სახე

მოვერცხლისფერო მეტალური

ძირითადი თვისებები

დასახელება, სიმბოლო, ნომერი

ნეპტუნი, Np, 93

წარმოთქმა

ელემენტის კატეგორია

აქტინიდი

ჯგუფი, პერიოდი, ბლოკი

n/a, 7, f

ატომური მასა

(237) გ მოლი-1

ელექტრონული კონფიგურაცია

[Rn] 7s2 6d1 5f4

ელექტრონები ორბიტალებზე

2, 8, 18, 32, 22, 9, 2
(იხ. სურათი)

ფიზიკური თვისებები

აგრეგატული მდგომარეობა

მყარი

სიმკვრივე

20.45 გ სმ-3

სიმკვრივე თხევად მგდომარეობაში (ლღობის ტემპერატურაზე)

- გ სმ-3

ლღობის ტემპერატურა

910 K, 637˚C
1179 ˚F

დუღილის ტემპერატურა

4273 K, 4000 ˚C, 7232 ˚F

კრიტიკული წერტილი

დნობის სითბო

3.2 კჯ მოლი-1

აორთქლების სითბო

336 კჯ მოლი-1

სპეციალური სითბოტევადობა

(25 ˚C)
29.46 კჯმოლი-1
K-1

ორთლის წნევა
P(Pa) 1 10 100 1k 10k 100k
T(K)-ზე 2194 2437

ატომური თვისებები

ჟანგვითი რიცხვები

7, 6, 5, 4, 3

ელექტროუარყოფითობა

1.36 (პოლინგის შკალა)

იონიზაციის ენერგიები

604.5

ატომური რადიუსი

155 pm

კოვანელტური რადიუსი

190 pm

ვან დერ ვაალსის რადიუსი

pm

სხვადასხვა

კრისტალური სტრუქტურა

სამი ფორმა (იხ. ტექტსში)

მაგნიტური მოწესრიგებულობა

პარამაგნიტური

კუთრი ელექტრული წინაღობა

(20˚C) 1.22ნΏ მ

სითბოგამტარობა

(300 K) 6.3 ვტმ-1K-1

სითბოგადაცემა

(25˚C) µm m-1K-1

ბგერის სიჩქარე

(20˚C) მ/წმ

იუნგის მოდული

გპა

შერის მოდული

გპა

ბულკის მოდული

გპა

სიმტკიცე მოსის მიხედვით

CAS-ის რეფისტრაციის ნომერი

7439-99-8

მდგრადი იზოტოპები

იზოტოპი NA ნახევარ-სიცოცხლე DM DE(MeV) DP
235Np სინთ 396.1 d α 5.192 231Pa
ε 0.124 235U
236Np სინთ 1.54×105 y ε 0.940 236U
β 0.940 236Pu
α 5.020 232Pa
237Np სინთ 2.144×106 y SF & α 4.959 233Pa
239Np კვალი 2.356 d β 0.218 239Pu

ნეპტუნი

 

ნეპტუნი (ლათ. Neptunium) წარმოადგენს დ.ი. მენდელეევის პერიოდულობის სისტემის III ჯგუფის ქიმიურ ელემენტს ატომური ნომრით 93, ატომური მასა 237.0482. აღინიშნება სიმბოლოთი Np, მიეკუთვნება აქტინოიდების ოჯახს.

 

 

ისტორია

ნეპტუნი არის ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი აქტინოიდების ოჯახიდან. აღმოჩენილ იქნა ამერიკელი მეცნიერების ე.მ. მაკმილანისა და ფ. ხ. ეიბლსონის მიერ, რომლებმაც დაადგინეს, რომ ურანის იზოტოპი 239U , რომელიც წარმოიქმნება 238U–ის ნეიტრონებით დასხივების დროს, სწრაფად იშლება და გამოასხივებს b–ნაწილაკებს და გარდაიქმნება იმ ელემენტის იზოტოპად, რომლის ატომური ნომერია 93. დასახელება მოდინარეობს პლანეტიდან ნეპტუნი.

სინთეზი განხორციელდა: 238U(n,γ)239U(β−)239Np.

