წინა ელემენტი   შემდეგი ელემენტი

სახე

მოვერცხლისფერო

ძირითადი თვისებები

დასახელება, სიმბოლო, ნომერი

ვერცხლისწყალი, Hg, 80

წარმოთქმა

ელემენტის კატეგორია

გარგამავალი მეტალი

ჯგუფი, პერიოდი, ბლოკი

12, 6, d

ატომური მასა

200.59 გ მოლი-1

ელექტრონული კონფიგურაცია

[Xe] 4f14 5d10 6s2

ელექტრონები ორბიტალებზე

2, 8, 18, 32, 18, 2
(იხ. სურათი)

ფიზიკური თვისებები

აგრეგატული მდგომარეობა

თხევადი

სიმკვრივე

13.534 გ სმ-3

სიმკვრივე თხევად მგდომარეობაში (ლღობის ტემპერატურაზე)

გ სმ-3

ლღობის ტემპერატურა

234.32 K, -38.83 ˚C
37.89 ˚F

დუღილის ტემპერატურა

234.32 K, 356.73 ˚C, 674.11 ˚F

კრიტიკული წერტილი

დნობის სითბო

2.29 კჯ მოლი-1

აორთქლების სითბო

59.11 კჯ მოლი-1

სპეციალური სითბოტევადობა

(25 ˚C)
27.983 კჯმოლი-1
K-1

ორთლის წნევა
P(Pa) 1 10 100 1k 10k 100k
T(K)-ზე 315 350 393 449 523 629

ატომური თვისებები

ჟანგვითი რიცხვები

4, 2, 1

ელექტროუარყოფითობა

2 (პოლინგის შკალა)

იონიზაციის ენერგიები

1: 1007.1 კჯ·მოლი−1
2: 1810 კჯ·მოლი−1 3: 3300 კჯ·მოლი−1

ატომური რადიუსი

151 pm

კოვანელტური რადიუსი

132 pm

ვან დერ ვაალსის რადიუსი

155pm

სხვადასხვა

კრისტალური სტრუქტურა

რომბოჰედრული

მაგნიტური მოწესრიგებულობა

დიამაგნიტური

კუთრი ელექტრული წინაღობა

(20˚C) 961ნΏ მ

სითბოგამტარობა

(300 K) 8.30 ვტმ-1K-1

სითბოგადაცემა

(25˚C) 60.4 µm m-1K-1

ბგერის სიჩქარე

(20˚C) 1451.4მ/წმ

იუნგის მოდული

გპა

შერის მოდული

გპა

ბულკის მოდული

გპა

სიმტკიცე მოსის მიხედვით

CAS-ის რეფისტრაციის ნომერი

მდგრადი იზოტოპები

იზოტოპი NA ნახევარ-სიცოცხლე DM DE(MeV) DP
194Hg სინთ 444 y ε 0.040 194Au
195Hg სინთ 64.14 h ε 0.600 197Au
198Hg 9.97% 198Hg არის მდგრადი 118 ნეიტრონით
199Hg 16.87% 199Hg არის მდგრადი 119 ნეიტრონით
200Hg 23.1% 200Hg არის მდგრადი 120 ნეიტრონით
201Hg 13.18% 201Hg არის მდგრადი 121 ნეიტრონით
202Hg 29.86% 202Hg არის მდგრადი 122 ნეიტრონით
203Hg სინთ 46.612 d β 0.492 203Tl
204Hg 6.87% 204Hg არის მდგრადი 124 ნეიტრონით

ვერცხლისწყალი

ვერცხლისწყალი (ლათ: Hydrargyrum) წარმოადგენს ქიმიურ ელემენტს, რომლის სიმბოლოა Hg, ხოლო ატომური ნომერი - 80. ვერცხლისწყალი ერთადერთი ლითონია, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში თხევადი სახით გვხვდება.

ძველ წყაროებში ვერცხლისწყლის სინონიმად ხშირად იხმარება არაბულიდან ნასესხები სინდიყი.

 

წუნტის მონეტა, რომლის სიმკვრივეც არის ~7.6 გ/სმ3, ტივიტვებს ვერცხლისწყლის ზედაპირზე ვერცხლისწყლის ზედაპირული დაჭიმულობის ძალის გამო.

