20. ღიაჯაჭვიანი ნახშირწყალბადები

20.2. ალკანები

1. დაწერეთ C5H12 მოლეკუ­ლური შედგენილობის ნაერთის ყველა იზომერის სტრუქტურული ფორმულა და დაასახელეთ ისინი  IUPAC-ის (წმინდა და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის) ნომენკლატურით.

2. დაასახელეთ შემდეგი აღნაგობის ნაერთები IUPAC-ის ნომენკლატურით:

ნივთიერებათა ქიმიური აღნაგობა განსაზღვრავს მათ ქიმიურ და ფიზიკურ თვისებებს. თავის მხრივ, ნივთიერებათა თვისებების შესწავლა მათი ქიმიური აღნაგობის დადგენის საშუალებას იძლევა.

3. რომელი სახელწოდება შეესაბამება IUPAC-ის ნომენკლატურით ქვემოთ მოცემული სტრუქტურული ფორმულით გამოსახულ ნაერთს: 2,3,5-ტრიმეთილჰეპტანი თუ 5-ეთილ-2,3-დიმეთილჰექსანი?

4. დაასახელეთ IUPAC-ის ნომენკლატურით ქვემოთ მოცემული ალკენები და ალკინები:

5. როგორ მიიღება ალკანები ნაჯერი ერთფუძიანი კარბონმჟავების გარდაქმნით? დაწერეთ შესაბამისი რეაქციების ტოლობები. რა შემთხვევაში მიმართავენ ამ მეთოდების გამოყენებას?

6. როგორი მექანიზმით მიმდინარეობს პროპანის განზავებული აზოტმჟავით ნიტრი-რების რეაქცია? როგორია ალკანების ნიტრირების რეაქციის პირობები? რა შემთხვევაში ირღვევა ალკანების ნიტრირების რეგიოსელექტიური ხასიათი? რა თანამდე რეაქციებს აქვს ადგილი ამ პირობებში? ალკანების კიდევ რომელი რეაქციები მიმდინარეობს არა¬რეგიოსელექტიურად ჯაჭვური რადიკალური მექანიზმით? დაწერეთ შესაბამისი რეაქ¬ციების ელემენტარული სტადიები და ახსენით რეაქციის მექანიზმი ელექტრონული თეორიის გამოყენებით.

 

s