ეს საინტერესოა

 

წყლის ახალი კატალიზატორები - ახალი შეხედულებები

ახალმა შეხედულებებმა შეიძლება გამოიწვიოს უკეთესი კატალიზატორების შექმნა წყლის მოლეკულის დასაშლელად.

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (Caltech) და ლორენს ბერკლის ნაციონალური ლაბორატორიის ქიმიკოსებს მიაჩნიათ, რომ მათ უკვე შეუძლიათ ახსნან ფოტოსინთეზის ერთერთი საიდუმლო - ქიმური პროცესი, რომლის საშუალებითაც მცენარეები გარდაქმნიან მზის ენერგიას სასარგებლო ენერგიად და წარმოქმნიან ჩვენთვის სასიცოცხლო ჟანგბადს.. აღმოჩენა გვთავაზობს ახალ გზებს, ახალი კატალიზატორების მიღების მეთოდებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ წყლის გახლეჩას ხელოვნური ფოტოსინთეზით.

"თუ ჩვენ გვსურს შვქმნათ სისტემა, რომელსაც შეუძლია ხელოვნური ფოტოსინთეზის შექმნა, მაშინ მნიშვნელოვანია გვესმოდეს თუ როგორ იპოვა ამ სისტემამ თავისი ფუნქციები ბუნებაში“ ამბობს თეოდორ აგეპი (Theodor Agapie) კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ქიმიის ასისტენტ პროფესორი და მთავარი მკვლევარი ჟურნალში Nature Chemistry სტატიაში, სადაც აღწერილია ახალი შედეგები.

 

სრულად

 

წყარო:Science Daily

 

გამოქვეყნებულია: 22-05-2013