პორტარტული ავტომატური სამღებრო აპარატი
აღწერილობა
ნახ. 1. პორტარტული ავტომატური სამღებრო აპარატი
ნახ. 2. ბუნებრივი პიგმენტები და მათი ხსნარები
ნახ. 3. შეღებილი ბუნებრივი ბოჭკო
ნახ. 4. ფარდაგი
პორტარტული ავტომატური სამღებრო აპარატი წარმოადგენს მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია როგორც ბუნებრივი წარმოშობის ნედლეულიდან საღებრის მაღალეფექტური ექსტრაცია, ისე ბუნებრივი ბოჭკოს ღებვა. აპარატის მართვის ბლოკი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ექსტრაქციისა და ღებვის პროცესები განახორციელოს მართვის შესაბამისი ღილაკის საშუალებით.
ინოვაციური მხარე და ძირითადი უპირატესობანი
პორტარტული ავტომატური სამღებრო აპარატის ძირითად უპირეტესობებსა და ინოვაციურ სიახლეს წარმოადგენს:
- მოქმედების უნივერსალურობა - ერთი და იმავე აპარატში ექსტრაქციისა და ღებვის პროცესების განხორციელების შესაძლებლობა
- პორტარტულობა
- მუშაობის ავტომატური რეჟიმი
- მაღალი წარმადობა და ეფექტურობა
- ეკოლოგიურად სუფთა საღებრებით შეღებილი მასალების მიღების შესაძლებლობა
- დაბალი თვითღირებულება
გამოყენების სფეროები
პორტარტული ავტომატური სამღებრო აპარატის გამოყენების სფეროებია კუსტარული ან მცირე სამეწარმეო საფეიქრო წარმოება. ამდენად იგი გათვალისწინებულია იმ ინდივიდუალურ და კერძო მეწარმეებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ეროვნულ-ტრადიციული ნაქსოვ/ნაქარგი ნაკეთობების (ხალიჩები, ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სუვენირები ) დამზადებას.
იგი ასევე დიდ დახმარებას გაუწევს ისტორიული ნაკეთობების რესტავრაციით დაკავებულ სამსახურებს.
შემუშავების სტადია
შემუშავებულია პორტარტურული ავტომატური სამღებრო აპარატის პროტოტიპი, დადგენილია საექსტრაციო მასალების (მცენარეების) სახეობები, საღებრების ექსტრაგირების და ბუნებრივი ბოჭკოების (შალი, აბრეშუმი) ღებვის რეჟიმები.
საკონტაქტო მისამართი
საქართველოს ტექნიკური უნივეტსიტეტი,
ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი
საკონტაქტო პირი: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი
საქართველო, თბილისი, კოსტავას 69, II კორპუსი,
III სართული, 302 ოთახი.
ტელ: (+995 32)335201;
მობ.: (995 93) 35 75 38;
ელ-ფოსტა: elizbarashvili@gtu.ge