სიახლეები

ერთი გაკვეთილი

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია, ორგანიზაციის  10 წლისთავთან დაკავშირებით, სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის „ქიმიის უწყებანის“, მიმდინარე ნომერს უძღვნის ქიმიის მასწავლებლებს და აცხადებს მასალების მიღებას თემაზე - „ქიმიის ერთი გაკვეთილი“.

ჟურნალი გამოსაქვეყნებლად მიიღებს ნაშრომებს, რომელშიც აღწერილი იქნება ქიმიის ერთი საინტერესო გაკვეთილი, სწავლების მეთოდების, სიახლეების, დაგეგმილი/მიღწეული შედეგების. პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების/რეკომენდაციების ჩვენებით.

ნაშრომის ჟურნალში წარდგენა შესაძლებელია  ონლაინ შემდეგი ბმულის გამოყენებით:  ჟურნალი “ქიმიის უწყებანი" (chemistry.ge)

 

ნაშრომი უნდა  იყოს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადებული, არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს და გაფორმებული უნდა იყოს ჟურნალის მიერ დადგენილი წესების მიხედვით, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჟურნალის ვებგვერდზე ან შემდეგ ბმულზე: http://chemistry.ge/.../Authors_guide_ChemNewsLetters.pdf

სარედაქციო კოლეგიის მიერ შერჩეული 15 ნაშრომი  ჟურნალის მიმდინარე ნომერში გამოქვეყნდება.

 

პატივისცემით,

ჟურნალ „ქიმიის უწყებანის“ რედაქცია

 

გამოქვეყნებულია: 07-06-2021


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები