კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების დარგობრივი კომისიები "ფარმაკოქიმია" და "ორგანული ქიმია" 2013 წლის 25-26 ნოემბერს ატარებს მეორე სამეცნიერო კონფერენციას თემაზე "ბუნებრივი და სინთეზური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები".
კონფერენცია ორგანიზებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფარმაკოქიმიისა და ორგანული ქიმიის დარგობრივი კომისიების მიერ.
კონფერენციის მიზანია მოსმენილ იქნეს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა სფეროში წარმოებული სამეცნიერო–კვლევითი სამუშაოები; მოხდეს გამოცდილების გაზიარება, მიმდინარე კვლევების კოორდინირება; დაისახოს ფარმაკოქიმიისა და ორგანული ქიმიის სფეროში მიღებული შედეგების გამოყენების პერსპექტივები.
გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა კონფერენციის მუშაობაში და წარმოადგინოთ მოხსენებათა თეზისების ელექტრონული ვერსია 2013 წლის 19 ოქტომბრამდე.
კონფერენციის სამდივნო
ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილება
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
52 რუსთაველის გამზირი, თბილისი, 0108
დოქტორი ზეინაბ წინწკალაძე
ტელ: (995 32) 995480
ელ–ფოსტა: givi.tsintsadze@science.org.ge
პროფესორი თამარ ცინცაძე
ტელ: 599 156 678
დოქტორი ალექსანდრე სხირტლაძე
ტელ: 599 775146