მიმდინარე ნომერი

ტომი: 7 ნომერი: 1

 









გაფართოებული ძებნა

 

ქიმიის უწყებანი -  ტომი: 1 ნომერი: 2

 

  მიმოხილვა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 2,   10-15

ქიმიური ინგრედიენტები კოსმეტიკაში

ნ. მეგრელიშვილი

რეზიუმე: განხილულია კოსმეტიკურ საშუალებებში გამოყენებული ზოგიერთი ქიმიური ინგრედიენტი, რომლებიც საშიშად ითვლება ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მოყვანილია მათი გამოყენების დასაშვები ზღვრები და მათი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე.

გამოქვეყნებულია: 01-07-2013  |  ნანახია: 11915-ჯერ


  მიმოხილვა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 2,   15-20

ICHO თუ IChO?

ელიზბარ ელიზბარაშვილი

რეზიუმე: IChO (International Chemistry Olympiad) არის ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის აკრონიმი. ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება ივლისის თვეში. წელს იგი უკვე 45-ედ ჩატარდა. დასაბამი კი 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში დაედო. მოკლედ მიმოვიხილავთ ოლიპიადის ისტორიას და საქართველოს გაწევრიანების პროცესს.

გამოქვეყნებულია: 13-08-2013  |  ნანახია: 4108-ჯერ


  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 2,   16-20

ყავის ქიმია

ირმა ლაგვილავა

რეზიუმე: ყავასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა გაგიგონიათ ალბათ. სასარგებლოა თუ მავნებელი ყავა? როგორია ყავის ქიმიური შემადგენლობა? რატომ ვეჩვევით ყავას? საიდან წარმოიშვა სიტყვა ყავა?

გამოქვეყნებულია: 13-08-2013  |  ნანახია: 10758-ჯერ


  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 2,   21-25

სიყვარული, ჰორმონები და ქიმია

ირმა ლაგვილავა

რეზიუმე: რა არის სიყვარულის ქიმია? სიყვარული-ეს ამაღლებული გრძნობაა, მაგრამ მისი ბევრი ასპექტი შეიძლება აიხსნას ექვსი ძირითადი ჰორმონით, ესენია: დოფამინი, სეროტონინი, ადრენალინი, ენდორფინი, ოქსიტოცინი და ვაზოპრესენი. ეს ჰორმონთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს ურთიერთობებზე.

გამოქვეყნებულია: 18-12-2013  |  ნანახია: 15539-ჯერ


  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 2,   26-27

"სიკვდილი სიცოცხლის სამსახურში"

ნათია ბოტკოველი

რეზიუმე: ყოველგვარი საბუნებისმეტყველო განათლების გარეშეც კი, ბუნებაზე დაკვირვებული ადამიანი მიხვდება, რომ სამყაროში უკვალოდ არაფერი ქრება, მხოლოდ მათი გარდაქმნა ხდება. ერთი სიცოცხლე მეორეს წარმოშობს. ბუნების მესაიდუმლე, ვაჟა-ფშაველა წერდა: "სიცოცხლეს სიცოცხლე უყვარს".

გამოქვეყნებულია: 04-04-2014  |  ნანახია: 5829-ჯერ


  მიმოხილვა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 2,   27-30

კალციუმი, ფტორი და მომხიბვლელი ღიმილი

ესმა წკრიალაშვილი

რეზიუმე: მომხიბვლელ და მიმზიდველ ღიმილს განსაზღვრავს თეთრი და ჯანსაღი კბილები, ხოლო ჯანსაღი კბილებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორ, განსხვავებული ბუნების მქონე ქიმიურ ელემენტს - კალციუმს და ფტორს. სტატიაში განხილულია მათი როლი ცოცხალი ორგანიზმებისათვის, კერძოდ კბილებისა და ძვლებისათვის; ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ფტორის მოქმედებას კარიესის წინააღმდეგ; კბილის პასტების ტიპები; კბილის პასტების ქიმიური შედგენილობა. აღნიშნულია ასევე ადამიანისათვის კალციუმის შემცველი საკვების მიღების აუცილებლობა. მოყვანილია ზოგიერთ საკვებ პროდუქტში კალციუმის რაოდენობრივი შემცველობის მონაცემები.

გამოქვეყნებულია: 04-04-2014  |  ნანახია: 9489-ჯერ


  მიმოხილვა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 2,   30-32

შაქრის შემცვლელები - ბუნებრივი და ხელოვნური დამატკბობლები

ნანა მეგრელიშვილი

რეზიუმე: უამრავი კითხვა არსებობს შაქრის შემცვლელებთან დაკავშირებით, რამდენად სასარგებლო და უსაფრთხოა მათი გამოყენება დიაბეტით დაავადებული ადამიანებისა თუ უბრალოდ, დიეტური კვების დროს, რომელია უსაფრთხო დამატკბობელი, ხოლო რომლის გამოყენებისაგან სჯობს თავი შევიკავოთ, რამდენად არის მიზანშეწონილი ჯანმრთელი ადამიანისათვის მათი გამოყენება?

გამოქვეყნებულია: 08-07-2014  |  ნანახია: 14781-ჯერ


  ეკოლოგია  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 2,   32-38

პროექტ WASTnet-ის მნიშვნელობა ჩამდინარე წყლების გასუფთავების ბუნებრივი გამწმენდი სისტემების მნიშვნელობის ასამაღლებლად შავი ზღვისპირა ქვეყნებში

ქეთევან კუპატაძე, ბურაკ კიზილოზი

რეზიუმე: სტატიაში განხილულია ჩამდინარე (საკანალიზაციო) წყლების ძირითადი დამაბინძურებლები და მათი გაწმენდის ბუნებრივი სისტემები. ყურადღება გამახვილებულია ხელოვნურ ჭაობზე, განხილულია მისი ძირითადი ტიპები და წმენდის მეთოდოლოგია თითოეულის შემთხვევაში. მოცემულია ორი ქვეყნის, საქართველოს და თურქეთის ზოგადი მიმოხილვა, თუ რა მდგომარეობაა თითოეულ ქვეყანაში წყლის სისუფთავის მიხედვით და სად იყენებენ ბუნებრივი წმენდის აღნიშნულ მეთოდიკას. საუბარია WASTnet პროექტის მნიშვნელობაზე აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საქმეში.

გამოქვეყნებულია: 01-10-2014  |  ნანახია: 9786-ჯერ


  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 2,   38-42

ჰირუდოთერაპიის ქიმიური ასპექტები

ნინო ზვიადაძე

რეზიუმე: წურბელას, ამ პატარა არსებას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ:"პატარა სასწულმოქმედი ტუმბო", რომელიც ადამიანის დასახმარებლად გაჩნდა ამ ქვეყანაზე. მას ორგანიზმში შეჰყავს 100-ზე მეტი ფერმენტი, რომლთა უმრავლესობა დღეს-დღეობით შესწავლილი არ არის. წურბელას ნერწყვი შეიცავს ისეთ ცნობილ ფერმენტებს, როგოიცაა: ჰირუდინი, ჰიალურონიდაზა, ტრიპსინი, პლაზმინი, ჰიმაზინი, დესტაბილაზა, აპირაზა, კოლაგენაზა, ტრიგლიცერი-დაზა, ქოლესტერინ-ექსტერაზა და ა.შ

გამოქვეყნებულია: 30-12-2014  |  ნანახია: 6569-ჯერ


  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 2,   45-48

მომავლის საწვავი

კესო ბარამიძე

რეზიუმე: „მცენარეული ზეთის გამოყენება ძრავების საწვავად დღეს შეიძლება მნიშვნელოვნად არ მიგვაჩნდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში მცენარეული ზეთის საწვავი ისეთივე მნიშვნელოვანი გახდება, როგორიც დღეს ნავთობის პროდუქტებია" - წერდა რუდოლფ დიზელი 102 წლის წინ.

გამოქვეყნებულია: 30-12-2014  |  ნანახია: 4166-ჯერ


  ვერსია  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 2,   42-44

დიქლორაცეტატი, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი-ანალიზი, ვარაუდი მისი შემცვლელის შესახებ

ბაშუკი შაშიკაძე

რეზიუმე: კიბო - ეს არის ზოგადი სახელი, რომელიც მოიცავს ასზე მეტ დაავადება. იგი ჯერ-ჯერობით უკურნებელ დაავადებათა რიგს მიეკუთვნება. კიბოს განკურნების შესაძლებლობას არაერთი სამეცნიერო ცენტრი ცდილობს. დღეისათვის საინეტერესო შედეგებია მიღებული დიქლორაცეტატით მკურნალობისას.

გამოქვეყნებულია: 30-12-2014  |  ნანახია: 9545-ჯერ


  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 2,   49-52

მიკროელემენტები და მათი მნიშვნელობა მცენარეთათვის

ოთარ ბიბილეიშვილი

რეზიუმე: ნიადაგში მიკროელემენტების უკმარისობისას კლე¬ბუ-ლობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა და მისი ხარისხიც მკვეთრად ეცემა. შესაბამისად მცენარეული პროდუქტებიც არასრულ¬ფა-სოვანი ხდება. ხარისხის გაუარესება კი შეიძლება გახდეს გამომწვევი მიზეზი სერიოზული დაავა¬დე¬ბების, როგორც ადამიანის, ისე პირუტყვის. ცნობილია, მაგალითად, ცხვრისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადე¬ბები, რომლებიც გამოწვეულია საკვებში კობალტისა და თუთიის უკმარისობით. ასე რომ, საძოვრებშიც კვებითი ღირებულება დიდად არის დამოკიდებული ნიადაგში მიკროელემენტების შემცველობაზე.

გამოქვეყნებულია: 30-12-2014  |  ნანახია: 5392-ჯერ


  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 2,   52-55

განახლებადი ცელულოზაშემცველი ნაერთები, როგორც გარემოსთვის ნაკლებად საზიანო რესურსი ბიოსაწვავის წარმოებისთვის

ნონა ნონიაშვილი

რეზიუმე: დედამიწის განახლებადი ბიომასის წარმოქმნის პოტენციალის გაანგარიშების შედეგად დადგინდა, რომ ფოტოსინთეზის საშუალებით დედამიწაზე ყოველწლიურად 120-150 მილიარდი ტონა ნახშირბადის ფიქსაცია წარმოებს. ამას ემატება ოკეანეში ფიქსირებული 50-60 მილიარდი ტონა ბიომასის რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ჯამში დედამიწის განახლებადი ბიომასის წარმოქმნის პოტენციალი დაახლოებით 200 მილიარდ ტონას უდრის.

გამოქვეყნებულია: 30-12-2014  |  ნანახია: 6361-ჯერ