ეს საინტერესოა

 

ბორის ორთქლის საშუალებით შესაძლებელია ჰეტეროფულერენების მიღება

მკვლევარებმა აშშ-დან აღმოაჩინეს ჰეტეროფულერენების - ფულერენების სინთეზის მარტივი მეთოდი, რომლებიც თავიანთ სტრუქტურაში შეიცავენ ნახშირბადის ატომის გარდა სხვა ატომებსაც. ახალი მეთოდი ემყარება იმ ფაქტს, რომ ფულერენები ზრდის პროცესში მუშავდება ბორის ორთქლით.

აღმოჩნდა, რომ ნახშირბადის ბორით შეცვლას მივყავართ ისეთი ნაერთის წარმოქმნამდე, როგორიც ბორფულერენია. მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ მათ მიერ აღმოჩენილი ჰეტეროფულერენების მიღების მეთოდის მაშსტაბირება ადვილია, ასევე შესაძლებელია ეს მეთოდი გამოყენებულ იქნას ნახშირბადშემცველი ფულერენების ანალოგებისათვის, მაგალითად ნახშირბადული ნანომილაკებისა ან გრაფენებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ლეგირება დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა ფულერენების ელექტრონული თვისებების ასაწყობად, ბორი იყო იგნორირებული, როგორც მალეგირებელი დანამატი, იმდენად რამდენადაც არ არსებობდა პირდაპირი მეთოდი ბორშემცველი ფულერენების სინთეზისა.

ფლორიდის უნივერსიტეტიდან, ჰარი კროტოს (Harry Kroto) ჯგუფის მკვლევარების მიერ შემოთავაზებულ იქნა იდეა ატომური მიმოცვლისა გაზურ ფაზაში, რომელიც ეფუძვნება წინასწარ გამოკვლევებს, ფულერენების ზრდის მექანიზმის შესწავლისა ნახშირბადატომების ინკორპორირების ხარჯზე. პოლ დანკი, (Paul Dunk) ერთ-ერთი მკვლევარი, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა ამ პროექტში, აღნიშნავს, რომ ფულერენებზე ნახშირბადის ორთქლის ზემოქმედებით შეიმჩნევა ატომების მარტივი მიმოცვლა. დაკვირვების ასეთმა შედეგმა მკვლევარები მიიყვანეს იმ დასკვნამდე, რომ ფულერენებზე ემოქმედათ ბორის ორთქლით.

 

სრულად

 

წყარო:-

 

გამოქვეყნებულია: 20-02-2013