების მიღებას, რასაც როგორც წესი, უზრუნველყოფს მარკერსა და ციტოპლაზმის პროტეინის მოლეკულებს შორის კოვალენტური ბმების წარმოქმნა, რაც, თავის მხრივ, ცილის მაკრომოლეკულაში არსებული ფუნქციონალური ჯგუფებისა (SH, OH, NH2 და სხვა) და საღებრის მოლეკულის რეაქციისუნარიანი ჯგუფების (ჩვეულებრივ, -SO2Cl, -NCO, -NCS, -C3N3Cl2 და სხვა) ხარჯზე ხორციელდება.
|