17. მე-17 ჯგუფის ელემენტები

17.1. ჰალოგენები

1. რამდენი იზოტოპი შეესაბამება ფთორსა და იოდს? ახასიათებთ თუ არა მათ არასტაბილური იზოტოპების წარმოქმნა?

2. როგორი კრისტალური აღნაგობა აქვს ჰალოგენებს? როგორი ტიპის ურთიერთქმედების ძალები მოქმედებს მათ მოლეკულებს შორის?

3. როგორი თანაფარდობაა ბმის ენერგიებს შორის Cl2-ისა და F2-ის მოლეკულებში? ახსენით მიზეზი.

4. შეადარეთ ჰალოგენების ჟანგვითი რიცხვები. რატომ აქვთ ცვალებადი ჟანგვითი რიცხვების გამოვლენის უნარი ქლორს, ბრომს და იოდს?

5. რით აიხსნება ფთორის განსაკუთრებული ქიმიური აქტიურობა?

6. რა არის ზოგიერთ მეტალთან ფთორის დაბალი რეაქციისუნარიანობის მიზეზი? რომელია ეს მეტალები?

7. რა არის ფთორწყალბადმჟავაში ზოგიერთი ნაერთის კარგი ხსნადობის მიზეზი? დაასახელეთ ეს ნაერთები.

8. რომელი ჰალოგენწყალბადმჟავა წარმოქმნის მჟავა მარილებს? ახსნით მიზეზი.

9. დაასახელეთ ჰალოგენის ატომის შემცველი წყალბადის პეროქსიდის სტრუქტურული ანალოგი.

10. რით განსხვავდება ერთმანეთისაგან Cl2-ის და F2-ის მოლეკულებში ატომებს შორის დამყარებული ბმები?

11. რომელია ქლორის და ფთორის მიღების სამრეწველო მეთოდები? ახსენით, რატომ გამოიყენება ეს მეთოდები მრეწველობაში ქლორის და ფთორის მისაღებად?

12. რა მოდიფიკაციებს წარმოქმნის ფთორი? რა განსხვავებაა მათ შორის?

13. როგორი სტრუქტურა აქვს ბერილიუმის ფთორიდს, ოქროს ტრიფთორიდსა და ბისმუტის პენტაფთორიდს?

14. რომელი რეაქციაა ცნობილი “ცეცხლოვანი წვიმის” სახელწოდებით? დაახასიათეთ მოკლედ სტიბიუმი.

15. სხვადასხვა სიძლიერის რომელი ორი მჟავა წარმოიქმნება ქლორის გახსნისას წყალში? შეადარეთ ერთმანეთს წყალში ფთორის და ქლორის გახსნის რეაქციები და ახსენით მათ შორის არსებითი განსხვავების მიზეზი.

16. ახსენით მარილმჟავას მჟანგავი და აღმდგენი უნარი. მოიყვანეთ მაგალითები.

17. შეადარეთ ქლორის ჟანგბადიანი მჟავების მდგრადობა და მჟავას სიძლიერე. შეადარეთ მჟავების მდგრადობა შესაბამისი მარილების მდგრადობას და ჟანგვით უნარს.

18. როგორ მიიღება მრეწველობაში ერთ-ერთი ძლიერი კლასიკური მათეთრებელი საშუალება ნატრიუმის ჰიპოქლორიტი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

19. რა პროცესი მიმდინარეობს ნატრიუმის ჰიპოქლორიტის ნახშირბად(IV)-ის ოქსიდთან ურთიერთქმედებისას? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.

20. რომელი ორი განსხვავებული სქემით იშლება ბერთოლეს მარილი? რა პირობებში მიმდინარეობს ეს რეაქციები?

21. როგორ შეიძლება მივიღოთ ქლორის და ფთორის ერთდროულად შემცველი ნაერთები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.

22. რომელი ჰალოგენიდები გამოიყენება ფოტოგრაფიაში? რომელი რეაქციები უდევს საფუძვლად ამ მიზნით მათ გამოყენებას?

23. როგორი სტრუქტურა შეესაბამება მყარ იოდს?

24. შეადარეთ მარტივი ნივთიერებებიდან ჰალოგენწყალბადების წარმოქმნის რეაქციები. როგორ ახსნით ამ პროცესების მიმდინარეობას გიბსის ფუნქციის ცვლილების მიხედვით?

25. რომელი მარილის წყალხსნარში იხსნება ვერცხლის იოდიდი?

26. რა გამოყენება აქვს ფთორს, ქლორს, ბრომს და იოდს და მათ ნაერთებს?

27. რა როლს ასრულებს ფთორი, ქლორი, ბრომი და იოდი ადამიანის ორგანიზმში?

 

s