ეს საინტერესოა

 

კოფეინი ორსული თაგვებისათვის უკუჩვენებას იძლევა

ორსულ ქალბატონებს ექიმები ხშირად ურჩევენ, რომ დღეში 200მგ-ზე მეტი კოფეინი არ მიიღონ. კოფეინის ასეთი ნორმა დაახლოებით 1.5 ფინჯანი მოხარშული ყავის ეკვივალენტურია. კოფეინის ეს რაოდენობა უსაფრთხოა, რადგანაც, როგორც ამას ამერიკელი მეან-გინეკოლოგების წარმომადგენლები აცხადებენ, ის არ იწვევს ნაადრევ მშობიარობასა და სხვადასხვა გართულებას.

მიუხედავად ამისა, მკვლევარები დაფიქრდნენ, შეიძლება კი მომავალი დედის მიერ დაახლოებით 200მგ კოფეინის ყოველდღიურმა მიღებამ ემბრიონზე გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს- მაგრამ ცნობილია, რომ მსოფლიოში არსებული ბევრი წამალი ორსულობისას საშვილოსნოში ხვდება ან დედიდან შვილს ძუძუთი კვების დროს გადაეცემა.

პასუხის მოსაძებნათ საფრანგეთის ჯანდაცვისა და სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა კრისტოფ ბერნარის (Christophe Bernard) ხელმძღვანელობით, შეისწავლეს ახალშობილი თაგვები, რომელთა დედის საკვებში ყოველდღიურად კოფეინი შეჰყავდათ, შეწყვილების მომენტიდან შვილების ძუძუთი გამოკვებამდე. დედა თაგვი ყოვედღიურად კოფეინს ღებულობდა ნორმით, რაც ადამიანის 3, 4 ფინჯან ყავას უტოლდებოდა.

მკვლევარებმა, როცა შეისწავლეს კოფეინს შეგუებული დედა თაგვების ტვინი, მათ შენიშნეს განსაზღვრული ნერვული უჯრედების მიგრაციის შეჩერება სხვა საკონტროლო თაგვების ჯგუფთან შედარებით. ბერნარი ამბობს, რომ ტვინის განვითარების დროს ზოგიერთი ნეირონი ტვინის გარკვეულ უბნებში ისახება, რომლებიც თანდათან სხვა უბნებში უნდა გადაადგილდებოდეს. მკვლევარები თვლიან, რომ კოფეინი თაგვებში იწვევს ამ ნეირონების მიგრაციის რღვევას.

 

სრულად

 

წყარო:Sci. Transl. Med. 2013, DOI: 10.1126/scitranslmed.3006258

 

გამოქვეყნებულია: 16-02-2015