სახე

მოვერცხლისფერო რუხი მბრწყინავი

ძირითადი თვისებები

დასახელება, სიმბოლო, ნომერი

სტიბიუმი,Sb, 51

წარმოთქმა

ელემენტის კატეგორია

მეტალოიდი

ჯგუფი, პერიოდი, ბლოკი

15,5, p

ატომური მასა

121.760 გ მოლი-1

ელექტრონული კონფიგურაცია

[Kr] 4d10 5s2 5p3

ელექტრონები ორბიტალებზე

2, 8, 18, 18, 5
(იხ. სურათი)

ფიზიკური თვისებები

აგრეგატული მდგომარეობა

მყარი

სიმკვრივე

6.697 გ სმ-3

სიმკვრივე თხევად მგდომარეობაში (ლღობის ტემპერატურაზე)

5.53 გ სმ-3

ლღობის ტემპერატურა

903.78 K, 630.63˚C
1167.13 ˚F

დუღილის ტემპერატურა

1860 K, 1587 ˚C, 2889 ˚F

კრიტიკული წერტილი

დნობის სითბო

19.79 კჯ მოლი-1

აორთქლების სითბო

193.43 კჯ მოლი-1

სპეციალური სითბოტევადობა

(25 ˚C)
25.23 კჯმოლი-1
K-1

ორთლის წნევა
P(Pa) 1 10 100 1k 10k 100k
T(K)-ზე 807 876 1011 1219 1491 1858

ატომური თვისებები

ჟანგვითი რიცხვები

5, 3, -3

ელექტროუარყოფითობა

2.05 (პოლინგის შკალა)

იონიზაციის ენერგიები

I: 834 kJ·mol-1
II: 1594.9 kJ·mol−1
III: 2440 kJ·mol−1

ატომური რადიუსი

140 pm

კოვანელტური რადიუსი

139 pm

ვან დერ ვაალსის რადიუსი

206pm

სხვადასხვა

კრისტალური სტრუქტურა

სამკუთხა

მაგნიტური მოწესრიგებულობა

დიამაგნიტური

კუთრი ელექტრული წინაღობა

(20˚C) 417ნΏ მ

სითბოგამტარობა

(300 K) 24.4 ვტმ-1K-1

სითბოგადაცემა

(25˚C) 11 µm m-1K-1

ბგერის სიჩქარე

(20˚C) 3420მ/წმ

იუნგის მოდული

55 გპა

შერის მოდული

20 გპა

ბულკის მოდული

542 გპა

სიმტკიცე მოსის მიხედვით

3

CAS-ის რეფისტრაციის ნომერი

7440-36-0

მდგრადი იზოტოპები

იზოტოპი NA ნახევარ-სიცოცხლე DM DE(MeV) DP
121Sb 57.36% 121Sb სტაბილურია 70 ნეოტრონით
123Sb 42.64% 123Sb სტაბილურია 72 ნეოტრონით
125Sb სინთ 2.7582 y β 0.767 125Te

სტიბიუმი

 

სტიბიუმის ერთ-ერთი ალქიმიური გამოსახვა

სტიბიუმი – (ლათ. Stibium) აღინიშნება სიმბოლოთი Sb, მენდელეევის პერიოდული სისტემის მე-15 ჯგუფის ელემენტი. ატომური ნომერი 51, ატომური წონა 121.75. წარმოქმნის რამდენიმე მოდიფიკაციას. მარტივი ნივთიერება ანტიმონიუმი (სტიბიუმი) (CAS - ნომერი: 7440-36-0) - მეტალი (ნახევრადმეტალი) მოვერცხლისფო-თეთრი ფერის მოლურჯო ელფერით, უხეშმარცვლოვანი აღნაგობის. ჩვეულებრივ სტიბიუმი წარმოადგენს მოლურჯო – თეთრ კრისტალებს; ჰაერზე არ იცვლება. ცნობილია სტიბიუმის ოთხი მეტალური ალოტროპიული მოდიფიკაცია, რომელიც არსებობს სხვადასხვა წნევის დროს და სამი ამორფული მოდიფიკაცია (ფეთქებადი, შავი და ყვითელი ბისმუტი).

 

დასახელების წარმოშობა

შესაძლოა ბერძნული ἀντί + μόνος (anti monos)–დან, რაც მიახლოებით ნიშნავს მარტოობის საწინააღმდეგოს, რადგანაც სჯეროდათ, რომ ის ბუნებაში არასდროს არსებობდა სუფთა სახით, ან ἀντί + μοναχός (anti monachos)–დან, რაც ნიშნავს ბერის მკვლელს, რადგანაც ბევრი ალქიმიკოსი ბერი იყო და ანთიმონი კი შხამიანია. შესაძლოა ასევე წარმოიშვა ძველეგვიპტური ანთოს ამონისგან (გამოთქმა), რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც „ღვთაება ამონის ყვავილი“.

ელემენტის სიმბოლო Sb ლათინური stibium-დანაა, რომელიც მომდინარეობს ბერძნული στίμμι (stimmi; გენიტივში: στίμμεος or στίμμιδος)–დან, რომელიც შესაძლოა ნასესხებია ეგვიპტურიდან ან არაბულიდან.

 

ისტორია

სტიბიუმი ცნობილია უძველესი დროიდან. სტიბიუმს იყენებდნენ ჩვ. წ. აღ. 3000 წლის წინათ. ელემენტის ლათინური დასახელება დაკავშირებულია მინერალთან ”სტიბი”, რომლისგანაც ძველ საბერძნეთში ღებულობდნენ სტიბიუმს . ძველ ეგვიპტეში უკვე ჩვ. წ. აღ. მე-19 საუკუნეში ფხვნილი ბისმუტის კაშკაშა (ბუნებრივი Sb2S3) დასახელებით mesten ან stem გამოიყენება წამწამების გასამუქებლად. ძველ საბერძნეთში ის იყო ცნობილი, როგორც stími და stíbi. აქედან წარმოიშვა ლათინური stibium. დაახლოებით 12-14 სს. წარმოიშვა დასახელება antimonium. 1789 წელს ა. ლავუაზიემ სტიბიუმი ჩართო ქიმიური ელემენტების სიაში დასახელებით antimoine (თანამედროვე ინგლისური antimony, ესპანური და იტალიური antimonio, ფრანგული Antimoine, გერმანული Antimon). რუსული ”სტიბიუმი” მოდის თურქულიდან ”surme ” - წამწამების გასაშავებელი (წამწამების გასაშავებელი ფხვნილი მზადდებოდა მინერალიდან სტიბიუმის კაშკაშა). სხვა თეორიის მიხედვით, სპარსულიდან ”სურმე” - მეტალი. მე-15 საუკუნეში ბერმა ვასილი ვალენტინმა აღწერა სტიბიუმის მიღების პროცესი ტყვიის შენადნობიდან ტიპოგრაფიული შრიფტის გადმოსხმისათვის (отливки). ბუნებრივ გოგირდიან სტიბიუმს (сернистую сурьму) მან უწოდა სტიბიუმიანი მინა. შუა საუკუნეებში იყენებდნენ სტიბიუმის პრეპარატებს სამედიცინო მიზნებისათვის, ძირითადად ღებინების გამოსაწვევად: სტიბიუმის აბები, ღვინო, დაყოვნებული ბისმუტის თასში (ამ დროს წარმოიქმნება ”პირსასაქმნებელი ქვა” K[C4H2O6Sb (OH)2]•1/2H2O).

 

ადგილმდებარეობა

სტიბიუმის წარმოშობის ადგილები ცნობილია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ალჟირში, სომხეთში, ტაჯიკისტანში, ბულგარეთში, იაკუტიაში, ფინლანდიაში, ჩინეთში, ყირგიზეთში.

 

 

იზოტოპები

 

ბუნებრივი სტიბიუმი წარმოადგენს ორი იზოტოპის ნარევს: 121Sb (იზოტოპური გავრცელებადობა 57.36%) და 123Sb (42.64 %). ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური იზოტოპებიდან მნიშვნელოვანია - 122Sb ნახევარდაშლის პერიოდით 2.8 დღე, 124Sb ნახევარდაშლის პერიოდით 60.2 დღე და 123Sb ნახევარდაშლის პერიოდით 2 წელი. ერთადერთი ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანი რადიონუკლიდია - 125Sb ნახევარდაშლის პერიოდით 2.76 წელი, ხოლო სტიბიუმის ყველა დანარჩენი იზოტოპისა და იზომერის ნახევარდაშლის პერიოდი არ აღემატება ორ თვეს.

 

მიღება

სტიბიუმს ღებულობენ სტიბიუმის სულფიდის Sb2S3 შელღობით რკინასთან:

Sb2S3+3Fe = 2Sb+3FeS

სულფიდის დაწვითა და შემდგომ მიღებული ოქსიდის ნახშირით აღდგენით.

Sb2S3+5O2 = Sb2O4+3SO2

Sb2O4+4C = 2Sb+4CO

სუფთა სტიბიუმს (99.9%) ღებულობენ ელექტროლიტური რაფინირებით. სტიბიუმის გამოწვილვა ხდება აგრეთვე ტყვიის კონცენტრატებიდან, რომელიც მიღებულია პოლიმეტალური მადნების დამუშავებისას.

 

სტიბიუმის ბუნებაში გავრცელება

სტიბიუმის საშუალო შემცველობა დედამიწის ქერქში შეადგენს მასით 5•10-3%-ს. მაგმაში და ბიოსფეროში სტიბიუმი გაფანტულია. ცხელი მიწისქვეშა წყლებიდან ის კონცენტრირდება ჰიდროტერმინალურ საბადოებში. ცნობილია საკუთრივ სტიბიუმის საბადოები, ასევე სტიბიუმვერცხლისწყლიანი, სტიბიუმტყვიის, სტიბიუმოქროს, სტიბიუმვოლფრამის საბადოები. სტიბიუმის 27 მინერალიდან მთავარი სამრეწველო მნიშვნელობა აქვს ანთიმონიტს (Sb2S3). გოგირდთან მსგავსების წყალობით სტიბიუმი მინარევის სახით ხშირად გვხვდება დარიშხანის, ბისმუტის, ნიკელის, ტყვიის, ვერცხლისწყლის, ვერცხლის, და სხვა ელემენტების სულფიდებში.

 

ფიზიკური თვისებები

სტიბიუმის შავი ალოტოპი

სტიბიუმი - მოვერცხლისფრო-თეთრი მოლურჯო ელფერის მყიფე მეტალი. ნაცრისფერი სტიბიუმი Sb(I) რომბოედრული მესერით ჩვეულებრივ პირობებში მდგრადია. ლღობის ტემპერატურა Tლღ= 630.5°C, დუღილის ტემპერატურა Tლღ= 1634°C. სიმკვრივე 6.69გ/სმ3. 5.5გპა-ის დროს ის გადადის კუბურ მოდიფიკაციაში Sb(II), ხოლო 8.5 გპა წნევის პირობებში ჰექსაგონალურში Sb(III), 28გპა-ზე ზევით - Sb(IV). ნაცრისფერ სტიბიუმს გააჩნია ფენოვანი (слоистую) სტრუქტუტურა, სადაც თითოეული Sb-ის ატომი პირამიდულად დაკავშირებულია სამ მეზობელ, ერთ სიბრტყეზე განლაგებულ სტიბიუმის ატომებთან (ატომთა შორის მანძილია 0.288ნმ) და გააჩნია სამი უახლოესი მეზობელი სხვა შრეზე (ატომთა შორის მანძილია 0.338ნმ).

ბუნებრივი მასიური სტიბიუმი ჟანგვის პროდქტებით

ცნობილია სტიბიუმის სამი ამორფული მოდიფიკაცია. ყვითელი სტიბიუმი წარმოიქმნება ჟანგბადის ზემოქმედებით თხევად სტიბინზე SbH3 და შეიცავს უმნიშვნელო რაოდენობით ქიმიურად დაკავშირებულ წყალბადს. გაცხელების ან დასხივების პირობებში ყვითელი სტიბიუმი გადადის შავ სტიბიუმში (სიმკვრივე 5.3 გ/სმ3), რომლისთვისაც დამახასიათებელია ნახევარგამტარული თვისებები.

SbCl3 ელექტროლიზის დროს, დენის დაბალი სიმკვრივის პირობებში წარმოიქმნება ფეთქებადი სტიბიუმი, რომელიც შეიცავს უმნიშვნელო რაოდენობით ქიმიურად დაკავშირებულ ქლორს (ფეთქდება ხახუნის დროს). შავი სტიბიუმი, უჰაერო არეში 400°C-ზე გაცხელებისას და ფეთქებადი სტიბიუმი ხახუნისას გარდაიქმნებიან მეტალურ ნაცრისფერ სტიბიუმად. მეტალური სტიბიუმი Sb(I) - ნახევარგამტაია. ოთახის ტემპერატურაზე მეტალური სტიბიუმი ძალიან მყიფეა და როდინში ადვილად იფქვება ფხვნილის სახით, 310°C-ზე ზევით პლასტიკურია, ასევე პლასტიკურია მაღალი სისუფთავის სტიბიუმის მონოკრისტალები.

 

ქიმიური თვისებები

ზოგიერთ მეტალებთან სტიბიუმი წარმოქმნის ანთიმონიდებს: კალას SnSb, ნიკელის Ni2Sb3, NiSb, Ni5Sb2 და Ni4Sb. ბისმუტი არ ურთიერთქმედებს მარილმჟავასთან, ფთორწყალბადმჟავასა და გოგირდმჟავასთან.

კონცენტრირებულ აზოტმჟავასთან ურთიერთქმედებისას ის წარმოქმნის ცუდად ხსნად ბისმუტმჟავას HSbO3:

3Sb + 5HNO3 = 3HSbO3 + 5NO + H2O

სტიბიუმის მჟავების ზოგადი ფორმულაა Sb2O5 • nH2O. კონცენტრირებულ H2SO4 -თან სტიბიუმი ურთიერთქმედებს სტიბიუმ (III) სულფატის წარმოქმნით Sb2(SO4)3:

2Sb + 6H2SO4 = Sb2(SO4)3 + 3SO2 + 6H2O

სტიბიუმი მდგრადია ჰაერზე 600 °C. შემდგომი გაცხელებით იჟანგება Sb2O3-მდე.

4Sb + 3O2 = 2Sb2O3

სტიბიუმ (III) ოქსიდს ახასიათებს ამფოტერული თვისებები და ურთუერთქმედებს ტუტესთან და მჟავასთან.

Sb2O3 + 6NaOH + 3H2O = 2Na3[Sb (OH)6]

Sb2O3 + 6HCl = 2SbCl3 + 3H2O

ჟანგბადის არეში Sb2O3-ის გაცხელებით 700 °C-ზე ზევით წარმოიქმნება შემდეგი შემადგენლობის ოქსიდი Sb2O4:

2Sb2O3 + O2 = 2Sb2O4

ეს ოქსიდი ერთდროულად შეიცავს Sb(III) და Sb (V). მის სტრუქტურაში გვერდიგვერდ გაერთიანებულია ოქტაედრული დაჯგუფებები [SbIIIO6 ] და [SbVO6].

სტიბიუმის მჟავების ფრთხილი გაუწყლოებისას წარმოიქმნება სტიბიუმის პენტაოქსიდი Sb2O5.

2HSbO3 = Sb2O5 + H2O

რომელიც ავლენს მჟავა თვისებებს

Sb2O5 + 6NaOH = 2Na3SbO4 + 3H2O

და წარმოადგენს დამჟანგველს

Sb2O5 + 10HCl = 2SbCl3 + 2Cl2 + 5H2O

სტიბიუმის მარილები ადვილად ჰიდროლიზდება. ჰიდროქსომარილების წარმოქმნა იწყება pH 0.5-0.8 არეში Sb(III)-თვის და pH 0.1 Sb(V)-თვის. ჰიდროლიზის პროდუქტის შემადგენლობა დამოკიდებულია თანაფარდობაზე მარილი/წყალი და რეაგენტის შეტანის თანმიმდევრობაზე:

SbCl3 + H2O = SbOCl + 2HCl

4SbCl3 + 5H2O = Sb4O5Cl2 + 10HCl

ფთორთან სტიბიუმი წარმოქმნის პენტაფთორიდს SbF5. მისი ურთიერთქმედებით ფთორწყალბადმჟავასთან HF წარმოიქმნება ძლიერი მჟავა H[SbF6].

სტიბიუმის ფხვნილის შეტანისას ქლორის არეში ის იწვის და წარმოქმნის პენტაქლორიდისა SbCl5 და ტრიქლორიდის SbCl3 ნარევს.

