სახე

მეტალური ყვითელი

ძირითადი თვისებები

დასახელება, სიმბოლო, ნომერი

ოქრო, Au, 79

წარმოთქმა

ელემენტის კატეგორია

გარდამავალი მეტალი

ჯგუფი, პერიოდი, ბლოკი

11, 6, d

ატომური მასა

196.966569 გ მოლი-1

ელექტრონული კონფიგურაცია

[Xe] 4f14 5d10 6s1

ელექტრონები ორბიტალებზე

2, 8, 18, 32, 18, 1
(იხ. სურათი)

ფიზიკური თვისებები

აგრეგატული მდგომარეობა

მყარი

სიმკვრივე

19.30 გ სმ-3

სიმკვრივე თხევად მგდომარეობაში (ლღობის ტემპერატურაზე)

17.31 გ სმ-3

ლღობის ტემპერატურა

1337.33 K, 1064.18 ˚C
1947.52 ˚F

დუღილის ტემპერატურა

3129 K, 2856 ˚C, 5173 ˚F

კრიტიკული წერტილი

დნობის სითბო

12.55 კჯ მოლი-1

აორთქლების სითბო

324 კჯ მოლი-1

სპეციალური სითბოტევადობა

(25 ˚C)
25.418 კჯმოლი-1
K-1

ორთლის წნევა
P(Pa) 1 10 100 1k 10k 100k
T(K)-ზე 1646 1814 2021 2281 2620 3078

ატომური თვისებები

ჟანგვითი რიცხვები

-1, 1, 2, 3, 4, 5

ელექტროუარყოფითობა

2.54 (პოლინგის შკალა)

იონიზაციის ენერგიები

I: 890.1 კჯმოლი–1
II: 1980 კჯმოლი–1

ატომური რადიუსი

144 pm

კოვანელტური რადიუსი

136 pm

ვან დერ ვაალსის რადიუსი

166pm

სხვადასხვა

კრისტალური სტრუქტურა

მესერისებრი კუბურ ცენტრირებული

მაგნიტური მოწესრიგებულობა

დიამაგნიტური

კუთრი ელექტრული წინაღობა

(20˚C) 22.14 ნΏ მ

სითბოგამტარობა

(300 K) 318 ვტმ-1K-1

სითბოგადაცემა

(25˚C) 14.2 µm m-1K-1

ბგერის სიჩქარე

(20˚C) 2030 მ/წმ

იუნგის მოდული

79 გპა

შერის მოდული

27 გპა

ბულკის მოდული

180 გპა

სიმტკიცე მოსის მიხედვით

2.5

CAS-ის რეფისტრაციის ნომერი

7440-57-5

მდგრადი იზოტოპები

იზოტოპი NA ნახევარ-სიცოცხლე DM DE(MeV) DP
195Au სინთ 186.10 d ε 0.227 195Pt
196Au სინთ 6.183 d ε 1.506 196Pt
β 0.686 196Hg
197Au 100% 197Au is სტაბილურია 118 ნეიტრონით
198Au სინთ 2.69517 d β 1.372 198Hg
199Au სინთ 3.169 d β 0.453 199Hg

ოქრო

ოქრო - ქიმიური ელემენტი, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Au (ლათ. Aurum, "აურორა" - დილის აისი) და მისი ატომური ნომერია 79. იგი რბილი და ძლიერპლასტიკური, მბზინვარე ლითონური ყვითელი ფერის ლითონია; იმყოფება ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეთერთმეტე ჯგუფში.

ოქრო ძვირფასი ლითონია და გამოიყენება მონეტების, საიუვილერო ნაწარმის და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშების დასამზადებლად ხელნაწერი ისტორიის დასაწყისიდანვე. ოქრო გვხვდება თვითნაბადი სახით ქვებსა და ალუვიონებში. წმინდა ოქროს კაშკაშა ყვითელი ფერი და ელვარება აქვს და ტრადიციულად ითვლება მომხიბვლელად, რასაც იგი აღწევს კოროზიისადმი მდგრადობით ჰაერსა თუ წყალში. ოქრო მიჩნეულია სიმდიდრის სიმბოლოდ და დაგროვების ობიექტია. იგი საყოველთაო ეკვივალენტის ფუნქციასაც ასრულებს. როგორც ფულად საქონელს მასაც გააჩნია საუკეთესო ფიზიკური და ქიმიური თვისებები: ერთგვაროვნება, გაყოფადობა, პორტატიულობა (მცირე მასა და მოცულობა და დიდი ღირებულება) და სხვ. ოქროს სტანდარტები განსაზღვრავს მონეტარული პოლიტიკის საფუძვლებს. ოქროს მრავალგვარი სიმბოლური და იდეოლოგიური დატვირთვაც აქვს.

თვითნაბადი ოქრო

 

თვითნაბადი ოქრო კვარცის ნაწიკალებზე

2009 წლის მონაცემებით სულ 165 000 ტონა ოქრო იქნა დაფლული კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, უხეშად რომ ვთქვათ, 5.3 მილიარდი ტროას უნციის ექვივალენტი ან, მოცულობის თვალსაზრისით, დაახლოებით 8 500 კუბური მეტრი.

თუმცა ოქრო პირველადად გამოიყენება დაგროვების ობიექტად, მაგრამ მან პოვა მრავალი ინდუსტრიული დანიშნულებაც: სტომატოლოგიასა და ელექტრობაში. ოქრომ ამას მიაღწია თავისი მდგრადობით ოქსიდური კოროზიისადმი და შესანიშნავი ელექტროგამტარობით.

ქიმიური თვალსაზრისით ოქრო გარდამავალი ლითონია, რომელიც ამჟღავნებს სხვადასხვა ვალენტობას განსხვავებულ სიტუაციებში. სუფთა ოქრო ნაკლებად რეაქტიურია, თუმცა რეაქციაში შედის სამეფო არაყთან (მჟავების კომბინაცია), მაგრამ არა ცალკეულ მჟავებთან ან ციანიდის სხვადასხვა ტუტეებთან. ოქრო იხსნება ვერცხლისწყალში და წარმოქმნის ამალგამას ფენებს, თუმცა მასთან რეაქციაში არ შედის. ოქრო მდგრადია ასევე აზოტმჟავის მიმართ, რომელიც შლის ვერცხლსა და სხვა ძირითად ლითონებს. აზოტმჟავა გამოიყენება ნივთებში ოქროს არსებობის დასადასტურებლად, საიდანაც წარმოშობილია სასაუბრო ტერმინი "მჟავური ტესტი".

 

 

 

 

ფიზიკური თვისებები

სუფთა ოქრო - ყვითელი ფერის რბილი ლითონია. მოწითალო ელფერი ოქროს ზოგ ნაკეთობას აძლევს, (მაგალითად, მონეტებს) სხვა ლითონების შერევა, კერძოდ კი სპილეძის. ოქროს თხელი ფირი, ფურცელი შუქის გავლისას მწვანე ფერისაა. ოქროს გააჩნია ძალიან მაღალი თბოგამტარობა და დაბალი ელექტრო წინააღმდეგობა.

ოქრო–ვერცხლი–სპილენის შენადნობების ფერები

ოქრო - ძალიან მძიმე ლითონია: სუფთა ოქროს სიმკვრივე ტოლია 19621 კგ/მ³ (სუფთა ოქროს ბურთი (სფერო) რომლის დიამეტრია 46 მმ იწონის - 1 კგ). ლიტრიანი ქილა, ავსებული ოქროს ქვიშით იწონის მიახლოებით 16 კგ. მისი სიმძიმე - პლიუსია მისი მოპოვებისას. ყველაზე მარტივი თექნოლოგიური პროცესია, მაგალითად ქანების გამორეცხვა შლუზებზე (შეუძლია ოქროს საკმაოდ მაღალი მოპოვების ხარისხი უზრუნველყოს).

ოქრო ძალიან კარგი ჭედადი და წელვადი ლითონია. 1 გრამი ოქროს ნაჭერიდან შეიძლება მივიღოთ მავთული რომლის სიგრძე იქნება 3 კილომეტრი ან დავამზადოთ კილიტა (ფოლგა), რომელიც 500-ჯერ მწვრილია ვიდრე ადამიანის თმის ღერი (0.1 მკმ). სწორედ ასეთი თხელი კილიტა უშვებს შუქის სხივს რომელიც მწვანე ფერს აძლევს მას. სუფთა ოქროს სირბილე ისეთი დიდია რომ, მისი გაჩხაპნა ფრჩილითაც შეიძლება. ამიტომაც ოქრომჭედლობაში გამოიყენება მისი სპილენძთან ან ვერცხლთან შენადნობები. ასეთი შენადნობების შემადგენლობა განისაზღვრება სინჯით, რომელიც მიუთითებს 1000 წილ შენადნობში - ოქროს წონითი წილის რიცხვს (ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა). ქიმიურად სუფთა წმინდა ოქროს სინჯია 999,9 — მას ასევე უწოდებენ «ბანკის» ოქროს, რადგან ასეთი ოქროსაგან ამზადებენ ზოდებს.

 

ქიმიური თვისებები

ოქრო - ყველაზე ინერტული ლითონია, რომელიც ლითონთა აქტივობის მწკრივში ყველა ლითონზე მარჯვნივ დგას, ნორმალური პირობების დროს ის არ ურთიერთქმედებს უმრავლეს მჟავეებთან და არ წარმოქმნის ოქსიდებს, რის გამოც ის განეკუთვნება კეთილშობილ ლითონებს, ჩვეულებრივ ლითონებისაგან განსხვავებით, რომლებიც ადვილად იშლებიან გარე სამყაროს ზემოქმედებით. შემდეგ იქნა აღმოჩენილი მისი სამეფო არაყში გახსნის თვისება, რამაც შეარყია მისი ინერტულობის შესახებ დაჯერებულობა.

ოქროს ყველაზე მდგრადი დაჟანგვის ხარისხი შენაერთებში არის +3, ამ დაჟანგვის ხარისხში ის ადვილად წარმოქმნის ერთ მუხტიან ანიონებთან (F−, Cl−. CN−) მდგრად ბრტყელ კვადრატულ კომლექსებს [AuX4]−. ნაერთებში შედარებით მდგრადია ასევე +1 დაჟანგვის ხარისხით, რომელივ იძლევა კომპლექსებს [AuX2]−. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა რომ, +3 - ოქროს ყველაზე მაღალი დასაშვები დაჟანგვის ხარისხია, მაგრამ, კრიპტონის დიფტორიდის გამოყენებით შესაძლებელი გახდა მიღებულიყო ნაერთი Au+5 (AuF5 ფთორიდი, [AuF6]− - კომლექსის მარილი). ოქროს (V) ნაერთები მხოლოდ ფთორთან არის სტაბილური და წარმოადგენენ უძლიერეს დამჟანგავებს.

ოქროს დაჟანგვის ხარისხი +2, ნივთიერებებში სადაც ფორმალურად ის 2-ის ტოლია არ ახასიათებს, ნახევარი ოქრო როგორც წესი დაჟანგულია როგორც +1, ხოლო ნახევარი - როგორც +3, მაგალითად, ოქროს (II) სულფატის AuSO4 სწორი იონური ფორმულა იქნება არა Au2+(SO4)2−, არამედ Au1+Au3+(SO4)22. ეხლახან აღმოჩენილია კომპლექსები სადაც ოქროს დაჟანგვის ხარისხი მაინც +2-ია.

არსებობს ოქროს ნაერთები დაჟანგვის ხარისხით −1. მაგალითად CsAu (ცეზიუმის აურიდი) Na3Au (ნატრიუმის აურიდი). ეს შენაერთები იწოდებიან აურიდებად.

სუფთა მჟავეებში ოქრო იხსნება მხოლოდ ცხელ კონცენტრირებულ სელენის მჟავაში:

2Au + 6H2SeO4 = Au2(SeO4)3 + 3H2SeO3 + 3H2O

ოქრო შედარებით ადვილად რეაგირებს ჟანგბადთან და სხვა დამჟანგავებთან კომპლექს წარმომქმნელებთან. ციანიდების წყლის ხსნარებში ჟანგბადთან მიწვდომილობის პირობებში, ოქრო იხსნება, და წარმოქმნის ციანოაურატებს:

220 კგ–იანი ოქროს ბრიკეტი
ჯინგუაშის ოქროს მუზეუმი
ტაივანი

4Au + 8CN + 2H2O + O2 → 4[Au(CN)2] + 4 OH

ციანოაურატები ადვილად ღდგებიან სუფთა ოქრომდე:

2Na[Au(CN)2] + Zn = Na2[Zn(CN)4] + 2Au

ქლორთან რეაქციის შემთხვევაში კომპლექსო წარმომქმნელობის შესაძლებლობა მნივშვნელოვნად აადვილებს რეაქციის მიმდინარეობას: თუ კი მშრალ ქლორთან ოქრო რეაგირებს ~200 °C ტემპერატურისას, ოქროს (III) ქლორიდის წარმოქმნით, კონცენტრირებული მარილმჟავის და აზოტმჟავის (სამეფო არაყი) ხსნარებში ოქრო იხსნება ქლორაურატ-იონის წარმოქმნით ოთახის ტემპერატურის პირობებში:

2Au + 3Cl2 + 2Cl− → 2[AuCl4]

ოქრო ადვილად რეაგირებს თხევად ბრომთან და მის წყლის და ორგანულ გამხსნელების ხსნარებთან, AuBr3 წარმოქმნით.

ფტორთან ოქრო რეაგირებს ტემპერატურის ინტერვალში 300−400 თარგი:გრადუს ცელსიუსი, უფრო დაბალ ტემპერატურაზე რეაქცია არ მიდის, ხოლო უფრო მაღალ ტემპერატურაზე ოქროს ფტორიდები იშლებიან.

ოქრო ასევე იხსნება ვერცხლისწყალში, და ფაქტიურად წარმოქმნის ადვილად დნობად შენადნობს (ამალგამას).

 

 

მსოფლიოში ყველაზე დიდი ოქროს ზოდი (250 კგ)
 ტოის მუზეუმი, იაპონია

ფიზიოლოგიური ზემოქმედება

ოქროს ზოგიერთი ნაერთი ტოქსიკურია, გროვდებიან თირკმლებში, ღვიძლში, ელენთაში და ჰიპოტალამუსში, რასაც შეუძლია ორგანიზმული დაავადებები გამოიწვიოს, დერმატიტებიც სტომატიტიც და ტრომბოციტოპენიაც. ოქროს ორგანული ნაერთები (პრეპარატები კრიზანოლი და აურანოფინი) გამოიყენება მედიცინაში აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ, კერძოდ კი რევმატოიდური ართრიტის.

ოქროს გეოქიმია

ოქროს შემცველობა დედამიწის ქერქში ძალიან მცირეა - 0.5-5 მკგ/კგ, მაგრამ ადგილმდებარეობა და მონაკვეთები, მკვეთრად გამდიდრებულია ლითონით, საკმაოდ მრავლად. ოქროს წყალიც შეიცავს. 1 ლ ზღვის და მდინარის წყალს მოაქვს დაახლოებით 4×10−9 გ ოქრო, რაც შეესაბამება 4 კილოგრამ ოქროს 1 კუბურ კილომეტრ წყალში.

