აკადემიკოსი რაფიელ აგლაძე
გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ქართული ელექტროქიმიური სკოლის ფუძემდებლის რაფიელ აგლაძის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში გამოყენებითი ქიმიის მეცნიერული და ტექნოლოგიური საფუძვლების განვითარება და ქვეყნის წიაღისეული ნედლეულის გადამამუშავებელი ქიმიური წარმოებების შექმნა. მისი უშუალო თაოსნობით საქართველოში დაარსდა არაერთი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და უმაღლესი ტექნიკური განათლების კერა.
ქიმიური ტექნოლოგიების დარგში რაფიელ აგლაძის მოღვაწეობამ საერთაშორისო აღიარება ჰპოვა.
წინამდებარე კონფერენცია რიგით მესამეა და მისი ძირითადი თემატიკა განისაზღვრება გამოყენებითი ქიმიის დარგით. რ. აგლაძის ხსოვნას მიეძღვნა საერთაშორისო სიმპოზიუმები (თბილისი, 1991 და 2001).
რ. აგლაძე (ფოტოსესია) | რ. აგლაძის შესახებ იხილეთ ვრცლად >>> |