2Sb + 5Cl2 = 2SbCl5,

2Sb + 3Cl2 = 2SbCl3

სტიბიუმი ბრომთან და იოდთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის SbI3 და SbBr3 .

2Sb + 3I2 = 2SbI3

SbBr3 - უფერო კრისტალებია, რომელსაც პრაქტიკული გამოყენება არა აქვს. გვხვდება SbI3 სამი მოდიფიკაცია, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ტრიგონალური. ღებულობენ სტიბიუმის იოდთან დაფქვით.

გოგირდწყალბადმჟავას ზემოქმედებით Sb (III)-ისა და Sb (V)-ის მარილების წყალხსნარებზე წარმოიქმნება მოწიტალო-ნარინჯისფერი სტიბიუმის ტრისულფიდი Sb2S3 ან ნარინჯისფერი პენტასულფიდი Sb2S5, რომლებიც ურთიერთქმედებენ ამონიუმის სულფიდთან (NH4)2S:

Sb2S3 + 3 (NH4)2S = 2 (NH4)3SbS3

Sb2S5 + 3 (NH4)2S = 2 (NH4)3SbS4

წყალბადის ზემოქმედებით Sb -ის მარილებზე გამოიყოფა გაზი სტიბინი SbH3:

SbCl3 + 4Zn + 5HCl = 4ZnCl2 + SbH3 + H2

სტიბინი გაცხელებით იშლება Sb და H2

მიღებულია სტიბიუმის ორგანული ნაერთები, სტიბინის წარმოებულები. მაგალითად, Sb (CH3)3:

2SbCl3 + 3Zn (CH3)2 = 3ZnCl2 + 2Sb (CH3)3

 

ბიოლოგიური როლი და ორგანიზმზე ზემოქმედება

სტიბიუმი მიეკუთვნება მიკროელემენტებს, ადამიანის ორგანიზმში მისი შემცველობა შეადგენს 10–6%-ს მასით. მუდმივად იმყოფება ცოცოხალ ორგანიზმებში, ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური როლი ჯერ არ არის დადგენილი.

სტიბიუმის შემცველობა (100გ მშრალ ნივთიერებაზე) მცენარეებში შეადგენს 0.006მგ-ს, ზღვის ცხოველებში 0.02მგ, ხმელეთის ცხოველებში 0.0006მგ-ს. ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში სტიბიუმი ხვდება სასუნთქი ორგამოებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით. გამოიყოფა ძირითადად ფეკალური მასის სახით, უმნიშვნელო რაოდენობით კი - შარდის.

სტიბიუმი შერჩევით კონცენტრირდება ფარისებურ ჯირკვალში, ღვიძლში და ელენთაში. მისი დაგროვება ფარისებურ ჯირკვალში იწვევს მისი ფუნქციის შეფერხებას და ენდემურ ჩიყვს. თუმცა, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სტიბიუმის ნაერთების მოხვედრა არ იწვევს მოწამვლას, რადგანაც Sb (III)-ის მარილები იქ განიცდის ჰიდროლიზს და წარმოქმნის მცირედხსნად პროდუქტებს. ერითროციტებში უპირატესად გროვდება სტიბიუმი ჟანგვის ხარისხით +3, სისხლის პლაზმაში - ჟანგვის ხარისხით +5. ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია სტიბიუმისა 10-5 - 10-7გ 100გ მშრალ ქსოვილზე. უფრო მაღალი კონცენტრაციის დროს ეს ელემენტი აპასიურებს რიგ ფერმენტებს, ლიპიდური, ნახშირწყლების და ცილის მიმოცვლას (შედეგად შესაძლებელია სულფჰიდრილური ჯგუფების ბლოკირება).

სტიბიუმის და მისი ნაერთები არის შხამიანი. მოწამლვა შესაძლებელია სტიბიუმის შენადნობების წარმოებისას და სტიბიუმის საბადოების კონცენტრატის გამოდნობის დროს. მწვავე მოწამვლის დროს - ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი აპკის, თვალის, ასევე კანის გაღიზიანება. შეიძლება განვიტარდეს დერმატიტი, კონიუქტივიტი და ა.შ. სტიბიუმის მტვერი და ორთქლი იწვევს ცხვირიდან სისხლდენას, პნევმოსკლეროზს, ასევე იწვევს სქესობრივი ფუნქციის დარღვევას, აზიანებს კანს.

 

გამოყენება

სტიბიუმი სულ უფრო მეტად გამოიყენება ნახევარგამტარების წარმოებაში დიოდების, ინფრაწითელი დეტექტორების, მოწყობილობები ჰოლის ეფექტით წარმოების დროს. არის კომპონენტი ტყვიის შენადნობების, რომელიც ზრდის მის სიმაგრეს და მექანიკურ სიმტკიცეს. გამოყენების სფერო მოიცავს:

 

ლინოტიპურ მბეჭდავ მანქანებში გამოყენება

კალასა და სპილენძთან ერთად სტიბიუმი წარმოქმნის მეტალურ შენადნობს - ბაბიტი (ანტიფრიქციული შენადნობი), რომელსაც ახასიათებს ანტიფრიქციული თვისებები და გამოიყენება სრიალის საკისრებში. სტიბიუმი ემატება მეტალებს, რომელიც განკუთვნილია ნატიფი სხმულისათვის.

სტიბიუმის ნაერთები ოქსიდების, სულფიდების, ნატრიუმის ანთიმონატისა და სტიბიუმის ტრიქლორიდის სახით გამოიყენება ცეცხლგამძლე ნაერთების, კერამიკული ემალის, მინის, საღებავების და კერამიკული ნაკეთობების საწარმოებლად. ბისმუტის ტრიოქსიდი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან სტიბიუმის ნაერთს და ძირითადად იყენებენ ცეცხლგამძლე კომპოზიციებში. სტიბიუმის სულფიდი წარმოადგენს ერტ-ერთ ინგრედიენტს ასანთის თავებში.

ბუნებრივი სტიბიუმის სულფიდს, სტიბნიტს, იყენებდნენ ბიბლიურ დროში მედიცინაში და კოსმეტიკაში. სტიბნიტი დღესაც გამოიყენება ზოგიერთ განვითარებად ქვეყნებში, როგორც წამალი.

 

შენადნობების წარმოება

სტიბიუმი - არის შენადნობების კომპონენტი ტყვიისა და კალას საფუძველზე (აკუმულატორის ფირფიტებისათვის, ტიპოგრაფიული შრიფტებისათვის, საკისარებისათვის, ჭურჭლისათვის, დამცავი ეკრენები,იონიზირებული გამოსხივების წყაროებთან მუშაობისათვის).

ელექტრონიკა

სუფთა სტიბიუმს იყენებენ ანთიმონიდების (მაგალითად, ალუმინის, გალიუმის, ინდიუმის; AlSb, GaSb, InSb) ნახევარგამტარული თვისებებით, მისაღებად. შედის რთული სინთეზური პრეპარატების, წამლების შენადგენლობაში. რეზინის წარმოების დროს გამოიყენება სტიბიუმის პენტა სულფიდი Sb2S5.

ბირთვული ენერგია, ბირთვული იარაღი

ბირთვულ ტექნოლოგიებში ძალიან მნიშვნელოვანია ზოგიერთი სტიბიუმის იზოტოპი და ნაწილობრივ ბირთვული იარაღის ტექნოლოგიაში გააჩნია ვერცხლისწყლის პიროანთიმონატს Hg2Sb2O7 (ოქსისტიბატი) შესაბამისი იზოტოპური შემადგენლობით, რომელიც გარკვეულწილად ემსახურებოდა გავრცელებულ ლეგენდას ე.წ. ”წითელ ვერცხლისწყალზე”.

HgO+(H3SbO3+H2O) = Hg2Sb2O7+H2O

ამ ნივთიერების განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის არის ერთგვარი მრავალფუნქციური ბირთვული კატალიზატორი (ნეიტრონების გამრავლების კოეფიციენტია 7-9) და ძალიან მკაცრად უნდა იქნეს გათვალისწინებული ნებისმიერი ქვეყნის მიერ ბირთვული ტერორიზმის საფრთხე.

 

ფასი

ფასი მეტალურ სტიბიუმზე ზოდებში 99% სისუფთავის შეადგენს დაახლოებით 6.5 დოლარი/კგ.

 

 

 

 

მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით