ეს საინტერესოა

 

სინათლის მოქმედებით ნახშირბადის დიოქსიდის გარდაქმნა საწვავში

დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექნეს როდიუმის ნანო ნაწილაკები, რომელთაც შესწევთ უნარი ნახშირბადის დიოქსიდი გარდაქმნან მეთანში. რეაქციის წარმართვას მხოლოდ ულტრაიისფერი დასხივება სჭირდება

მკვლევარები ამჟამად ცდილობენ მოდიფიკაცია გაუკეთოთ კატალიზატორს, რომელსაც შეეძლება სინათლის წყაროდ ულტრაიისფერი უბნის ნაცვლად ხილულ სპექტრშიც შეძლოს რეაქციის წარმართვა.

აღმოჩენის ავტორი არის დიუკის უნივერსიტეტის პროფესორი ჯაი ლიუ. ამა წლის 23 თებერვალს ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნებულ სტატიაში იგი აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, რომ როდიუმი არის ბუნებაში გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ელემენტი, იგი დღითიდღე სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ეს ვერცხლისფერი მეტალი უკვე გამოიყენება საწარმოო პროცესებში და კატალიზურ რეაქციებს რამდენიმეჯერ აჩქარებს. მიმდინარე აღმოჩენაში კი როდიუმის ნანონაწილაკები მცირე ზომის „ანტენების“ როლს ასრულებენ, რომელიც შთანთქვას ულტრაიისფერ სინათლეს და მას სითბურ ენერგიად ან მძლავ ელექტრულ ველად გარდაქმნის.

მეთანის სინთეზის დღეს არსებული ტექნოლოგიები ძლიერ ენერგოტევადი პროცესებია, შემოთავაზებული მეთოდით კი მხოლოდ დასხივების პროცესია საკმარისი.

 

სრულად

 

წყარო:Xiao Zhang, Xueqian Li, Du Zhang, Neil Qiang Su, Weitao Yang, Henry O. Everitt, Jie Liu. Product selectivity in plasmonic photocatalysis for carbon dioxide hydrogenation. Nature Communications, 2017;

 

გამოქვეყნებულია: 17-12-2018