სიახლეები

ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge” 10 წლისაა!

დღეს,  1 მარტს,  ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge”  10 წლის გახდა.

ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge” ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, პოპულარული და  და სტაბილური ინტერნეტ რესურსია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.


საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია დიდი ხანია მჭიდროდ თანამშრომლობს ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge”-სთან. იგი ყოველთვის იყო ჩვენი ასოციაციის მიერ ჩატარებული ღონისძიებების (ოლიმპიადა, კონფერენციები, პროექტები) საინფორმაციო მხარდამჭერი


საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის სახელით გვინდა მივულოცოთ საიუბილეო 10 წელი როგორც ინტერნეტგაზეთს, ისე იმ გუნდს, რომელიც ამ რესურსების შექმნაზე მუშაობს.


აქვე დავძენთ, რომ ამ გუნდის ინიციატივით ინტერნეტ გაზეთის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით

 

  • ნინოწმინდის რაიონს სოფელ  უჩმანაში,  იქნება  ჟურნალ „მასწავლებლის“ ბიბლიოთეკა და გადაეცემა  200-ზე მეტი  წიგნი
  • გადაირიცხა თანხა უკრაინელი ხალხის დახმარების ფონდში.

 
ინტერნეტგაზეთი საიუბილეო წლის განმავლობაში კიდევ ბევრი საინტერესო ამბავს გვპირდება.

 

გამოქვეყნებულია: 01-03-2022


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები