კარბონილის სულფიდი - კვირის მოლეკულა

კარბონილის სულფიდი (COS) წარმოადგენს გოგირდის სუნის მქონე უფერულ გაზს. მას ნახშირბადის დიოქსიდის მსგავსი წრფივი სტრუქტურული ფორმულა აქვს, თუმცა მისგან განსხვავებით აალებადია. წყალში ნელა იშლება, ტუტის თანაობისას კი ჩქარდება დაშლის პროცესი.



COS-ის მიღების პირველი მცდელობა 1841 წელს იყო (J. P. Couërbe), თუმცა მიღებული გაზი უმალ იშლებოდა ნახშირბადის დიოქსიდსა და გოგირდწყალბადში. პირველი წარმატებული სინთეზის ავტორია უნგრელი მეცნიერი კარლ ფონ თენი (Carl von Than), რომელმაც კატბონილის სულფიდი მიიღო კალიუმის თიოციანატისა და გოგირდმჟავას ურთიერთქმედებით. მასვე ეკუთვნის მისი სრულყოფილი დახასიათება.



კარბონილის სულფიდის მარტივი მოლეკულური სტრუქტურის გამო გამოყენების არეალი ძალიან მწირი ჰქონდა. იგი მიუხედავად იმისა, რომ ატმოსფეროში მისი შემცველობა დაახლოებით 0.5 მმნ-ია, მაინც ატმოსფეროში ყველაზე მეტად გავრცელებული გოგირდშემცველი ნაერთია. სწორედ ამით მიიპყრო მან უკანასკნელ წლებში მკვლევართა ყურადღება.



10 წლის წინ, ელიოტ ჩამფბელმა (J. Elliott Campbell) კალიფორნიის უნივერსიტეტიდან შენიშნა, რომ კარბონილის სულფიდი წარმოადგენდა ნახშირბადის დიოქსიდის სუროგატს და შესაძლებელი იყო იგი გამოეყენებინა ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების დაკვირვებისათვის. მართალია იგი ატმოსფეროში დაახლოებით 106-ჯერ ნაკლები რაოდენობითაა გავრცელებული, მისი „ატმოსფერული“ სიგნალი 6-ჯერ უფრო ინტენსიურია, ვიდრე CO2-ის. ამას კი ამ ტიპის კვლევებში CO2-ის განსაზღვრისას არსებული პრობლემების თავიდან არიდების საშუალებას იძლევა.



ჩამფბელის ეს მიგნება იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ უკანასკნელ პერიოდში უკვე არაერთი სტატია ქვეყნდება, რომელშიც კარბონილის სულფიდის ტექნიკა გამოიყენება ატმოსფეროში ნახშირბადის ცირკულაციის პროცესების შესასწავლად.






წყარო:
American Chemical Society

გამოქვეყნებულია: 25-07-2017






უკან დაბრუნება 

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას