13. მე-13 ჯგუფის ელემენტები

13.1. ბორი

1. არსებობს თუ არა ბუნებაში ბორი თავისუფალ მდგომარეობაში? რომელი ნაერთების სახით არის გავრცელებული ბორი ბუნებაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულები.

2. რომელი სტაბილური იზოტოპების სახით არსებობს ბორი ბუნებაში?

3. რა სპეციფიკური უნარი გააჩნია ბორს, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს რადიაციულ ქიმიასა და ტექნიკაში?

4. რომელი ჯგუფის ელემენტებს ემსგავსება ბორი? რომელი ელემენტის ანალოგიურია ბორი? რაში ვლინდება ეს მსგავსება?

5. რომელი მეთოდებით ღებულობენ ბორს მრეწველობაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

6. რომელი ხერხით მიიღება სუფთა ბორი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.

7. ბორის რომელი მოდიფიკაციებია ცნობილი? რა აქვთ მათ საერთო?

8. რა სპეციფიკური ფიზიკური თვისება ახასიათებს კრისტალურ ბორს?

9. რომელ ელემენტს უერთდება ბორი ჩვეულებრივ პირობებში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.

10. რომელ ელემენტთან არ რეაგირებს ბორი უშუალოდ? როგორ მიიღება ბორის წყალბადნაერთები - ბორანები? როგორი სტრუქტურა აქვთ ბორანებს?

11. როგორი თბოუნარიანობით გამოირჩევა ბორანები? სად გამოიყენება ბორანები მათი წვის სპეციფიკის გამო?

12. როგორი სტრუქტურების ფორმირებაა შესაძლებელი სხვადასხვა ტიპის ბორიდებში B−B, Me−B, B−Me−Me−B ბმების წარმოქმნისას?

13. რით აიხსნება ბორის მიერ სხვა ელემენტების ოქსიდებიდან ამ ელემენტების „გამოძევების“ უნარი?

14. რით არის განპირობებული B(OH)3 მჟავური ბუნება? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ტოლობა.

15. როგორია მინერალურ მჟავებთან ბორის ურთიერთქმედების სპეციფიკა? დაწერეთ შესაბამისი რეაქციების ქიმიური ტოლობები.

16. ბორის რომელი ჰალოგენიდია პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი? რა გამოყენება აქვს ამ ჰალოგენიდს?

17. რა მნიშვნელოვანი სპეციფიკური თვისებებით გამოირჩევა ბორის შენადნობები?

18. რა გამოყენება აქვს ბორ(III)-ის ოქსიდს, ბორის მჟავას და პერბორატებს ტექნიკასა და ყოფაცხოვრებაში?

 

s