მარტივი ნივთიერება ვერცხლისწყალი - გარდამავალი ლითონი, წარმოადგენს მძიმე მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის თხევად (ოთახის ტემპერატურა) ლითონს, რომლის ორთქლი ძალიან ტოქსიკურია. ვერცხლისწყალი - ერთერთი (სულ ორი ელემენტია) ქიმიური ელემენტია (ერთადერთი ლითონი), რომლის მარტივი ნივთიერება ნორმალურ პირობებში იმყოფება თხევად აგრეგატულ მდგომარეობაში (მეორე ელემენტია - ბრომი). ბუნებაში არსებობს როგორც თვითნაბადი ვერცხლისწყალი, ისე ქმნის მთელ რიგ მინერალებს. ყველაზე ხშირად ვერცხლისწყალს ღებულობენ მისი მინერალიდან - კინოვარიდან მისი აღდგენით. გამოიყენება საზომი ხელსაწყოების დასამზადებლად, ვაკუუმის ტუმბოების, შუქის წყაროების და მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

 

 

ვერცხლისწყლის შენაერთები

ვერცხლისწყალი და მისი შენაერთები გამოიყენება ტექნიკაში, ქიმიურ მრეწველობაში, მედიცინაში. ყვითელი ვერცხლისწყლის ოქსიდი (II) შედის თვალის მალამოს და კანის სამკურნალო მალამოების შემადგენლობაში. წითელი ვერცხლისწყლის ოქსიდი (II) გამოიყენება საღებავების დასამზადებლად. ვერცხლისწყლის ქლორიდი (I), რომელსაც კალომელი ეწოდება, გამოიყენება პიროტექნიკაში, ასევე გამოიყენება როგორც ფუნგიციდი. ზოგ ქვეყანაში კალომელს ხმარობენ როგორც კუჭის ამშლელ საშუალებას. ვერცხლისწყლის ქლორიდი (II), რომელსაც ეწოდება სულემა, არის ძალიან ტოქსიკური. სუემა გამოიყენება მედიცინაში როგორც სადეზინფექციო საშუალება, ტექნიკაში ის გამოიყენება ხეების დასამუშავებლად, ზოგიერთი სახის მელანის მისაღებად, ფოლადის დამუშავებაში. სოფლის მეურნეობაში ის გამოიყენება როგორც ფუნგიციდი. ვერცხლისწყლის ამიდოქლორიდი (ვერცხლისწყლის თეთრი პრეციპიტატი) შედის ზოგიერთი მალამოს შემადგენლობაში. ვეტერინარიაში ის გამოიყენება როგორც კანის პარაზიტული დაავადებების საწინააღმდეგო საშუალება. ვერცხლისწყლის ნიტრატი (II) გამოიყენება ბეწვეულის დამუშავებაში და ამ ლითონის სხვა შენაერთების მისაღებად. მისი ტოქსიკურობა ისეთივეა, როგორც სულემის. ვერცხლისწყლის ბევრი ორგანული ნაერთი გამოიყენება როგორც პესტიციდი და მცენარეთა თესლების დასამუშავებლად.

ვერცხლისწყალი ბუნებაში

ვერცხლისწყალი შედარებით იშვიათი ელემენტია, დედამიწის ქერქი შეიცავს საშუალოდ 83 მგ/ტ. კონცენტრაციას. მაგრამ იმიტომ რომ, ვერცხლისწყალი ქიმიურად სუსტად უკავშირდება იმ ელემენტებს რომლებიც გვხვდება დედამიწის ქერქში, ვერცხლისწყლის მადანი შეიძლება იყოს ძალიან კონცენტრირებული ვიდრე ჩვეულებრივი ქანები. ყველაზე მდიდარი ვერცხლისწყლის მადანი შეიცავს 2,5 % ვერცხლისწყალს. ვერცხლისწყლის არსებობის ძირითადი ფორმა ბუნებაში - გაბნეულია და მხოლოდ მისი 0,02 % არის საბადოებში. ამოფრქვეული ქანებში მისი შემცველობა მიახლოებით 100 მგ/ტ. დანალექ ქანებში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია დადგენილია თიხნარ ფენებში (200 მგ/ტ). მსოფლიო ოკეანის წყლები შეიცავს 0,1 მკგ/ლ ვერცხლისწყალს. ვერცხლისწყლის ძალიან მნიშვნელოვან გეოქიმიურ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სხვა ჰალკოფილურ ელემენტებს შორის მას გააჩნია ყვეკაზე მაღალი იოიზაციის პოტენციალი. ეს განსაზღვრავს მის იმ თვისებას, როგორიცაა მისი აღდგენის უნარი ატომარულ ფორმამდე (თვითნაბადი ვერცხლისწყალი), შედარებითი ქიმიური მდგრადობა ჟანგბადისადმი და მჟავეებისადმი.

უმრავლესი სულფიდური მინერალები შეიცავენ ვერცხლისწყალს. მისი განსაკუთრებით მაღალი შემცველობაა (პროცენტის ათასი და ასი ნაწილი) ანტიმონიტებში, სფალერიტებში და რეალგარებში. ორ ვალენტიანი ვერცხლისწყლის და კალციუმის, ერთვალენტიანი ვერცხლისწყლის და ბარიუმის იონების რადიუსების სიახლოვე განსაზღვრავს მათ იზომორფიზმს ფლუორიტებში და ბარიტებში. კინოვარში და მეტაცინაბარითში გოგირდი ზოგჯერ ჩაინაცვლება სელენით ან ტელურით. ცნობილია ძალიან იშვიათი ვერცხლისწყლის სელენიდი — ტიმანიტი (HgSe) და ონოფრიტი (ტიმანიტის და სფალერიტის ნარევი).

ზედაპირულ პირობებში კინოვარი და ლითონური ვერცხლისწყალი იხსნებიან წყალში ძლიერი დამჟანგავების არ ყოფნის პირობებშიც კი, მაგრამ მათი არსებობისას ([Fe2(SO4)3], ოზონი, წყალბადის ზეჟანგი) ამ მინერალების ხსნადობა აღწევს ათობით მგ/ლ. განსაკუთრებით კარგად ვერცხლისწყალი იხსნება სულფიდებში, ტუტეებში, მაგალითად კომპლექსი HgS • nNa2S. წარმოქმნით, ვერცხლისწყალი ადვილად სორბირებს თიხასთან, რკინის ჰიდროჟანგებთან და მანგანუმთან, თიხნართან და ნახშირთან.

ბუნებაში ცნობილია 20-მდე ვერცხლისწყლის მინერალი, მაგრამ მთავარი სამრეწველო მნიშვნელობა აქვს კინოვარს HgS (86.2 % Hg). იშვიათად მოიპოვებენ თვითნაბად ვერცხლისწყალს, მეტაცინაბარიტი HgS და შვატციტი (17 % Hg). მხოლოდ ერთ გუიტცუკოს (მექსიკა) საბადოში მთავარ მინერალს - მადანს წარმოადგენს ლივინგსტონიტი HgSb4S7. ვერცხლისწყლის საბადოების დაჟანგვის ზონებში წარმოიქმნება მეორადი ვერცხლისწყლის მინერალები. მათ პირველ რიგში მიეკუთვნება თვითნაბადი ვერცხლისწყალი, იშვიათად მეტაცინაბარიტი, რომელიც განსხვავდება ასეთივე პირველადი მინერალებისაგან დიდი შემადგენლობის სიწმინდით. შედარებით გავრცელებულია კალომელი Hg2Cl2. ტერლიგუას საბადოში (ტეხასი) გავრცელებულია სხვა ჰიპერგენული ჰალოიდური ნაერთები - ტერლინგუაიტი Hg2ClO, ეგლესტონიტი Hg4Cl.

 

საბადოები

ვერცხლისწყალი ითვლება მეტად იშვიათ ლითონად.

ცნობილია ვერცხლისწყლის საბადოები ამიერკავკასიაში (დაღესტანში, სომხეთში), ტაჯიკეთში, სლოვენიაში, ყირგიზეთში, უზბეკეთში.

 

 

 

ვერცხლისწყალი გარემოში

ინდუსტრიულ რევოლუციამდე ატმოსფეროში ვერცხლისწყლის შემცველობა შეადგენდა მიახლოებით 4 ნანოგრამს ლიტრ ყინულზე. ბუნებრივი წყაროები როგორებიცა ვულკანები, შეადგენენ ჰაერში გამონაბოლქვი ყველა ვერცხლისწყლის ნახევარს. მეორე ნახევარზე კი ადამიანია პასუხისმგებელი. ძირითადად ეს ხდება ნახშირის წვისას თბოელექტროსადგურებში - 65 %, ოქრო მოპოვება - 11 %, ფერადი ლითონების გამოდნობა - 6,8 %, ცემენტის წარმოება - 6,4 %, ნაგავის უტილიზაცია - 3 %, სოდის წარმოება - 3 %, თუჯი და ფოლადის წარმოება - 1,4 %, ვერცხლისწყლაი (ძირაითადად ელემენტებისათვის ბატარეები) - 1,1 %, და სხვა - 2 %.

ერთი ყველაზე ძლიერი დაბინძურება ვერცხლისწყლით მოხდა იაპონიის ქალაქში მინამატაში 1956 წელს, რამაც გამოიწვია მიახლოებით 3000-მდე მსხვერპლი, ზოგი დაიღუპა, ზოგი კი ძლიერ დაშავდნენ მინამატას ავადმყოფობით.

 

მიღება

ვერცხლისწყალს მიიღებენ კინოვალის წვით (ვერცხლისწყლის სულფიდი (II)). ეს მეთოდი ძველად გამოიყენებოდა ალქიმიკოსების მიერ. კინოვარის წვის რეაქციის განტოლება შემდეგია:

HgS+O2 → Hg+SO2

რუსეთში ცნობილია ვერცხლისწყლის 23 საბადო, სამრეწველო მარაგი შეადგენს 15.6 ათას ტონას (2002 წ.). ევროპის ვერცხლისწყლის მოპოვების უდიდესი ცენტრი XV საუკუნიდან მოყოლებული არის - სლოვენიური ქალაქი ინდრია.

 

 

ფიზიკური თვისებები

ვერცხლისწყალი - ერთადერთი ლითონია რომელიც ნორმალურ პირობებში თხევად მდგომარეობაშია. გააჩნია დიამაგნეტიკის თვისებები. ბევრ ლითონთან წარმოქმნის თხევად შენადნობებს - ამალგამებს. არ ამალგამირებს მხოლოდ რკინას, მანგანუმს და ნიკელს.

 

ქიმიური თვისებები

ვერცხლისწყალი - ნაკლებად აქტიური ლითონია (ნახეთ ლითონთა აქტივობის მწკრივი).

300 °C-მდე გახურების შემთხვევაში ვერცხლისწყალი შედის რეაქციაში ჟანგბადთან:

2Hg + O2 → 2HgO

წარმოიქმნება ვერცხლისწყლის (II) ოქსიდი, წითელი ფერის. ეს რეაქცია შექცევადია: ოქსიდის 340 °C -ზე მაღლა გახურებისას, ოქსიდი იშლება მარტივ ნივთიერებებად. ვერცხლისწყლის ოქსიდის დაშლის რეაქცია ისტორიულად არის ერთერთი პირველი ხერხი ჟანგბადის მისაღებად.

ვერცხლისწყლისა და გოგირდის გახურებით წარმოიქმნება კინოვარი (ვერცხლისწყლის სულფიდი(II)).

ვერცხლისწყალი არ იხსნება ისეთი მჟავეების ხსნარებში, რობლებსაც არ გააჩნიათ დამჟანგავი თვისებები, მაგრამ იხსნება მეფის არაყში (царская водка) და აზოტმჟავაში, ორვალენტიანი ვერცხლისწყლის მარილების წარმოქმნით. აზოტმჟავაში ჭარბი ვრეცხლისწყლის გახსნისას სიცივეში წარმოიქმნება Hg2(NO3)2.

II ჯგუფის ელემენტებს შორის მხოლოდ ვერცხლისწყალს უჩნდება შესაძლებლობა ძალიან მდგრადი ელექტრონული გარსის დაშლისა 6d10, რაც იძლევა შესაძლებლობას (+4) ვერცხლისწყლის ნაერთების არსებობისა. ასე რომ, ნაკლებად ხსნადი Hg2F2 და ხრწნადი წყლის HgF2 გარდა არსებობს HgF4, რომელიც მიიღება ვერცხლისწყლის ატომებისა და ნეონისა და ფტორის ნარევის ურთიერთქმედებით 4К ტენპერატურის პირობებში.

