ეს საინტერესოა

 

ნანომაგნიტებს სისხლის გაწმენდა შეუძლია

შვეიცარიელმა მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ნანონაწილაკებს, რომელთათვისაც ორგანიზმში შეღწევა არ წარმოადგენს აუცილებლობას, შეუძლია სისხლი მავნე ნივთიერებებისაგან გაწმინდოს.

სისხლიდან არასასურველი მოლეკულების გამოდევნა ხშირად მკურნალობის ყველაზე პირდაპირი ან მრავალი დაავადების პრევენციის გზაა. ასეთი მიდგომის კარგი მაგალითია ჰემოდიალიზი - სისხლის ხელოვნური განწმენდის მეთოდი თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის დროს. ჰემოდიალიზის დროს ორგანიზმიდან მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების გამოდევნა, სითხისა და ელექტროლიტებს შორის დარღვეული ბალანსის ნორმალიზაცია. ჰემოდიალიზი ეფუძვნება მემბრანულ ტექნოლოგიებს და მისი შედეგები დამოკიდებულია მემბრანის ფორების ზომაზე, თუმცა, მას არ შეუძლია დიდი ზომის მავნე მოლეკულების ან უჯრედებისაგან სისხლის ეფექტური გაწმენდა.

ნანონაწილაკები, რომლის ზედაპირიც მოდიფიცირებულია გარკვეული ჩამნაცვლებლებით, შეიძლება გამოყენებულ იქნას დიდი ზომის მოლეკულებისაგან სისხლის გასაწმენდად, რომელსაც ისინი უკავშირდებიან კომპლემენტალურად. თუმცა დღეს მეცნიერებმა ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ შეაფასეს ყველა შესაძლო საფრთხე, რომელიც უკავშირდება ნანონაწილაკის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრას.

 

სრულად

 

წყარო:Nanoscale, 2013, DOI: 10.1039/c3nr02468g

 

გამოქვეყნებულია: 06-05-2014