5. მე-5 ჯგუფის ელემენტები

5.1. ვანადიუმი

1. როგორი ჟანგვითი რიცხვებია დამახასიათებელი მე-5 ჯგუფის ელემენტებისთვის? რაზეა დამოკიდებული შესაბამისი ნაერთების გეომეტრია და მდგრადობა?

2. რომელი ნაერთების სახით არის გავრცელებული ვანადიუმი ბუნებაში?

3. როგორ ღებულობენ ვანადიუმს მრეწველობაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლებები.

4. როგორია ვანადიუმის კოროზიამედეგობა?

5. რომელი მჟავების მიმართ არის არამდგრადი ვანადიუმი?

6. როგორ ნაერთებს წარმოქმნის ვანადიუმი სხვადასხვა მეტალთან?

7. რომელ ოქსიდებს წარმოქმნის ვანადიუმი და რა თვისებებით ხასიათდება ეს ოქსიდები?

8. რომელ მჟავებს წარმოქმნის ვანადიუმი მაღალი ჟანგვითი რიცხვით?

9. როგორ კომპლექსებს წარმოქმნის V2O3 მინერალურ მჟავებში?

10. რომელი ოქსიდია ყველაზე მნიშვნელოვანი ვანადიუმის ოქსიდებიდან?

11. როგორ მიიღება V2O5? რა პირობებში ურთიერთქმედებს V2O5 ტუტეებთან? რომელი ნაერთები წარმოიქმნება ამ რეაქციის შედეგად?

12. რა გამოყენება აქვს ვანადიუმის ოქსიდებს? რომელი ოქსიდი გამოიყენება SO2-ის SO3-ად დაჟანგვისათვის?

13. ნატრიუმის ვანადატის წარმოსაქმნელად V2O5-ს შეალღობენ NaCl-თან ჟანგბადის თანაობისას. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.

14. რომელ არეშია მდგრადი ვანადატ-იონები? რა ხდება მჟავა არეში? რა ცვლილებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი ხსნარის pH-ის და მარილის კონცენტრაციის შეცვლისას?

15. რა გამოყენება აქვს ვანადიუმს და მის ანალოგებს ტექნიკაში? რომელ მეტალებთან კომბინაციებში გამოიყენება ეს მეტალები შენადნობების დასამზადებლად?

16. ვანადიუმის რომელი ნაერთები გამოიყენება დიენური ნახშირწყალბადების (მაგალითად, 1,3-ბუტადიენის და იზოპრენის) პოლიმერიზაციაში?

 

s