ეს საინტერესოა

 

კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის ახალი სისტემა

სიმსივნური დაავდების აღმოჩენის დღეს არსებული მეთოდები ეფუძვნება ბიოფსიის ინვაზიურ მეთოდს ან ბიომარკერების განსაზღვრას. სამწუხაროდ ორივე მეთოდი ცალსახა შედეგს მხოლოდ მაშინ იძლევა, როცა დაავადება უკვე გავრცელებულია.

სამხრეთ კორეელმა მკვლევარებმა შეიმუშავეს მარტივი და არაინვაზიური მეთოდი კიბოს უჯრედების აღმოსაჩენად, რომელმაც შეიძლება დააჩქაროს ავთისებიანი სიმსივნის ადრეული გამოვლენა, რაც პაციენტებს მისცემს მეტ შანსს ამ სასიკვდილო დაავადების წინააღმდეგ სამკურნალოდ.

სიმსივნური უჯრედები განსხვავდება ჩვეულებრივი უჯრედებისაგან მთელი რიგი ნიშნებით, მათ შორის შემადგენლობით და მემბრანის აღნაგობით. აღმოჩენილ იქნა, რომ კიბოს უჯრედების მემბრანები შეიცავენ დიდი რაოდენობით ლიპიდებს, ვიდრე ჯანსაღი უჯრედების გარსი. ამ გარემოებას მივყავართ იქამდე, რომ სიმსივნური უჯრედის ზედაპირზე მნიშვნელოვნად ლოკალიზებულია უარყოფითი მუხტი. იუნ-ბო შიმ (Yoon-Bo Shim) გადაწყვიტა გამოეყენებინა კიბოს უჯრედების განსაკუთრებულობა დიაგნოსტიკის ახალი მეთოდის შესამუშავებლად, რომელიც ეფუძვნება დაუნომიცინის (daunomycin) კიბოსსაწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენებას, რომელიც როგორც ცნობილია უერთიერთქმედებს ანიონურ ლიპიდებთან.

 

სრულად

 

წყარო:Chem. Commun., 2013, DOI: 10.1039/C2CC38235K

 

გამოქვეყნებულია: 01-04-2013