 

 

ვერცხლისწყალი თერმომეტრის რეზერვუარში





გამოყენება

მედიცინა

იმის გამო რომ ვერცხლისწყალი ძალიან ტოქსიკურია, ის თითქმის მთლიანად ამოღებულია სამედიცინო პრეპარატების დამზადებიდან.

XIX საუკუნეში ექიმები ვერცხლისწყლით მკურნალობდნენ ჭრილობებს და ვენერიულ დაავადებებს. ვერცხლისწყლის ნაერთები გამოიყენებოდა როგორც ანტისეპტიკი (სულემა), კუჭის ამშლელი (კალომელი).

მუქი იასამნისფერი ნათება უნტრაიისფერი სხივების ნათურსი განპირობებულია ვერცხლისწყლის ორთქლის ასრებობით.

ტიმორესალი გამოიყენება როგორც კონსერვანტი ვაქცინისთვის.

ვერცხლის ამალგამას გამოიყენებენ სტომატოლოგიაში კბილის პლომბების მასალად.

ვერცხლისწყალი -203 (T1/2 = 53 წმ) გამოიყენება რადიოფარმაკოლოგიაში.

ტექნიკა

ვერცხლისწყალი გამოიყენება თერმომეტრებში. ვერცხლისწყლის და ტალიუმის შენადნობი გამოიყენება დაბალტემპერატურული თერმომეტრებისათვის.

20 საუკუნის შუა ხანებამდე ვერცხლისწყალი ფართოდ გამოიყენებოდა ბარომეტრებში და მანომეტრებში.

ვერცხლისწყლის ვაკუუმის ტუმბოები 19 ს. და 20 საუკუნის დასაწყისში იყვნენ ვაკუუმის ძირითადი წყაროები.

ვერცხლისწყლის ორთქლითაა გაჯერებული ვერცხლისწყლის-კვარცის ნათურები და ლუმინესცენტნური ნათურები.

ვერცხლისწყალი გამოიყენება პოზიციის სენსორებში.

ზოგიერთ დენის ქიმიური წყაროებში (მაგალითად, ვერცხლისწყალი-თუთიის ელემენტი).

ვერცხლისწყალი ასევე ზოგჯერ გამოიყენება როგორც მუშა სხეული მძიმედ დატვირთულ ჰიდროდინამიკურ მზიდებში.

ვერცხლისწყალი გამოიყენება წყალქვეშა ნავებში როგორც ბალასტი და არეგულირებს ზოგიერთი აპარატის დახრასა და დიფერენტს.

ვერცხლისწყალი ადრე შედიოდა ბიოციდური საღებავების შემადგენლობაში რათა არ მოხდეს გემის კორპუსზე ზღვის ორგანიზმების ზრდა. ეხლა უკვე აკრძალულია ასეთი ტიპის საღებავების გამოყენება.

ვერცხლისწყლის იოდიდი გამოიყენება როგორც რადიოაქტიური გამოსხივების დეტექტორის ნახევარგამტარი.

ვერცხლისწყალის ფულმინატი (”მგრგვინავი ვარცხლისწყალი”)თავიდანვე გამოიყენება როგორც დეტონატორი.

ვერცხლისწყლის ბრომიდი გამოიყენება წყლის თერმოქიმიური დაშლისას წყალბადად და ჟანგბადად (ატომურ-წყალბადური ენერგეტიკა).

პერსპექტიულია ვერცხლისწყლის ცეზიუმთან შენადნობში გამოყენება, იონურ ძრავებში მაღალეფექტური მუშა ნაწილად.

ვერცხლის ნაერთები გამოიყენება ქალის ქუდების წარმოებაში.

 

 

მეტალურგია

ლითონური ვერცხლისწყალი გამოიყენება მთელი რიგი მნიშვნელოვანი შენადნობების მისაღებად.

ადრე სხვადასხვა ლითონების ამალგამები, განსაკუთრებით ვერცხლისა და ოქროს ამალგამა ფართოდ გამოიყენებოდა საიუველირო საქმეში, და ასევე სარკეების წარმოებაში.

ლითონური ვერცხლისწყალის კათოდი გამოიყენება აქტიური ლითონების, ქლორისა და ტუტეების ელექტროლიტიკურად მიღებისას.

ვერცხლისწყალი გამოიყენება მეორადი ალუმინის გადამუშავებისას და ოქროს მოპოვებისას (ნახეთ ამალგამაცია).

 

 

ვერცხლისწყლის ტოქსიკოლოგია

ლითონური ვერცხლისწყალი და მისი ორთქლები ძალიან საწამლავია, შეუძლიათ გამოიწვიონ ძალიან ძლიერი მოწამლვა. ვერცხლისწყალი და მისი შენაერთები (სულემა, კალომელი, ვერცხლისწყლის ციანიდი) აზიანებს ნერვულ სისტემას, ღვიძლს, თირკმლებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ჩასუნქვის შემთხვევაში — სასუნთქ გზებს (ორგანიზმში ყველაზე ხშირად ვერცხლისწყალი სწორედ ჩასუნთქვის გზით ხდება). საშიშროების კლასის მიხედვით ვერცხლისწყალი მიეკუთვნება პირველ კლასს (ძალიან საშიში ქიმიური ნივთიერება). გარემოს საშიში დამბინძურებელი, განსაკუთრებით საშიშია მისი მოხვედრა წყალში, რადგანაც ფსკერზე არსებული მიკროორგანიზმების მოქმედებით მიმდინარეობს წყალში ხსნადი ტოქსიკური მეთილვერცხლისწყლის წარმოქმნა.

ვერცხლისწყლის ორგანული ნაერთები (მეთილვერცხლისწყალი და სხვა) განსაკუთრებულად ტოქსიკურია ვიდრე არაორგანული ნაერთები, პირველ რიგში მათი ლიპელფილობის გამო და ორგანიზმის ფერმენტატიული სისტემების ელემენტებთან უფრო ეფექტური ურთიერთქმედების უნარის გამო.

დაწვრილებით წაიკითხედ სტატია ვერცხლისწყლით მოწამლვა.

ვერცხლისწყლის კონცენტრაციის ჰიგიენური ნორმირება

ლითონური ვერცხლისწყლის და მისი ორთქლებით დაბინძურების ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია:

ზდკ დასახლებულ პუნქტებში (საშუალო დღეღამური) - 0,0003 მგ/მ³

ზდკ საცხოვრებელში (საშუალო დღეღამური) - 0,0003 მგ/მ³

სამუშაო ზონის ჰაერის ზდკ (მაქს. ერთჯერადი) - 0,01 მგ/მ³

სამუშაო ზონის ჰაერის ზდკ (საშუალო დღეღამური) - 0,005 მგ/მ³

ზდკ გამდინარე წყლების (არაორგანული ნაერთებისათვის, ორვალენტიანი ვერცხლისწყლზე გადაანგარიშებით) - 0,005 მგ/მლ

სამეურნეო-სასმელი და კულტურული წყალმოხმარების ობიექტების, წყალსაცავების წყლის ზდკ - 0,0005 მგ/ლ

თევზის მეურნეობის წყალსაცავების ზდკ - 0,00001 მგ/ლ

ზღვის წყლის ზდკ - 0,0001 მგ/ლ

ნიადაგების ზდკ - 2,1 მგ/კგ

 

 

 

დემერკურიზაცია (ვერცხლისწლისაგან გაუვნებელყოფა)

ფართებისა და ნივთების გაუვნებელყოფას გასუფთავებას ვერცხლისწყლისა და მისი ორთლებისაგან ეწოდება დემერკურიზაცია. ყოფაში ფართოდ გამოიყენება დემერკურიზაცია გოგირდის გამოყენებით. ასე მაგალითად თუ გატყდა თერმომეტრი, საჭიროა გულდასმით შეგროვდეს ვერცხლისწყლის ბურთები მინის ჰერმეტულ ქილაში, სამედიცინო ოყნის მეშვეობით, ხოლო ღრიჭოები და უსწორმასწორობა შევავსოთ გოგირდის ფხვნილით (S). გოგირდი ადვილად შედის ქიმიურ რეაქციაში ვერცხლისწყალთან ოთახის ტემპერატურის პირობებში, წარმოიქმნება საწამლავი თუმცა არამფრინავი შენაერთი კინოვარი - HgS.

მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით