10. მე-10 ჯგუფის ელემენტები

10.1. ნიკელი

1. რომელი ჟანგვითი რიცხვია დამახასიათებელი, ძირითადად, ნიკელისთვის?

2. როგორი მაგნიტური თვისებები აქვს ნიკელს? რას წარმოადგენს ნიკელი ამ თვალსაზრისით? როგორი მაგნეტიკები მზადდება ნიკელის შენადნობების ბაზაზე? როგორია მათი ტექნიკური სახელწოდება? გარდა ნიკელისა, კიდევ რომელი მეტალი შედის ამ შენადნობების შემადგენლობაში?

3. როგორ ღებულობენ ნიკელს მრეწველობაში?

4. რომელი ფაქტორებისადმი მდგრადობით გამოირჩევა ნიკელი? რით არის განპირობებული მისი ქიმიური მდგრადობა? როგორ ურთიერთქმედებს ნიკელი მჟავებთან პირობების მიხედვით?

5. რომელი ფაქტორებისადმი მდგრადობით გამოირჩევა ნიკელი? რით არის განპირობებული მისი ქიმიური მდგრადობა? როგორ ურთიერთქმედებს ნიკელი მჟავებთან პირობების მიხედვით?

6. როგორ მიიღება ნიკელის ტეტრაკარბონილი? რა გამოყენება აქვს ამ ნაერთს?

7. როგორ აცილებენ ერთმანეთს ნიკელს და კობალტს? რას ეფუძნება მათი დაცილების ხერხი?

8. რას ეფუძნება მოლეკულური ჟანგბადის გააქტიურება ნიკელის კომპლექსნაერთით? როგორ იცვლება ბმის სიგრძე კომპლექსში ბმული ჟანგბადის მოლეკულაში? რა მნიშვნელობა აქვს მოლეკულური ჟანგბადის გააქტიურებას კომპლექსწარმოქმნის ხარჯზე?

9. რომელი ნაერთია მდგრადი ნიკელის კატიონური კომპლექსნაერთებიდან?

10. რომელ შიგაკომპლექსურ ნაერთს წარმოქმნის ნიკელი? რა გამოყენება აქვს ამ კომპლექსნაერთს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულა.

11. რით აიხსნება ნიკელის და მისი შენადნობების მდგრადობა ფთორის მოქმედების მიმართ?

12. რომელ ქიმიურ რეაქციას ეფუძნება არაელექტროლიტური (ე.წ. უდენო) მონიკელების ხერხი? დაწერეთ შესაბამისი ტოლობა.

13. რა გამოყენება აქვს ნიკელს ტექნიკაში და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მასალების წარმოებაში?

14. ნიკელის რომელი მნიშვნელოვანი შენადნობებია მიღებული? რა გამოყენება აქვთ ამ შენადნობებს?

 

s