კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

 

მოსწავლეთა რესპუბლიკური კონფერენციის "ქიმია ხვალ 2014" საორგანიზაციო კომიტეტი მოხარულია შეგატყობინოთ, რომ აცხადებს კონფერენციაში მონაწილეთა რეგისტრაციას და თეზისების მიღებას.

მოსწავლეთა კონფერენცია "ქიმია ხვალ-2014" ორგანიზებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სკოლის "ქართული სასწავლებელი“ და თბილისის 155-ე  საჯარო სკოლის მიერ და მიზნად ისახავს ქიმიის, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო დისციპლინის პოპულარიზაციას, აღნიშნული დისციპლინით დაინტერესებული მოსწავლე-ახალგაზრდობის გამოვლენას, მოსწავლეთა და მასწავლებელთა მომზადებას საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, მოსწავლეთა ადრეული ასაკიდანვე ჩართულობას სამეცნიერო-კვლევით პროექტებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და უმაღლესი საგანანმანათლებლო დაწესებულებების თუ ცალკეული სამეცნიერო ცენტრების ინტერგრაციისადმი ხელისშეწყობას.

კონფერენცია ჩატარედება 2014 წლის 1 ივნისს  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომლის მისამართია: თბილისი, კოსტავას ქ. 77.

კონფერენცია საშუალებას მოგცემთ ნაყოფიერად და დასამახსოვრებლად გაატაროთ ერთი დღე, გაიცნოთ თქვენი თანატოლები და გაეცნოთ მათ მისწრაფებებს, ვისუბროთ ერთად ქიმიის ხვალინდელი დღის შესახებ.

თეზისების მიღება და რეგისტრაცია წარმოებს 2014 წლის 20 მაისამდე.

რეგისტრაციისა და მასალების მომზადებისათვის გთხოვთ გულდასმით გაეცნოთ ინსტრუქციას.

 

იმედს ვიტოვებთ, რომ იქნებით აქტიურები და არაერთ თქვენგანს ვიხილავთ კონფერენციაზე.

 

პატივისცემით
საორგანიზაციო კომიტეტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

"ქართული სასწავლებელი"

თბილისის 155-ე საჯარო სკოლა

 
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია


ლუდსახარში ზედაზენი


გორის საკონსერვო ქარხანა კულა