 

 

ფიზიკური და ქიმიური თვისებები

 

ელემენტარული ნეპტუნი არის ჭედადი, შედარებით რბილი მეტალი ვერცხლისფერი ბზინვარებით, სიმკვრივე აქვს დაახლოებით 20გ/სმ3, ლღობის ტემპერატურა – 640°C. ცნობილია ნეპტუნის სამი მოდიფიკაცია: a-Np (რომბული მესერი a = 0.473ნმ, b = 0.490 ნმ და с = 0,367 ნმ), b-Np (ტეტრაგონალური მესერი а= 0.490 ნმ და с = 0.339 ნმ) და g-Np (მოცულობა ცენტრირებული კუბური მესერი a = 0.353 ნმ). გარდამავალი ტემპერატურები

a → b 280°С და b→ g 577°С. სიმკვრივე a-Np 20.48კგ/დმ3 (20°С–ზე); t ლღ = 640°С, t დუღ = 3900-4100°С;

 

თავისი ქიმიური თვისებებით ის ემსგავსება ურანსა და პლუტონიუმს. ნაერთებში აქვს ჟანგვის ხარისხი +2 და +7. წყალხსნარებში შედარებით სტაბილური ჟანგვის ხარისხია +5. ხსნარებში ნეპტუნი წარმოიმნის იონებს Np3+, Np4+, NpO2+ (შედარებით სტაბილური), NpO22+ და NpO53-. ნეპტუნის იონებიმიდრეკილნი არიან ჰიდროლიზისკენ და კომპლექსწარმოქმნისაკენ.

ოტახის ტემპერატურაზე ნეპტუნი სუსტად ურთიერტქმედებს ჟანგბადტან და აზოტთან, წვრილდისპერსიულ ნეპტუნს შეუძლია თვითაალება. წარმოქმნიოს ნალღობს U, Рu და სხვა მეტალებთან. 237Np გამოიყენება 238 Рu–ის მისაღებად.

 

იზოტოპები

ნეპტუნს სტაბილური იზოტოპები არ გააჩნია. ცნობილია 15 იზოტოპი მასური რიცხვით 227 – 241. შედარებით ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანი იზოტოპია 237Nр (Т1/2 2.14.106 წელი , a-გამომსხივებელი), ის არის წარმომშობი მეოთხე რადიოაქტიური რიგის. ბუნებაში გვხვდება ურანის საბადოებში უმნიშვნელო რაოდენობით. წარმოიქმნება ურანის ბირთვიდან კოსმიური ნეიტრონების გამოსხივების და 238U–ის ნეიტრონების სპონტანური დაშლის შედეგად. ის ავლენს ჟანგვის ხარისხს: +3, +4, +5 (შედარებით სტაბილური), +6, +7.

 

დასახელების წარმოშობა

ნეპტუნის დასახელება წარმოიშვა პლანეტა ნეპტუნის დასახელებიდან.

 

ბუნებაში გავრცელება

ნეპტუნის ბუნებრივ წყაროებს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ გააჩნიათ. ამჟამად ნეპტუნს გამოწვილავენ ურანის ხანგრძლივი დასხივების პროდუქტებიდან ბირთვულ რეაქტორებში, როგორც თანაური პროდუქტი პლუტონიუმის გამოყოფის დროს.

 

მიღება

ნეპტუნს ღებულობენ ნეპტუნის ფთორიდის აღდგენით ბარიუმის ორთქლით 1600 К-ზე.

NpF4 + 2Ba = Np + 2BaF2

 

გამოყენება

გამოიყენება პლუტონიუმის მისაღებად

 

 

ფიზიოლოგიური ზემოქმედება

ნეპტუნი რადიოაქტიური დაშლისას ასხივებს მაღალენერგეტიკულ a-ნაწილაკებს და საშუალო ენერგიის b-ნაწილაკებს. ნეპტუნის ფიზიოლოგიური ზემოქმედება დამოკიდებულია მის ვალენტურ მდგომარეობაზე და ორგანიზმში მოხვედრის გზებზე. 60 – 80% ნეპტუნის ინახება ძვლებში, ხოლო რადიობიოლოგიური პერიოდი ნეპტუნის ორგანიზმიდან ნახევარგამოსადევნად შეადგენს 200 წელს. ამას მივყავართ ძვლის ქსოვილის სერიოზულ რადიაციულ დაზიანებამდე.

რადიოაქტიურობა ნეპტუნის უფრო დაბალია ვიდრე პლუტონიუმის, ნაკლები კუთრი აქტიურობის გამო.

ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია ნეპტუნის იზოტოპებისა ორგანიზმში: 237Np – 0.06მკკიური (100მკგ), 238Np, 239Np – 25 მკკიური (10−4 მკგ).

237Np-თვის ზდკ სამუშაო ნაგებობების ჰაერში 2.6×10−3 Bq/მ³.

 

 

მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით