ეს საინტერესოა

 

Vantablack - კიდევ ერთი ახალი მომავლის მასალა ნახშირბადის საფუძველზე

ბრიტანულმა კომპანიამ Surrey Nanosystems-მა შეიმუშავა ახალი მასალა Vantablack -ის სახელწოდებით, რომელიც წარმოადგენს დედამიწაზე ყველაზე "შავ სხეულს". იგი დაცემული სხივის 99.96%-ს შთანთქავს, რითაც პრაქტიკულად შავი ხვრელის პარამეტრებს უახლოვდება.

Vantablack შედგება გრაფიტის ნანომილაკებისაგან, რომლის დიამეტრიც 10000-ჯერ უფრო მცირეა, ვიდრე ადამიანის თმის ღერი. მათი დიამეტრი იმდენად მცირეა, რომ ფოტონებს მათი გაღწევა არ შეუძლიათ. ეს კი თავის მხრივ მათი ტექნიკაში მეტად საინტერესო გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
Vantablack -ის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება ოპტიკურ მოწყობილობებში (მაგ. ტელესკოპებში) გვერდითი სხივების ჩასახშობად, თბოიზოლაციის საშუალებებსა ელექტრონიკაში.

კომპანიაში Surrey Nanosystems ასევე აცხადებენ, რომ მათი გამოგონება მხოლოდ სამოქალაქო-ტექნოლოგიური მიზნებით იქნება გამოყენებული და სამხედრო სტრუქტურებთან არ ითანამშრომლებენ.

 

სრულად

 

წყარო:Independen news

 

გამოქვეყნებულია: 24-12-2015