ეს საინტერესოა

 

შესაძლებელია მეტალის ნაწილაკები იყოს მომავალის სუფთა საწვავი?

მაკგილის უნივერსიტეტის მკვლევარების აზრით, სუფთა ელექტროენერგიის გამომუშავების მეთოდებს, როგორიცაა მაგალითად მზისა და ქარის ენერგია, ან სხვა ალტერნატიულ მეთოდებს (ბიოდიზელი, წყალბადი და სხვა) შეემატა კიდევ ერთი სახეობა - მეტალის ნაწილაკები.

„მზისა და ქარის ენერგიით სუფთა ელექტოენერგიის მიღების ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება. მაგრამ მათი გამოყენებით სრულად ვერ ხერხდება ბენზინისა და დიზელის ჩანაცვლება... ბიოდიზელი მართალია საინტერესო და მნიშვნელოვანი ალტერნატიული საწვავია, მაგრამ სოფლის მეუორნეობის შესაძლებლობები ჩამორჩება მასზე მოთხოვნის დონეს. ამიტომ იგი მხოლოდ ნაწილობრივ თუ ჩაანაცვლებს ნახშირწყალბადოვან საწვავებს. წყალბადი საჭიროებს დიდ და მძიმე საცავებს, ამასთან ფეთქებადობის რისკი მაღალია. ელექტრომობილებში გამოყენებული აკუმულატორებს არ შესწევთ დიდი რაოდენობის ენერგიის შენახვა..." - აცხადებს მაკგილის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი ბერგთორსონი.



ჯეფრი ბერგთორსონი მაკგილის უნივერსიტეტისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს რამდენიმე მკვლევართან ერთად ახალ კონცეფციას გვთავაზობს - საწვავად მეტალის ფხვნილის გამოყენებას გარე წვის ძრავებში.

მეტალის წვის ენერგიის გამოყენება ახალი არ არის. იგი 20-ე საუკუნის შუა პერიოდიდან აქტიურად გამოიყენება სარაკეტო საწვავებში.

მეტალის წვის შედეგად დიდი რაოდენობის სითბოს მიღება არის შესაძლებელი, მარტივდება რეციკლიზაციის პროცესი და ამასთან ადგილი არ აქვს CO2-ის ემისიას.



მოცემული ტექნოლოგია ჯერ დახვეწის სტადიაზეა და დღეისათვის უკვე მიღწეულია სტაბილური ცეცხლის ალის მიღება მეტალის წვრილდისპერსულ ფხვნილსა და ჟანგბადის ნარევის ნაკადში. გამოყენებული მეტალებიდან ერთ-ერთი პირველი კანდიდატი რკინაა. რკინა მეტალებს შორის დღეისათვის ყველაზე დიდი რაოდენობით იწარმოება. ამასთან მისი რეგენერაციის ტექნოლოგიაც სხვა მეტალებთან შედარებით უფრო დახვეწილი და იაფია.

ავტორების განცხადებით, შემდგომი ეტაპი მათ კვლევაში იქნება პროტოტიპული დანადგარის აგება.

 

სრულად

 

წყარო:J.M. Bergthorson, S. Goroshin, M.J. Soo, P. Julien, J. Palecka, D.L. Frost, D.J. Jarvis. Direct combustion of recyclable metal fuels for zero-carbon heat and power. Applied Energy, 2015; 160: 368

 

გამოქვეყნებულია: 15-01-2016