7. მე-7 ჯგუფის ელემენტები

7.1. მანგანუმი

1. ელექტრონებია სავალენტო მანგანუმის ატომში?

2. რით აიხსნება მანგანუმის ატომის იონიზაციის I ენერგიის დიდი მნიშვნელობა?

3. რომელ ჟანგვით რიცხვებს ავლენს მანგანუმი? რას განსაზღვრავს მანგანუმის ჟანგვითი რიცხვების მრავალფეროვნება? გამომდინარე აქედან, რა არის დამახასიათებელი მანგანუმის ნაერთებისათვის?

4. რომელი ნაერთების სახით არის გავრცელებული მანგანუმი ბუნებაში? დაწერეთ მათი ქიმიური ფორმულები.

5. როგორ იღებენ მანგანუმს მრეწველობაში? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის ტოლობა.

6. მანგანუმის ელექტროქიმიური მეთოდით მისაღებად ელექტროდად რომელი მეტალის შენადნობი გამოიყენება? რატომ მიანიჭეს ამ ელექტროდს უპირატესობა?

7. მანგანუმის რომელ ნაერთებს იცნობთ მისი ნულოვანი ჟანგვითი რიცხვით? როგორ კლასტერულ კომპლექსს წარმოქმნის მანგანუმი ნახშირბად(II)-ის ოქსიდთან? დაწერეთ შესაბამისი ნაერთის ქიმიური ფორმულა.

8. როგორ მიიღწევა მანგანუმის კარბონილური კომპლექსის სტაბილიზაცია?

9. როგორი კომპლექსის სახით იმყოფება Mn2+ იონები წყალხსნარში? რა ეწოდება ამ კომპლექსებს? რომელი რეაქციის შედეგად წარმოიქმნება ეს კომპლექსი?

10. როგორია მანგანუმის კოორდინაციული რიცხვი Mn(II)-ის მარილების შესაბამის კრისტალჰიდრატებში? დაწერეთ ამ კრისტალჰიდრატების ქიმიური ფორმულები?

11. როგორ თვისებებს ავლენს Mn(II)-ის ოქსიდი და ჰიდროქსიდი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები.

12. როგორი ბუნება არის დამახასიათებელი Mn(II)-ის ნაერთების წყალხსნარებისთვის? რომელ ქიმიურ რეაქციებში ვლინდება ეს ბუნება? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური განტოლებები. როგორია ამ რეაქციების შედეგად წარმოქმნილი ნაერთების მდგრადობა?

13. Mn(III)-ის რომელი ნაერთია ცნობილი? როგორ გარდაიქმნება MnF3 წყლის მოქმედებით?

14. როგორ ბუნებას ავლენს MnO2 ტუტეებთან და ფუძე ოქსიდებთან მაღალ ტემპერატურაზე შელღობისას? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები.

15. რა გამოყენება აქვს ტექნიკაში MnO2-ს? მოიყვანეთ შესაბამისი მაგალითები.

16. რომელი ნაერთებია მნიშვნელოვანი მანგანუმის უმაღლესი (+6 და +7) ჟანგვითი რიცხვებით? როგორ მიიღება და რა პრაქტიკული გამოყენება აქვს ამ ნაერთებს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლებები

17. როგორ მიმდინარეობს Mn2+-ის მარილების ძლიერი მჟანგავებით დაჟანგვის რეაქციები ტუტე არეში?

18. როგორ მიმდინარეობს MnS·xH2O-ის წყალხსნარებში დაყოვნებისას ჰაერის ჟანგბადით დაჟანგვის რეაქციის განტოლება?

19. როგორ მიიღება MnF3?

20. დაწერეთ კალიუმის პერმანგანატით მჟავა, ტუტე და ნეიტრალურ არეში ნატრიუმის სულფიტის დაჟანგვის რეაქციის განტოლებები

21. როგორ მიმდინარეობს წყალხსნარებში კალიუმის მანგანატის დისპროპორციონირების რეაქცია? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური განტოლება.

22. როგორ გარდაიქმნება HMnO4 წყალხსნარებში (კონცენტრაცია >20 %-ზე)?

23. რა დადებით როლს ასრულებს მანგანუმი ცოცხალ ორგანიზმებში? რა პათოლოგიას იწვევს ადამიანის ორგანიზმში მანგანუმის ნაკლებობა?

24. რა გამოყენება აქვს მანგანუმს და მის მნიშვნელოვან ნაერთებს - მანგანუმ(IV)-ის ოქსიდს და კალიუმის პერმანგანატს − KMnO4-ს, ტექნიკაში, მედიცინაში, კვების მრეწველობასა და ანალიზურ ქიმიაში?

 

s