ოქროს მადნიანი საბადოები წარმოიქმნება უპირატესად გრანიტოიდების განვითარების რაიონებში, მათი მცირე რაოდენობა ასოცირდება ძირითად და ულტრაძირითად ქანებად. ოქრო სამრეწველო კონცენტრაციას წარმოქმნის პოსტმაგმატიკურ, მთავარწილად ჰიდროთერმულ, საბადოებში. ეგზოგენურ პირობებში ნახვადი ოქრო წარმოადგენს ძალიან მდგრად ელემენტს და ადვილად გროვდება. მაგრამ სუბმიკროსკოპული ოქრო, რომელიც შედის სულფიდების შემადგენლობაში, სულფიდების ჟანგვის დროს იძენს ჟანგვის ზონაში მიგრირების შესაძლებლობას. ამის შედეგად ზოგჯერ ოქრო გროვება მეორადი სულფიდურ ზონაში, მაგრამ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია დაკავშირებულია დაჟანგვის ზონის დაგროვებასთან, სადაც ის ასოცირდება რკინისა და მანგანუმის ჰიდროჟანგებთან. ოქროს მიგრაცია სულფიდური საბადოების დაჟანგვის ზონებში, მიმდინარეობს ბრომისტული და იოდისტური ნაერთების მსგავსად იონურ ფორმებში.

ბუნებაში ცნობილია 15 ოქროს შემცველი მინერალი:

ოქროსათვის დამახასიათებელია თვითნაბადი ფორმა. სხვა მის ფორმებს შორის აღნიშვნის ღირსია ელექტრუმი, ოქროსა და ვერცხლის შენადნობი, რომელსაც მომწვანო ელფერი დაჰკრავს და შედარებით ადვილად იშლება წყლით გადატანისას. ქანებში ოქრო ჩვეულებრივ გაბნეულია ატომარულ დონეზე. საბადოებში ის შედის სულფიდების და არსენიდების შემადგენლობაში.

განასხვავებენ ოქროს პირველად საბადოებს, ქვიშრობები, სადაც ის ხვდება მადნეულიანი საბადოების დაშლით და კომპლექსურ მადნიანი საბადოები, სადაც ოქროს მიიღებენ როგორც თანმიმავალ კომპონენტს.

ოქროს მოპოვება

ადამიანი ოქროს უხსოვარი დროიდან მოიპოვებს. ოქროს უკვე კაცობრიობა V ს. ჩ.წ.ა. ნეოლითის ხანაში გამოიყენებდა, თვითნაბადი ოქროს გავრცელების წყალობით. არქეოლოგების ვარაუდით ოქროს სისტემური მოპოვება დაიწყეს ახლო აღმოსავლეთში, საიდანაც ოქროს სამკაულები მიეწოდებოდა, კერძოდ, ეგვიპტეს. სწორედ ეგვიპტეში დედოფალი ზერისა და ერთერთი დედოფლის პუ-აბი ურის (შუმერების ცივილიზაცია) სამაროვნებში ნაპოვნი იქნა ყველაზე ადრეული პირველი ოქროს სამკაულები, დათარიღებული III ათ. წ. ჩ.წ.ა.

კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში მოპოვებულ იქნა დაახლოებით 140 ათასი ტ. ოქრო (ეს ოქრო ერთად რომ შეგვედნო მივიღებდით კუბს რომლის გვერდის სიგრძე იქნებოდა 19 მ).

2007 წ. მოპოვებულ იქნა 2,38 ათასი ტ. ოქრო, 2008 წ. - 2,33 ათასი ტ.

მოპოვების ლიდერები არიან.

მსოფლიოს გამოკვლეული ოქროს მარაგი შეფასებულია 100 ათას ტ.

2009 წ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ (სარ) დატოვა ლიდერთა სამეული ოქროს მოპოვებაში. პირველი ადგილი კი როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ჩინეთს უჭირავს (314 ტ), შემდეგ მოდის ავსტრალია (227 ტ) და აშშ (216 ტ).

 

მიღება

ოქროს მოპოვებისას გამოიყენება მისი როგორც ქიმიური ასევე ფიზიკური თვისებები: ბუნებაში თვითნაბად მდგომარეობაში არსებობა, მხოლოდ რამოდენიმე ნივთიერებასთან (ვერცხლისწყალი, ციანიდები) რეაგირების უნარი. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პირობებში უფრო პოპულარული ხდება მოპოვების ქიმიური ხერხები.

4.5 კგ–იანი ზოდი იქნა ნაპოვნი კალიფორნიაში

 

გამორეცხვა

გამორეცხვის მეთოდი ეფუძნება ოქროს მაღალ სიმკვრივეს, რის გამოც წყლის ჭავლში მინერალები, რომელთა სიმკვრივე ნაკლებია ვიდრე ოქროსი (ასეთი კი დედამიწის ქერქის თითქმის ყველა მინერალია) გამოირეცხებიან და ლითონი კოცენტრირდება მძიმე ფრაქციაში, ქვიშაში რომელიც შედგება მაღალი სიმკვრივის მქონე მინერალებისაგან. მცირე მოცულობით ხელითაცაა შესაძლებელი, გამოსარეცხი ხონჩის მეშვეობით. ეს მეთოდი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა. ამ მეთოდის ფართოდ გამოყენება კოლხეთის სამეფოშიც დადასტურებული და ასახულია ოქროს საწმისის ლეგენდაში, ბერძნები კოლხეთს ოქრომრავალ ქვეყანად მოიხსენიებენ და გამოსარეცხი ხონჩის მაგივრობას აქ ცხვრის ტყავი წევდა. მათ მდინარეებში აწყობდნენ და ოქროს ქვიშა ტყავის ბეწვში ილექებოდა. ეს მეთოდი და ხერხი ეხლაც გამოიყენება პატარა ოქროს ქვიშრობი საბადოებისას, მაგრამ ის ძირითადად გამოიყენება - ოქროს, ალმასის და სხვა ძვირფასი ლითონების საბადოების ძიებისას . გამორეცხვის მეთოდი გამოიყენება მსხვილი ქვიშრობი საბადოების დამუშავებისას, მაგრამ ამ დროს გამოიყენება სპეციალური ტექნიკური საშუალებები: დრაგები და გამოსარეცხი დანადგარები. ბოლოს მიღებული მძიმე ქვიშა, ოქროს გარდა, შეიცავს სხვა მრავალ მკვრივ მინერალებს და ლითონი იქიდან მიიღება, მაგალითად, ამალგაციის გზით.

 

ოქროს მოპოვება 2005 წელს

გამორეცხვის მეთოდით მუშავდება ყველა ოქროს ქვიშრობი საბადოები, შეზღუდულად გამოიყენება ძირეულ საბადოებში. ამისათვის ქანებს ჯერ ამტვრევენ აქუცმაცებენ და შემდეგ ხდება მათი გამორეცხვა. ეს მეთოდი ვერ იქნება გამოყენებული საბადოებში დაფანტული ოქროთი, სადაც ის მტვერივით წვრილია და ცალკე კრისტალად არ გამოიყოფა და ქანების დაქუცმაცებისა და გამორეცხვისას ის წყალს მიჰყვება. სამწუხაროდ გამორეცხვისას იკარგება წვრილი ოქრო, რომელიც ადვილად ჩაირეცხება, ზოგჯერ კი მოზრდილი თვითნაბადი ოქროც კი, რომლის ჰიდრავლიკური მოზრდილობა არ აძლევს შესაძლებლობას დაილექოს უჯრედებში. ამიტომაც აუცილებლად უთვალთვალებენ მსხვილ ნატეხებს რომელიც შეიძლება ოქროც იყოს!

ეს მეთოდი ძალიან იაფია რადგან არ საჭიროებს ძვირადღირებული ქარხნების მშენებლობას. ეკონომიკურად რენტაბელურია ქვიშრობების დამუშავება რომლებშიც ოქროს შემცველობა არის 0.1 გ - 1 კუბურ მეტრ დაქუცმაცებულ ქანებში, რაც ღირებულებაში 2010 წლისათვის შეესაბამება 3$ - 1 კუბური მეტრი ქანისათვის

 

ამალგაცია

ამალგამაციის მეთოდი დაფუძნებულია ვერცხლისწყლის უნარზე შექმნას შენადნობები - ამალგამები სხვადასხვა ლითონებთან, მათ შორის ოქროსთან. ამ მეთოდისას დანამულ დაქუცმაცებულ ქანს ურევდნენ ვერცხლისწყალს და აწარმოებენ ფქვას წისქვილებში. ოქროს ამალგამას (და თანმიმდევარ ლითონებს) მიღებული ხენჯიდან იღებენ გამორეცხვის მეშვეობით, რის შემდეგაც ვერცხლისწყალს აცილებდნენ შეგროვილი ამალგამიდან და გამიყენებოდა მეორედ. ამალგამაციის მეთოდი ცნობილია I საუკუნიდან ჩ.წ.ა., და ყველაზე დიდი გამოყენება ჰპოვა ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში XVI საუკუნის დასაწყისიდან: ეს შესაძლებელი გახდა ესპანეთში არსებული უდიდესი ვერცხლისწყლის საბადოს ალმადენის დამსახერებით. უფრო გვიან გამოიყენებოდა გარე ამალგამაციის მეთოდი, როდესაც დაქუცმაცებული ოქროს შემცველი ქანების გამორეცხვისას უშვებენ გამამდიდრებელ სპილენძის ფურცლებით მოჭედილ და ვერცხლისწყლის თხელი ფენით დაფარულ რაბებში. ამალგამაციის მეთოდი გამოიყენება მხოლოდ ისედ საბადოებში სადაც ოქროს მაღალი შემცველობაა. ეხლა ეს მეთოდი ძალიან იშვიათად გამოიყენება, უმთავრესად აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში არაკანონიური მოპოვებისას.

 

ციანირება

ოქრო იხსნება ციანიდმჟავაში და მის მარილებში, სწორედ ამ თვისებამ ჰპოვა გამოყენება ოქროს მოპოვების მთელ რიგ მეთოდებში რომელსაც მადნის ციანირება ეწოდება.

 

ოქროს (III) ქლორიდის წყალხსნარი

ციანირების მეთოდი დაფუძნებულია ოქროს რეაქციაზე ციანიდებთან ჰაერის ჟანგბადის არსებობის პირობებში: დაქუცმაცებული ოქროს შემცველი ქანები მუშავდება გაზავებული (0.3-0.03 %) ნატრიუმის ციანიდის ხსნარით, ოქრო წარმოქმნილი ნატრიუმის ციანოაურატის ხსნარიდან Na[Au(CN)2] გარს ერტყმის ან თუთიას მტვერი, ან სპეციალურ იონოცვალებად ფისებზე.

ციანირების მეთოდი თავდაპირველად გამოიყენებოდა დიდ ქარხნებში, სადაც ქანები ქუცმაცდებიდა და ციანირება მიმდინარეობდა სპეციალურ როფებში. მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია ახალი მეთოდის გაჩენა - რომელიც შემდეგში მდგომარეობდა: ამზადებენ წყალგაუმტარ მოედანს ფართობს, მასზე ყრიან დაფქვილ მადანს და მას რწყავენ ციანიდების ხსნარებით, რომელიც, მადნის მთელ სისქეზე იჟონება და ხსნის ოქროს. ამის შემდეგ ის შედის სპეციალურ სორბციულ (შთანმთქმელ) კოლონებში, სადაც ოქრო მას გარს ერტყმის ხოლო რეგენერირებული ხსნარი კვლავ უბრუნდება გროვას.

ციანირების მეთოდი შეზღუდულია მადნის მინერალური შემადგენლობით, ის არ გამოიყენება, თუ მადანი დიდი რაოდენობით შეიცავს სულფიდებს ან არსენიდებს, რადგანაც ციანიდები ამ მინერალებთან რეაგირებენ. ამიტომაც ციანიდირებით მუშავდება მცირე სულფიდური მადნები ან მადნები დაჟანგვის ზონიდან, სადაც სულფიდები და არსენიდები დაჟანგულნი არიან ატმოსფერული ჟანგბადით.

სულფიდური მადნებიდან ოქროს ამოღებისათვის გამოიყენება რთული მრავალეტაპური ტექნოლოგიები. საბადოდან მიღებულ ოქროს აქვს ბევრი მინარევები, ამიტომაც მიმდინარეობს მაღალი გაწმენდის სპეციალური პროცესები, რომელიც წარმოებს ოქროს აფინაჟის ქარხნებში.

 

რეგენერაცია

მიმდინარეობს ტუტის 10 %-იანი ხსნარის მოქმედებით ოქროს მარილების ხსნარებზე, აფონაჟური ოქროს დალექვით ცხელი ჰიდროქსიდის ხსნარის ალუმინზე.

გამოყენება

ეხლა მსოფლიოში არსებული ოქრო განაწილებულია შემდეგნაირად: მიახლოებით 10 % - სამრეწველო ნაწარმში, დანარჩენი კი იყოფა დაახლოებით ნახევარ ნახევარზე ცენტრალიზებულ მარაგსა (ძირითადად, სტანდარტული ქიმიურად სუფთა ოქროს ზოდების სახით), და კერძო პირთა საკუთრების კერძოდ კი ზოდებისა და საიუველირო ნაკეთობების სახით.

 

ოქრო, როგორც ინვესტირების ობიექტი

2005 წ. რიკ მუნარიცმა (Rick Munarriz) დასვა კითხვა: სად ეწარმოებინა სარფიანი ინვესტირება - საძიებო სისტემა Google-ში ან ოქროში. იმ დროისათვის ბირჟაზე მათი ღირებულება ერთნაირი იყო. 2008 წ. ბოლოს ვაჭრობა Google-ზე დაიხურა ნიშნულზე 307 დოლარი აქციაზე, ხოლო ოქროზე - 866 დოლარი უნციაზე.

 

ოქროს 1 კგ–იანი ზოდი

ოქრო წარმოადგენს მსოფლიო ფინანსური სისტემის უმნიშვნელოვანეს ელემენტს, რადგანაც ეს ლითონი არ განიცდის კოროზიას, გააჩნია ტექნიკური გამოყენების მრავალი სფერო, ხოლო მისი მარაგი არც ისე დიდია. ოქრო პრაქტიკულად არ დაკარგულა ისტორიული კატაკლიზმების პროცესებში, არამედ გროვდებოდა და მათი გადადნობა ხდებოდა. ეხლა მსოფლიო საბანკო ოქროს რეზერვები შეფასებულია 32 ათას. ტონად (თუ კი ყველას ერთად შევადნობთ, მივიღებთ კუბს რომლის გვერდის სიგრძე იქნება 12 მ).

ბევრი ერები ოქროს თავიდანვე იყენებდნენ როგორც ფულს. ოქროს მონეტა - ყველაზე კარგად შენახული უძველესი ძეგლია. მაგრამ როგორც მონოპოლური ფულადი საქონელი ის განმტკიცდა მხოლოდ XIX საუკუნეში. პირველი მსოფლიო ომის ბოლომდე ყველა მსოფლიო ვალუტა ეფუძნებოდა ოქროს სტანდარტს (პერიოდს 1870 -1914 უწოდებენ «ოქროს საუკუნეს»). ქაღალდის კუპიურა ამ დროს ასრულებდა ოქროს არსებობის მოწმობის როლს. ისინი თავისუფლად იცვლებოდა ოქროზე.

ოქრო მრეწველობაში

თავისი ქიმიური მდგრადობითა და მექანიკური სიმტკიცით ოქრო უთმობს უმეტეს პლატინოიდებს, მაგრამ შეუცვლელია როგორც ელექტრო კონტაქტი. ამიტომაც მიკროელექტრონიკაში ოქროს გამტარები და კონტაქტების ზედაპირის გალვანური დაფარვა, ჩამრთველები დამოიყენება ფართოდ.

