სიახლეები

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სიმპოზიუმი -2021

2021 წლის 15-21 თებერვალს ონლაინ-ფორმატში გაიმართა GTA-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სიმპოზიუმი. წელს სიმპოზიუმი სამი მიმართულებით მუშაობდა: მეცნიერება, ინოვაცია, ტექნოლოგია. სიმპოზიუმს ჰყავდა საერთაშორისო ჟიური, რომელიც აფასებდა კონკურსანტების ნამუშევრებს და მართავდა მათთან გასაუბრებებს პროექტის თემატიკასთან დაკავშირებით. მონაწილეები ფასდებოდნენ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: თავდაჯერებულობა, კომუნიკაცია, თემასთან დაკავშირებული ცოდნა, პრეზენტაცია

სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საჩხერის N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეები: ლუკა აბრამიშვილი (X კლასი) და  თიკო კირვალიძე (IX კლასი) გახდნენ გამარჯვებულები ინოვაციის კატეგორიაში დაა მოიპოვეს ოქროს მედლები პროექტით-„მენიუ კალორიებით-ერთი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისკენ“. აღნიშნული პროექტი განხორციელდა შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის პირობებში სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საჩხერის N 2 საჯარო სკოლის პედაგოგის ელისო აბრამიშვილის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოც. პროფ. თეა მათითაიშვილის ხელმძღვანელობით.

GTA არის მასწავლებელთა, ტრენერთა, ლექტორთა ასოციაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ხარისხიანი განათლება. საქართველოში აღნიშნული სიმპოზიუმი ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციის SIQA-ს მხარდაჭერით.

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია ულოცავს კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას




სიმპოზიუმის ოქროს მედალოსნები ლუკა აბრამიშვილი და თიკო კირვალიძე

 

გამოქვეყნებულია: 07-06-2021


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები