ეს საინტერესოა

 

პოლიმერი გამოავლენს სიმსივნურ ზონას

ახალ "ჭკვიან" პოლიმერებს, რომლებიც pH მნიშვნელობების მიმართ ძალიან მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევიან, განსაკუთრებული სიზუსტით შეუძლია სიმსივნის გამოვლენა. ახალი სისტემის მუშაობის პრინციპი ეფუძვნება იმას, რომ სიმსივნური ქსოვილი, როგორც წესი, ჯანსაღ ქსოვილთან შედარებით გამოირჩევა უფრო მაღალი მჟავიანობით.

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ახალი პოლიმერი ქირურგს მიუთითებს არა მარტო ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ქსოვილების მდებარეობაზე, არამედ ის ასევე დაეხმარება ონკოლოგს გამოავლინოს მეტასტაზები მათი წარმოქმნის ადრეულ ეტაპზე.

მკვლევართა მრავალი ჯგუფი იტყობინება ფუნქციონალიზურ პოლიმერულ ნანონაწილაკების, კვანტური წერტილების ანუ ნახშირბადული ნანომილების შექმნაზე, რომელთაც შეეძლებათ, მათი ადვილად გამოვლენისათვის, სიმსივნური ქსოვილის „ნიშანდება“. თუმცა ონკოლოგიაში ასეთი ქემოინდიკატორების პრაქტიკული გამოყენება იზღუდება, რაც ალბათ განპირობებულია ჯანმრთელ და სიმსივნურ ქსოვილებს შორის მათი არათანაბარი განაწილებით, რომელიც დაავადებული ქსოვილების ზუსტ ლოკალიზაციას ართულებს, ან ის რომ სიმსივნურ ქსოვილში შესვლისას, სიგნალის მიღებისათვის ბევრი ამ სისტემიდან მუშაობს სპეციფიკური ბიომარკერების გამოვლენის ხარჯზე, რომლებიც არ არსებობენ მთელ დაავადებულ ქსოვილებში და აქედან გამომდინარე შეიძლება არც არსებობდეს ავადმყოფის ორგანიზმში.

ბიოსამედიცინო ინჟინერიის სპეციალისტმა ჯინმინგ გაომ (Jinming Gao) ტეხასის უნივერსიტეტიდან შეიმუშავა ფლუორესცენტული ნანოზონდი, რომელიც მჟავიანობის მომატებაზე რეაგირებს. პრაქტიკულად ყველა მყარი სიმსივნე გამოირჩევა მაღალი მჟავიანობით, რამდენადაც სიმსივნურ ქსოვილებში გლიკოლიზი მიმდინარეობს მომატებული სიჩქარით და გლუკოზის გახლეჩა ხდება მხოლოდ ერბობმჟავამდე.

 

სრულად

 

წყარო:Nat. Mater., 2013, DOI: 10.1038/nmat3819

 

გამოქვეყნებულია: 14-05-2015