ოქრო ბურთვულ კვლევებში გამოიყენება როგორც სამიზნე, სარკეების ზედაპირის დასაფარავად, რომლებიც მუშაობენ შორ ინფრაწითელ დიაპაზონზე, ნეიტრონულ ბომბში როგორც სპეციალური გარსი.

ოქროს რჩილი კარგად აკავშირებს სხვადასხვა ლითონის ზედაპირებს და გამოიყენება ლითინების მირჩილვისათვის. თხელი შუასადები, დამზადებული ოქროს რბილი შენადნობებისაგან, გამოიყენება ზეძლიერ ვაკუუმის ტექნიკაში.

ლითონთა მოოქროვება (ძველად - მხოლოდ ამალგამური მეთოდი, ეხლა კი - უპირატესად გალვანური მეთოდი) ფართოდ გამოიყენება როგორც კოროზიის საწინააღმდეგო დაცვის მეთოდი. მაგრამ არაკეთილშობილი ლითონების მოოქროვებას აქვს არსებითი ნაკლოვანებები (საფარის სირბილე, წერტილოვანი კოროზიის მაღალი პოტენციალი), ის ასევე გავრცელებულია იმიტომაც რომ, ნაკეთობას აქვს ძალიან ძვირფასი «ოქროს» შესახედაობა.

ოქრო დარეგისტრირებულია კვების მრეწველობაში როგორც საკვები დანამატი Е175.

 

ოქრომჭედლობა

ტუტანჰამონის ნიღაბი

ოქროს ტრადიციულ და ყველაზე მსხვილ მომხმარებელს წარმოადგენს საიუველირო მრეწველობა - ოქრომჭედლობა. საიუველირო ნაკეთობანი არ მზადდებიან სუფთა ოქროსაგან, არამედ მის შენადნობებისაგან სხვა ლითონებთან, რომლებსაც მნიშვნელოვნად უპირატესობა აქვთ ოქროზე - მექანიკური სიმტკიცის და მდგრადობის მიხედვით. ეხლა ამისათვის გამოიყენება შენადნობები Au-Ag-Cu, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს თუთიის, ნიკელის, კობალტის, პალადიუმის დანამატები. ასეთი შენადნობების კოროზიისადმი მდგრადობას განსაზღვრავს მასში ოქროს არსებობა, ხოლო ელფერი და მექანიკური თვისებები - ვერცხლისა და სპილენძის შეფარდებით.

ოქრომჭედლობის ნაკეთობათა უმნიშვნელოვანეს მახასიათებელს წარმოადგენს მათი კეთილშობილი ლითონების სინჯი, რომელიც ახასიათებს მასში ოქროს შემცველობას.

 

სტომატოლოგია

ოქროს მნიშვნელოვანი ნაწილი იხმარება სტომატოლოგიაში: სტომატოლოგიური გვირგვინები და კბილის პროთეზები მზადდებიან ოქროსა და ვერცხლის, ნიკელის, სპილენძის, პლატინის, თუთიის შენადნობებზე. ასეთი შენადნობები უთავსებენ კოროზიულ მდგრადობას მაღალ მექანიკურ თვისებებს.

ფარმაკოლოგია

ოქროს ნაერთები შედის რამოდენიმე სამედიცინო პრეპარატის შემადგენლობაში, რომელიც გამოიყენება მთელი რიგი დაავადებების (ტუბერკულოზი) სამკურნალოდ, რევმატოიდული ართრიტი და ა.შ.) რადიოაქტიული ოქრო გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ.

 

ოქროს ღირებულება

1792 წ აშშ იქნა დადგენილი, რომ 1 უნცია ოქროს ღირებულება იქნება 19.3 $. 1834 წ. უკვე უნციაზე იძლეოდნენ 20.67 $, რადგანაც აშშ-ს არ გააჩნდა ოქროს საკმარისი მარაგი, რათა უზრუნველეყო გამოშვებული ფულის მოცულობა სრულად, და ვალუტის კურსი თანდათან იწევდა ქვევით.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დევალვაცია გრძელდებოდა. 1934 წ. 1 უნცია ოქროში იძლეოდნენ 35 $. მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, აშშ ცდილობდა შეენარჩუნებინა ფიქსირებული მიბმა დოლარის ოქროზე, მაგრამ ამან ვერ უშველა სიტუაციას. მაგრამ ომის ზემოქმედებით ოქრო ნელნელა ევროპიდან ამერიკაში გადავიდა, რის გამოც დროებით აღდგა დოლარის ოქროზე მიბმა.

1944 წ. მიღებულ იქნა ბრეტონ-ვუდის შეთანხმება. შემოღებულ იქნა ოქროდევიზური სტანდარტი, რომელიც დაფუძნებული იქნა ოქროზე და ორ ვალუტაზე - აშშ-ს დოლარზე და დიდი ბრიტანეთის ფუნტ სტერლინგზე, რამაც ბოლო მოუღო ოქროს სტანდარტს. ახალი წესებით დოლარი იყო ერთადერთი ვალუტა, რომელიც პირდაპირ იყო მიბმული ოქროზე. აშშ იღებდა ვალდებულებას გადაეცვალა დოლარი ოქროზე საზღვარგარეთის მთავრობებისათვის და ცნტრალურ ბანკებს შეფარდებით 35 $ - 1 ტროისკური უნციაზე. ფაქტიურად ოქრო ძირითადი ვალუტიდან გადაიქცა სარეზერვო ვალუტად.

1960 წ. ბოლოსათვის აშშ-ში მაღალმა ინფლაციამ შეუძლებელი გახადა დოლარის ოქროსთან მიბმა თავდაპირველ დონეზე, სიტუაციას ართულებდა საგარეო სავაჭრო დეფიციტი. ოქროს საბაზრო ფასი გაცილებით უფრო მაღალი გახდა ვიდრე ოფიციალურად დადგენილი. 1971 წ. ოქროს შემცველობა დოლარში შემცირებულ იქნა 38 $-მდე - 1 უნციაზე, ხოლო 1973 წ. – 42.22 $-მდე - 1 უნციაზე. 1971 წ. აშშ პრეზიდენტმა რიჩარდ ნიკსონმა აღნიშნა დოლარის ოქროზე მიბმა, ოფიციალურად ეს ფაქტი დადასტურებულ იქნა მხოლოდ 1976 წ., როდესაც შექმნილ იქნა ეგერთ წოდებული მცურავი კურსების იამაიკური სავალუტო სისტემა. ეს ნიშნავდა იმას რომ დოლარი აწი არ იყო რამით უზრუნველყოფილი გარდა აშშ-ის სავალო ვალდებულებებით.

ამის შემდეგ ოქრო გადაიქცა განსაკუთრებულ საინვესტიციო საქონელად. ინვესტორები მრავალი წლის განმავლობაში ენდობოდნენ მხილოდ ოქროს. 1974 წ. ბოლოს ოქროს ღირებულება გახდა 195 $ - 1 უნციაზე, ხოლო 1978 წ. - 200 $-მდე აიწია 1 უნციაზე. 1980 год წ. მისის ფასი რეკორდული გახდა - 850 $ - უნციაზე (2000 - 2008 წ. ფასებით), რის შემდეგ დაიწყო ფასების კლება. 1987 წ. ბოლოს გახდა 500 $ უნციაზე. ყველაზე ჩქარი ფასდაკლება მოხდა 1996—1999 წწ., როდესაც ფასი ოქროზე შემცირდა 420 დან 260 $-მდე უნციაზე.

მაინც ფასის კლება შეწყდა და ნელნელა კვლავ მაღლა იწევს, რაც გამოწვეულია 1999 წ. წამყვან ცენტრალურ ბანკებს შორის დადებული შეთანხმების გამო, რითაც შეზღუდეს ოქროს გაყიდვა 1999 წ. 2006 წ. ბოლოს უნცია ოქროს ფასი გახდა 620 $, ხოლო 2007 წ. ბოლოსთვის მიახლოებით 800 $. 2008 წ. ოქროს ფასმა გადალახა 1000 დოლარიანი ზღვარი უნციაზე. მიუხედავათ ყველაფრისა ოქროს ფასმა არ აიწია 80-იანი წლების პიკივით - 2000$. 2009 წ. ოქტომბრისათვის ოქროს ფასი მერყეობდა 1060 $ - 1070 $ 1 უნციაზე.

ოქრო ინვესტირებისათვის გამოდის რამოდენიმე ფორმით - ოქროს ზოდები, ოქროს მონეტები, ოქროს ქვიშა.

საინვესტიციო მონეტები წარმოადგენს ინვესტირების საუკეთესო საშუალებას. 1 გრამი ოქროს ფასი მონეტებში უფრო მაღალია ვიდრე 1 გრამი ოქროსი ზოდებში. E-bay აუკციონისაგან განსხვავებით, სადაც ღირებულება ზუსტად ეთანაბრება მსოფლიო ფასებს. ოქროს მონეტები ჭედურობით Uncirculated (საინვესტიციო მონეტების ჭედურობის სახელწოდება) შეიძლება ღირდეს 20-30 % უფრო ძვირი 50 ან 100 გრამიანი ზოდების ოქრო, მიუხედავათ იმისა რომ ოქროს ზოდების ყიდვისას იხდიან დღგ-ს და ბანკის პორცენტებს (მიახლოებით 2 % ბინკის მიერ ოქროს შესყიდვაზე და 2 % მის გაყიდვაზე, ანუ ჯამში სულ მიახლოებით 4 % დღგ-ს გარდა).

ამას გარდა ოქროს ფასების დინამიკა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ინდიკატორს, რომლითაც შეიძლება შეფასდეს ინვესტორების რისკისაკენ მიდრეკილება. ხშირად შესაძლებელია დავაკვირდეთ რომ, ოქროს ფასი და საფონდო ინდექსები მოძრაობენ საწინააღმდეგო ფაზებში, რადგანაც ინვესტორები არამდგრადი ეკონომიკური სიტუაციის პერიოდში უპირატესობას ანიჭებენ კონსერვატიულ აქტივებს, რომლებიც დაცულნი არიან მთლიანი გაუფასურებისაგან. და პირუკუ, ოქროს კატიროვკა განიცდის კლებას.

 

მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით