სიმპოზიუმის მასალების მომზადება
ჩამოტვირთეთ დასაბეჭდი ვერსია: *.DOC | *.PDF
თეზისის შაბლონი – *.DOT
სიმპოზიუმის მასალების შესახებ გამოქვეყნდება თეზისებისა და შრომების კრებული. წარმოდგებილი თეზისი გაფორმებული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად.
მასალების წარმოდგენა შეიძლება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
მანუსკრიპტი ფორმდება A4 ფორმატის თაბახზე.
ქართული შრიფტი – AcadNusx
რუსული და ინგლისური
შრიფტი – Calibra ან Times New Roman
შრიფტის ზომად – 11 პუნქტი,
ინტერვალი – 1.5 პუნქტი.
მანუსკრიპტის საერთო მოცულობა – (1-2 გვერდი).
მინდორი – 30 მმ (მარცხნივ), 25 მმ (მარჯვნივ), 25 მმ (ზევით), 25 მმ (ქვევით)
მანუსკრიპტი უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს:
სათაური
ავტორები
მისამართი
ტექსტი
გამოყენებული ლიტერატურა
სათაური
სათაური უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მოკლე, მაგრამ იმავდროულად ზუსტად უნდა ასახავდეს ნაშრომში დასმულ სამეცნიერო პრობლემას. შრიფტი AcadMtav, ზომა – 14 პუნქტი, მუქი, მოხაზულობა – ჩვეულებრივი.
ავტორები
ავტორები მიეთითება მისი ინიციალისა და გვარის მიხედვით. რამდენიმე ავტორის არსებობის შემთხვევაში ავტორები ერთმანეთისაგან გამოიყოფა მძიმით („ , “), ხოლო კორესპონდენტი ავტორის გვარი მიეთითება ვარსკვლავით („*“).
შრიფტი AcadNusx, ზომა – 12 პუნქტი, მუქი, მოხაზულობა –ჩვეულებრივი.
ნიმუში: ა.გიორგობიანი, ბ. ქავთარაძე*
მისამართი
მისამართი უნდა იყოს ზუსტად მითითებული, რათა როგორც რედაქციამ, ისე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს ავტორთან დაკავშირება. მისამართის მითითებისას მითითებული უნდა იყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საფოსტო მისამართი, დეპარტამენტი, ელ–ფოსტა.
შრიფტი AcadNusx, ზომა – 10 პუნქტი, ჩვეულებრივი, მოხაზულობა – დახრილი.
ნიმუში: ქიმიური ტექნოლოგიის დეპარტამენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 77 კოსტავას ქ., თბილისი, 0175, საქართველო, avtori@gtu.ge.
იმ შემთხვევაში, თუ ავტორები სხვადასხვა ორგანიზაციიდან არიან, უნდა მიეთითოს ყველა ორგანიზაცია იმავე ფორმით, ხოლო თითოეული ავტორის გვარის შემდეგ - შესაბამისი ორგანიზაციის მითითება უნდა მოხდეს ლათინური ანბანის მიხედვით. ასევე უნდა მიეთითოს კორესპონდენტი ავტორის მისამართი ვარსკვლავით.
ნიმუში:
ა.გიორგობიანიa, შ. სამსონიაb, ბ. ქავთარაძეa*
a* ქიმიური ტექნოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დეპარტამენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 77 კოსტავას ქ., თბილისი, 0175, საქართველო, avtori@gtu.ge.
b ქიმიის დეპარტამენტი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 3 ი. ჭავჭავაძის გამზ., თბილისი, საქართველო, avtori_1@tsu.ge
ტექსტი
მიღებული შედეგების წარმოდგენისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას ცხრილები, ნახაზები, დიაგრამები, სურათები და სხვ. ამასთან, დაუშვებელია ერთი და იგივე შედეგის ორი სხვადასხვა ფორმით წარმოდგენა („ინფორმაციული ტავტოლოგია“). ამასთანავე, ძირითადი ტექსტიდან უნდა იყოს მიმართება ცხრილებში, ნახაზებში, დიაგრამებში, სურათებში და სხვ. მოცემულ ყოველ მონაცემზე.
აუცილებელია ცხრილების, ნახაზების, დიაგრამების, სურათების და სხვ. გამჭოლი ნუმერაცია და დასახელება. დასახელება მოკლედ და კონკრეტულად უნდა ასახავდეს მის შინაარსს.
