წინა ელემენტი   შემდეგი ელემენტი

სახე

მეტალური

ძირითადი თვისებები

დასახელება, სიმბოლო, ნომერი

ფრანციუმი, Fr, 87

წარმოთქმა

ელემენტის კატეგორია

ტუტე მეტალი

ჯგუფი, პერიოდი, ბლოკი

1, 7, s

ატომური მასა

(223) გ მოლი-1

ელექტრონული კონფიგურაცია

[Rn] 7s1

ელექტრონები ორბიტალებზე

2, 8, 18, 32, 18, 8, 1
(იხ. სურათი)

ფიზიკური თვისებები

აგრეგატული მდგომარეობა

მყარი

სიმკვრივე

1.87 გ სმ-3

სიმკვრივე თხევად მგდომარეობაში (ლღობის ტემპერატურაზე)

გ სმ-3

ლღობის ტემპერატურა

? 300 K, ? 27˚C
? 80 ˚F

დუღილის ტემპერატურა

?950 K, ?677 ˚C, ? 1250 ˚F

კრიტიკული წერტილი

დნობის სითბო

2 კჯ მოლი-1

აორთქლების სითბო

65 კჯ მოლი-1

სპეციალური სითბოტევადობა

(25 ˚C)
- კჯმოლი-1
K-1

ორთლის წნევა
P(Pa) 1 10 100 1k 10k 100k
T(K)-ზე 404 454 519 608 738 946

ატომური თვისებები

ჟანგვითი რიცხვები

1

ელექტროუარყოფითობა

0.7 (პოლინგის შკალა)

იონიზაციის ენერგიები

380

ატომური რადიუსი

- pm

კოვანელტური რადიუსი

260 pm

ვან დერ ვაალსის რადიუსი

348pm

სხვადასხვა

კრისტალური სტრუქტურა

კუბური წახნაგ ცენტრირებული

მაგნიტური მოწესრიგებულობა

პარამაგნიტური

კუთრი ელექტრული წინაღობა

(20˚C) 3ნΏ მ

სითბოგამტარობა

(300 K) 15 ვტმ-1K-1

სითბოგადაცემა

(25˚C) - µm m-1K-1

ბგერის სიჩქარე

(20˚C) -მ/წმ

იუნგის მოდული

- გპა

შერის მოდული

- გპა

ბულკის მოდული

- გპა

სიმტკიცე მოსის მიხედვით

-

CAS-ის რეფისტრაციის ნომერი

7440-73-5

მდგრადი იზოტოპები

იზოტოპი NA ნახევარ-სიცოცხლე DM DE(MeV) DP
221Fr სინთ 4.8 min α 6.457 217At
222Fr სინთ 14.2 min β 2.033 222Ra
223Fr სინთ 21.8 min β 1.149 223Ra
α 5.430 219At

ფრანციუმი

 

ფრანციუმი, ადრე ცნობილი როგორც ეკა-ცეზიუმი და აქტინიუმ K - ქიმიური ელემენტი, რომლის სიმბოლოა Fr და ატომური რიცხვი 87. მას ყველა ცნობილ ელემენტთა შორის ყველაზე დაბალი ელექტრონეგატიურობა ახასიათებს და მეორე ყველაზე იშვიათი ელემენტია ბუნებაში (ასტატის შემდეგ). ფრანციუმი მაღალი რადიოაქტიურობის ლითონია და ასტატად, რადიუმად და რადონად იშლება. როგორც ტუტე ლითონს, მას გააჩნია ერთი სავალენტო ელექტრონი. დაჟანგვის ხარისხი +1. ფრანციუმის ატომის ელექტრონული სტრუქტურა შეიძლება გამოვსახოთ შემდეგი ფორმულით:5s2 5p+ 5d10 6s2 6p6 7s1.

ფრანციუმი აღმოჩენილ იქნა 1939 წელს საფრანგეთში (აქედან წარმოდგება მისი სახელი) მ. პერეის მიერ.ის იყო ბოლო ელემენტი, რომელიც არმოაჩინეს ბუნებაში, მალე იგი მიიღეს სინთეზურად. ფრანციუმი ძალიან იშვიათი ელემენტია, იგი კვალის სახით ნაპოვნია ურანისა და თორიუმის საბადოებში, სადაც ფრანციუმ-223 იზოტოპი განუწყვეტლივ განიცდის დაშლას.

ფრანციუმის ბუნებრივი იზოტოპის გარდა, ცნობილია მისი 7 იზოტოპი, ნახევარ დაშლის პერიოდის სხვადასხვა სიდიდით. ფრანციუმის ატომების დაშლა მიმდინარეობს ბეტა ნაწილაკების გამოყოფით, იშვიათად ალფა ნაწილაკების გამოყოფით.

ფრანციუმის იონიზაციის ენერგია ცოტათი მეტია ცეზიუმისაზე, 392.811(4)კჯ/მოლი ფრანციუმისათვის, ხოლო ცეზიუმის კი არის 375.7041(2) კჯ/მოლი

 

 

დახასიათება

ფრანციუმი არასტაბილური ელემენტია. მისი ყველაზე სტაბილური იზოტოპია, ფრანციუმ-223 (ნახევარდაშლის პერიოდი, მხოლოდ 22 წუთია) განსხვავებით ასტატისაგან, რომელიც მეორე არამდგრადი ბუნებრივი ელემენტია, რომლის მაქსიმალური ნახევარდაშლის პერიოდია - 8.5სთ. ფრანციუმის ყველა იზოტოპი იშლება ასტატად, რადიუმად და რადონად. ფრანციუმი წარმოადგენს ტუე მეტალს, რომლის ქიმიური თვისებები უფრო მეტად ემსგავსება ცეზიუმს. იგი ყველაზე მძიმე ელემენტია, რომელსაც გააჩნია ერთი სავალენტო ელექტრონი. მას ყველა ელემენტთან შედარებით აქვს უდიდსი ექვივალენტური წონა. განსაზღვრული იქნა, რომ ფრანციუმის ლღობის ტემპერატურა 27 °C-მდეა (80 °F, 300 K), ხოლო მისი დუღილის ტემპერატურაა 677 °C (1250 °F,950 K).

ლ. პოლინგმა დაადგინა, რომ ფრანციუმის ელექტროუარყოფითობა ტოლია 0.7 (პოლინგის შკალის მიხედვით), ეს კი ტოლია ცეზიუმის ელექტროუარყოფითობისა.

ფრანციუმი გამოილექება ცეზიუმის ზოგიერთ მარილთან ერთად, მაგალითად, ცეზიუმის პიროქლორატთან ერთად, რომელიც მცირე რაოდენობით შეიცავს ფრანციუმს. ეს პროცესი შეიძლება გამოვიყენოთ ფრანციუმის იზოლაციისათვის გლენდენინის და ნელსონის მეთოდში. თანაგამოლექვა ხდება ცეზიუმის სხვა მარილების თანაობისასაც, მათ შორის იოდატების, პიკრატების, ტარტრატების (რუბიდიუმ ტარტრატიც), ქლორპლატინატის და სილიციუმვოლფრამატის თანაობისას. იგი აგრეთვე გამოილექება სილიციუმვოლფრამ მჟავას და პერქლორმჟავას თანაობისას, სხვა ტუტე მეტალების გარეშე. ფრანციუმის თითქმის ყველა მარილი წყალში ხსნადია.

აქტინიუმის შემცველი მადნებიდან მიღებულია ფრანციუმის სუფთა ქლორიდი. ფრანციუმი იხსნება წყალსა და მჟანგველებში, როგორიცაა: HCl, H2SO4, HNO3, H2S. არ ილექება H2S, (NH4)2S, NH4OH, Na2CO3, NaOH, H2O2-ის მოქმედებით.

ფრანციუმის ძნელად ხსნადი ნაერთებია: FrClO4, ფრანციუმის პიკრატი C3H2(NO3)3OFr. ფრანციუმი პერიოდულ სისტემის ყველა ელემენტზე ელექტროდადებითი ელემენტია. რადიოაქტიური ფრანციუმი ფართოდ გამოიყენება ბიოლოგიაში.

 

 

ისტორია

1870-იან წლებში ქიმიკოსები ფიქრობდნენ, რომ ცეზიუმის ქვემოთ, ქვეჯგუფში უნდა ყოფილიყო ელემენტი, ატომური ნომრით 87. იგი შემდგომ მოიხსენიებოდა, როგორც ეკაცეზიუმი. სამეცნიერო ჯგუფებმა სცადეს გამოეყოთ ეს გამოტოვებული ელემენტი და სულ ცოტა ოთხი განაცხადი იქნა გაკეთებული მეტალის რეალურ აღმოჩენამდე.

საბჭოთა ქიმიკოსმა დ.კ. დობროსერდოვმა, 1925 წელს პირველმა გამოიკვლია ეკა-ცეზიუმი. მან შეისწავლა კალიუმის და სხვა ტუტე მეტალების სუსტი რადიოაქტივობა და შეცდომით დაასკვნა, რომ ნიმუშში იყო ეკა-ცეზიუმი (ნიმუშის რადიოაქტივობა გამოწვეული იყო კალიუმის ბუნებრივი რადიოიზოტოპ-კალიუმ-40-ით). შემდგომში მან გამოაქვეყნა თეზისები, რომელშიც იგი ვარაუდობდა ეკა-ცეზიუმის თვისებებს, მან ამ ელემენტს უწოდა ”russium”, თავისი მშობლიური ქვეყნის სახელი. ამის შემდეგ იგი იწყებს მუშაობას ოდესის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და აღარ აგრძელებს ელემენტის შემდგომ შესწავლას.

შემდგომ წლებში ინგლისელმა ქიმიკოსებმა გ. დრუსემ (Gerald J. F. Druce) და ფ. ლორინგმა (Frederick H. Loring) შეისწავლეს მანგანუმ(II) სულფატის X-სხივების ფოტოები და აღმოაჩინეს სპექტრალური ხაზი და ივარაუდეს, რომ ეს იყო ეკა-ცეზიუმის დამახასიათებელი სპექტრი. მათ განაცხადეს ელემენტ-87 არმოცენის შესახებ და დაარქვეს მას ”alkalinium”-ი, რადგანაც იგი უნდა ყოფილიყო ყველაზე მძიმე ტუტე მეტალი.

1930-1936 წლებში ჩატარებულ იქნა კვლევები, მაგრამ ზუსტად ვერ დადგინდა ელემენტი-87 არსებობა. ეკა-ცეზიუმი აღმოჩენილ იქნა 1939 წელს, საფრანგეთში, პარიზის კიურის ინსტიტუტში - მარგარეტ პერეის მიერ, როდესაც იგი ახდენდა, აქტინიუმ-227-ის ნიმუშის გასუფთავებას. ამ დროს გამოყოფილ იქნა უცნობი ელემენტი, რომელიც ამჟღავნებდა ტუტე მეტალის თვისებებს (ასევე გამოილექებოდა ცეზიუმის მარილებთან ერთად), რამაც დაარწმუნა პერეი, რომ ეს იყო ელემენტი-87. მან ელემენტს ჯერ უწოდა ”cation” (რადგანაც მას ჰქონდა ყველაზე ელექტროდადებითი კათიონი), ხოლო შემდეგ მ. პერეის მიერ შემოთავაზებული იქნა ახალი სახელწოდება ”ფრანციუმი” (საფრანგეთის გამო). ეს სახელი ოფიციალურად დამტკიცებულ იქნა 1949 წელს სუფთა და გამოყენებითი ქიმიის საერტაშორისო კავშირის მიერ. მისი სიმბოლო თავდაპირველად იყო Fa, მაგრამ იგი ჩქარა შეიცვალა Fr-ით. ფრანციუმი იყო ბოლო ელემენტი, რომელიც აღმოჩენილ იქნა ბუნებაში.

 

 

გავრცელება

ფრანციუმ-223 წარმოადგენს აქტინიუმ-227-ის ალფა დაშლის პროდუქტს. იგი კვალის სახით ნაპოვნია ურანისა და თორიუმის მინერალებში. ურანის ნიმუშში, ფრანციუმის ყოველ ერთ ატომზე მოდის 1×1018 ურანის ატომი. იგი დედამიწის ქერქში 30გ-ზე მეტია მუდმივად. ამის გამო იგი წარმოადგენს მეორე იშვიათ ელემენტს ასტატის შემდეგ.

სინთეზი

ფრანციუმი სინთეზირდება ბირთვულ რეაქციაში

197Au + 18O → 210Fr + 5 n

ეს პროცესი შეისწავლა ფიზიკოსმა ს. ბრუკმა. მან მიიღო იზოტოპები, მასით 209.210 და 211, რომელიც შემდეგ გამოყოფილ იქნა მაგნიტურ-ოპტიკური ტრაპით (MOT). იზოტოპის წარმოქმნის სიჩქარე დამოკიდებულია ჟანგბადის ნაკადის ენერგიაზე.

სხვა სინთეზური მეთოდები მოიცავს რადიუმის დაბომბვას ნეიტრონებით და თორიუმის დაბომბვას პროტონებით, დეიტრონებით და ჰელიუმის იონით. მცირე ნახევარდაშლის პერიოდის გამო ფრანციუმის თვისებების შესწავლა ხდება ნიმუსებზე, რომლებიც მას შეიცავენ უმნიშვნელო რაოდენობით.

 

იზოტოპები

მოცემული ურანიტის ნიმუში მოიცავს ფრანციუმ-223-ის 100,000 ატომს (3.3×10−20 გ) ნებისმიერ მოცემულ მომენტში

ნეიტრალური ფრანციუმი შეიძლება შეგროვილი იქნას მაგნიტური ველის გამოყენებით ლაზერის ნაკადში

ცნობილია ფრანციუმის 34 იზოტოპი, ატომური მასით 199-დან 232-მდე. მას გააჩნია მეტასტაბილური ბირთვული იზომერი. ბუნებაში გვხვდება მხოლოდ ფრანციუმ-223 და ფრანციუმ-221 იზოტოპები. ფრანციუმ-223 წარმოადგენს უფრო სტაბილურ იზოტოპს (ნახევარდაშლის პერიოდია 21.8წთ). ფრანციუმ-223 წარმოადგენს აქტინიუმის დაშლის სერიის მეხუტე პროდუქტს, როგორც აქტინიუმ-227-ის შვილობილი პროდუქტი. ფრანციუმ-223 შემდგომ b-დაშლით იძლევა რადიუმ-223.

ფრანციუმ-211-ის ნახევარდაშლის პერიოდია 4.8წთ. იგი წარმოადგენს ნეპტუნის დასლის სერიის მეცხრე პროდუქტს, როგორც აქტინიუმ-225-ის შვილობილი პროდუქტი. ფრანციუმ-211 შემდგომ ალფა დაშლით, გადადის ასტატ-217.

ყველაზე ნაკლებ სტაბილურია იზოტოპი - ფრანციუმ-215, ნახევარდაშლის პერიოდით 0.12მკწ. მისი მეტასტაბილური იზომერი - ფრანციუმ-215 ნაკლებად მდგრადია. მისი ნახევარდაშლის პერიოდი კი მხოლოდ 3.5ნწმ.

 

გამოყენება

იმის გამო, რომ ფრანციუმი არასტაბილური და იშვიატი ელემენტია, მას არა აქვს კომერციული გამოყენება. იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს კვლევიტი მიზნებისათვის ბიოლოგიაში და ასევე ატომურ სტრუქტურაში. იგი გამოიყენება, როგორც პოტენციური დიაგნოსტიკური საშუალება სხვადასხვა კანცეროგენების კვლევისათვის, მაგრამ ამ უკანასკნელმა სავარაუდოდ ვერ ჰპოვა პრაქტიკული გამოყენება.

 

 

 

 

 

 

მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით