სქპა | English

 




ინფორმაცია კონფერენციის პოსტერული სესიის მონაწილეთათვის

პოსტერული სესია ჩატარდება ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს, 2011, 13:35-14:20 სთ, ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე სართულის დერეფანში. პოსტერები გამოიფინება სპეციალურად მინიშნებულ - დანომრილ სტენდებზე (სტენდის ნომერი ნახეთ ქვემოთ). პოსტერი უნდა დამზადდეს ზომით:

მაქსიმალური სიგრძე – 1.2 მ, მაქსიმალური სიგანე-1.1მ. (გთხოვთ არ გადააჭარბოთ მითითებულ ზომებს) და გამოიფინოს 18 ოქტომბერს, 17:00 დან 19:00 საათამდე.

პოსტერის გაფორმების წესი:

იმის გათვალისწინებით, რომ კონფერენციას ესწრებიან უცხოელი მეცნიერები, რეკომენდებულია სათაურის, საკვანძო საკითხების (დასკვნები, სურათები, ცხრილები) ასევე ინგლისურ ენაზე წარმოდგენა

პოსტერი უნდა მოიცავდეს შემდეგ აუცილებელ ინფორმაციას:

  • სათაური (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
  • ავტორები (ქართულ და ინგლისურ ენებზე მოპასუხე ავტორის გვარის ხაზგასმით)
  • ავტორის (ავტორების) სამუშაო ადგილი და საკონტაქტო ინფორმაცია (ინგლისურად)
  • მოკლე რეზიუმე

პოსტერზე შესაძლებელია იყოს განთავსებული დამატებით სხვა ინფორმაცია (ცხრილების, სურათების, ნახაზების და ა.შ სახით)

სასარგებლო რჩევები:

პოსტერების ასაწყობად შეიძლება გამოყენებული იქნას, შემდეგი გრაფიკული რედაქტორები: Corel, Photoshop, Power Point, Publisher, MS Word

პოსტერების დიზაინის შესახებ რჩევები შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართზე:

http://www.swarthmore.edu/NatSci/cpurrin1/posteradvice.htm