16. მე-16 ჯგუფის ელემენტები

16.1. ჟანგბადი

1. შეადარეთ ერთმანეთს მე-16 ჯგუფის ელემენტების ქიმიური თვისებები

2. როგორ ღებულობენ ჟანგბადს მრეწველობასა და ლაბორატორიაში?

3. დაწერეთ სხვადასხვა ნივთიერების ჟანგბადში წვის რეაქციების ტოლობები.

4. შეადარეთ პოლისულფიდური და პოლიოქსიდური ჯაჭვების მდგრადობა.

5. განსხვავებულია თუ არა ქალკოგენიდების აგრეგატული მდგომარეობა? რით არის გამოწვეული S, Se, Te, Po რიგში ლღობის ტემპერატურის ზრდა?

6. რა როლი აქვს ჟანგბადს სითბურ დანადგარში?

7. დაწერეთ ჟანგბადის მოლეკულის ელექტრონული ფორმულა, ააგეთ შესაბამისი ელექტრონული დიაგრამა. რატომ იზიდავს მაგნიტი თხევად და მყარ მდგომარეობაში მყოფ ჟანგბადს?

8. როგორი აღნაგობა აქვს წყლის მოლეკულას?

9. რით აიხსნება ოზონის მოლეკულის პოლარობა და ჟანგბადთან შედარებით მისი მაღალი მჟანგავი უნარი?

10. როგორ წარმოიქმნება ოზონი მოლეკულური ჟანგბადისგან?

11. რა როლს ასრულებს ოზონის სარტყელის არსებობა დედამიწაზე სიცოცხლის უზრუნველყოფაში? ახსენით ამ მოვლენის მიზეზი.

12. რომელ ქიმიურ რეაქციას იყენებენ ოზონის აღმოსაჩენად?

13. შეიძლება თუ არა მაღალ ტემპერატურაზე მეტალების (მაგალითად, სპილენძის) ჟანგბადთან ურთიერთქმედების რეაქცია განვიხილოთ, როგორც მეტალების წვა ჟანგბადის არეში?

14. რომელ კომპლექსებს წარმოქმნის მოლეკულური ჟანგბადი ჰემოგლობინთან? იცვლება თუ არა ამ დროს ჰემოგლობინის მიერ ჟანგბადის ტრანსპორტირების უნარი?

 

s