ეს საინტერესოა

 

პოლისტიროლის გადამუშავების ახალი მეთოდი

ამერიკელმა ქიმიკოსებმა შეიმუშავეს პოლისტიროლის ნარჩენების მეორადი გადამუშავების უწყვეტი პროცესი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ჩატარდეს მისი დეპოლიმერიზაცია მონომერამდე - სტიროლამდე.


ახალი მეთოდი, რომელიც მოიცავს დეპოლიმერიზაციას მონომერამდე ეკონომიური თვალსაზრისით უფრო მომგებიანია, რადგანაც მონომერამდე დაბრუნება შედარებით მაღალი ხარისხის მასალებისა და ნაკეთობების მიღების საშუალებას იძლევა, ვიდრე ჩვეულებრივ ნარჩენების გადადნობით.

კვლევის ხელმძღვანელმა ლენი შმიდტმა (Lanny Schmidt) მინესოტის უნივერსიტეტიდან განაცხადა, რომ ამერიკაში პლასტმასების ნარჩენების ნახევარზე ნაკლები ექვემდებარება მეორად გადამუშავებას, მთლიანად მსოფლიოში კი პოლიმერების მეორადი გადამუშავების მხრივ საქმე არასახარბიელოდაა - ნარჩენებს წვავენ ან გააქვთ ნაგავსაყრელზე. ის ასევე დასძენს, რომ პოლიმერები, რომლებიც ექვემდებარება მეორად გადამუშავებას წარმოადგენს დაბალი ხარისხის მასალის პროდუქციას, რომელიც დაბინძურებულია ან შერეულია სხვა მასალებთან, ხოლო მათი გასუფთავება კი საკმო დანაკარგის შემცველია.

პლასტმასის ნარჩენების მარტივი გალღობა და ნალღობიდან ახალი მასალების ფორმირება, ეკოლოგიურად ბინძური პროცესია, რამდენადაც ამ დროს პლასტმასი შეიძლება დაიშალოს და შეიმუროს ტოქსიკური აირების გამოყოფით. შმიდტის ხელმძღვანელობით ამერიკელმა მკვლევარებმა მიზნად დაისახეს პლასტმასას მეორადი გადამუშავება საწყის მონომერამდე, რომელიც შემდგომ ისევ დაექვემდებარება პოლიმერიზაციას, ახალი სუფთა პოლიმერის წარმოქმნით. სასურველია, რომ დეპოლიმერიზაციის პროცესი მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში.

 

სრულად

 

წყარო:ChemSusChem, 2012, DOI: 10.1002/cssc.201200412

 

გამოქვეყნებულია: 23-01-2013