შრიფტი AcadNusx, ზომა – 11 პუნქტი, ჩვეულებრივი, მოხაზულობა –ჩვეულებრივი.
სიმბოლოები
ტექნიკური სახის ტექსტების გაფორმებისას, როგორც წესი, აუცილებლია სხვადასხვა სახის სიმბოლოების გამოყენება. ტექსტში უშუალოდ მითითებული მარტივი სიმბოლოებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს შრიფტი „Symbol“.
ათწილადებში მეათედის ნიშნად გამოიყენება წერტილი „ . “
მათემატიკური ფორმულები
მათემატიკური ფორმულები შესრულებული უნდა იქნას MS Word-ის მათემატიკური ფორმულის რედაქტორის საშუალებით. სიმბოლოების შრიფტი Calibra ან Times New Roman, ზომა - 11 პუნქტი.
ქიმიური ფორმულები
ქიმიური სტრუქტურული ფორმულები და რეაქციის სქემები შესრულებულ უნდა იქნას ქიმიური რეაქციების რედაქტორების ChemSketch ან ISIS Draw-ს საშუალებით. აღნიშნული პროგრამების უფასო ვერსიები შეიძლება ჩამოტვირთული იქნას მათი ოფიციალური ვებ-გვერდებიდან. http://www.acdlabs.com/download/ და www.mdl.com
სტრუქტურული ფორმულების აგებისას გამოყენებულ უნდა იქნას ACS-სტილი, რომელიც მოიცავს:
შრიფტის ზომა - 10 პუნქტი
ბმის სიგრძე - 5.1 მმ
ბმის ტიპი - 0.7 pt
ნახაზები, დიაგრამები
ნახაზები და დიაგრამები უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მცირე ზომის. მათი ნუმერაცია წარმოებს გამჭოლად. ნახაზები და დიაგრამები უნდა იყოს მოთავსებული ჩარჩოში. რეკომენდირებული ზომა არის (70-80)x(70-80) მმ. შეძლებისდაგვარად ყველა ნახაზი უნდა იყოს ერთი და იგივე ზომის, ან როგორც მინიმუმ, ერთი და იგივე სიმაღლის. განსაკუთრებულ შემთხვევებში დასაშვებია (70-160)x(70-200) მმ ზომის ნახაზების გამოყენება. გრაფიკების წირები შესრულებული უნდა იქნას შედარებით უფრო მუქი წრფეების საშუალებით, ვიდრე საკოორდინატო ღერძები. გრაფიკები დიაგრამებზე უნდა დაინომროს არაბული ციფრებით. ასევე დასაშვებია დამატებით სიმბოლოების (●,o, n, ¡, l, ▼, ►, ¨, ¡, ●,) გამოყენება.
ელექტრონულად აგებული გრაფიკები შენახული უნდა იქნას გრაფიკული ფაილის ფორმატში: TIFF, Jpg, PDF მინიმალური რეზოლუციით 300 dpi.
სკანერით ჩაწერილი გრაფიკები მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ხარისხი იქნება ელექტრონულად აგებული გრაფიკების ექვივალენტური.
ცხრილები
როგორც წესი, ცხრილების გამოყენება სამეცნიერო ნაშრომს უფრო ინფორმაციულს ხდის. მაგრამ დაუშვებელია ცხრილებსა და დიაგრამებზე ერთი და იგივე ინფორმაციის მოტანა. ცხრილის ზომა უნდა იყოს მაქსიმალურად მცირე. მისი სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 160 მმ-ს.
ცხრილები უნდა დაინომროს არაბული ციფრებით გამჭოლად. ამასთან თითოეული ცხრილი უნდა დასახელდეს. სვეტების დასახელებები უნდა იყოს რაც შეძლება მოკლე. ინფორმაციის კომპაქტურობისათვის მიზანშეწონილია ცხრილებში სქოლიოების გამოყენება, რომლის აღნიშვნაც წარმოებს ხარისხად ატანილი ლათინური ანბანის ასოებით.
განზომილებები
ფიზიკური სიდიდეების განზომილებებისათვის გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ SI ერთეულები. განზომილების ერთეული მისი რიცხვითი მნიშვნელობიდან გამოიყოფა „ჰარით“.
ნიმუში: 10 °C, 100 კგ.
გამოყენებული ლიტერატურა
სამეცნიერო ნაშრომში აუცილებელია ბიბლიოგრაფიული მონაცემების მითითება მკაცრად დაცული სტილისტიკით. გამოყენებული ლიტერატურის მითითება უნდა მოხდეს მხოლოდ ძირითადი ტექსტის ისეთ ნაწილებში, როგორიცაა „შესავალი“, „შედეგები და მათი განსჯა“ და „ექსპერიმენტული ნაწილი“. დაუშვებელია ლიტერატურის მითითება რეზიუმეში და დასკვნაში. ძირითად ტექსტში ლიტერატურის მითითება როგორც წესი წარმოებს აბზაცის ბოლოს კვადრატული ფრჩხილების გამოყენებით. ნუმერაცია უნდა იყოს გამჭოლი და მზარდი.
ბიბლიოგრაფიის მითითება უნდა მოხდეს გამოყენებული ლიტერატურის ტიპის (სტატია, თეზისი, წიგნი, პატენტი და ა.შ.) მიხედვით, იმ პრინციპით, რომ დაინტერესებულ პირს (ექსპერტი, რეცენზენტი, და ა.შ.) შეეძლოს მისი მარტივად მიწვდომა. ამიტომ პუნქტუაციისა და სტილისტიკის მკაცრი დაცვა აუცილებელია.
ნიმუში:
სტატია:
გვარი ინიციალი. [ინიციალი]., [გვარი] [ინიციალი.] [ინიციალი]. სრული სათაური. ჟურნალის სრული დასახელება ან აბრევიატურა, წელი, ტომი, [ნომერი,] გვ. დასაწყისი–დასასრული.
მაგ.:
1. Xie W., Pu J., MacKerell A.D. Development of a Polarizable Intermolecular Potential Function (PIPF) for Liquid Amides and Alkanes. J. Chem. Theory Comput., 2007, 3, 6, 1878 -1889.
2. kiknaZe n. sainvesticio saqmianobis aqtivacia. saqarTvelos teqnikuri unversitetis Sromebi, 2008, 454, 2, 102-106.
წიგნი:
ცალკეული გვერდების მითითებისას:
გვარი ინიციალი. [ინიციალი]., [გვარი] [ინიციალი.] [ინიციალი]. სრული სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. წელი, [ტომი,] გვ. დასაწისი–დასასრული.
მაგ.: 1. Bruice P. Organic Chemistry. New-York: Pearsonn Education, Inc., 2004, pp 45-123. 2. ჭირაქაძე გ. ორგანული ქიმია. თბილისი: განათლება, ტ. 1, გვ. 12-16.
მთლიანი წიგნის მითითებისას: გვარი ინიციალი. [ინიციალი]., [გვარი] [ინიციალი.] [ინიციალი]. სრული სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. წელი, [ტომი,] გვერდების რაოდენობა გვ. 1. Bruice P. Organic Chemistry. New-York: Pearsonn Education, Inc., 2004, 896 p. 2. ჭირაქაძე გ. ორგანული ქიმია. თბილისი: განათლება, ტ. 1, 216 გვ. პატენტი:
გვარი ინიციალი. [ინიციალი]., [გვარი] [ინიციალი.] [ინიციალი]. სრული სათაური. გამოცემის ადგილი პატენტის ნომერი. გამოქვეყნების თარიღი, განაცხადის ნომერი. განაცხადის შეტანის თარიღი. 1. Cunningham B. T., Li P. Method and instrument for detecting biomolecular interactions. USA Pat . No. 7292336. 6.11.2007. Appl. No.: 11/605,798. Filed: 28.03.2007.
ინფორმაცია გლობალური ქსელი:
ვებ–გვერდის დასახელება. უკანასკნელად იქნა გადამოწმებული – რიცხვი, თვე, წელი.
მაგ.: 1. http://patft.uspto.gov/netacgi/doc.html, უკანასკნელად გადამოწმებულია - 5.03.2007.
ელექტრონული ფორმით ფაილების წარმოდგენა
ხელნაწერი ჩაწერილი უნდა MS Word 97-2007 ფორმატში. ფაილი უნდა დასახელდეს საკორესპონდენტო ავტორის გვარის შესაბამისად. მაგ.: RAZMADZE.DOC ან RAZMADZE.DOCX