მესამე სამუშაო შეხვედრა ევროპულ სკოლაში

21 აპრილს სქპა-ს პროექტის ფარგლებში ჩატარდა მესამე სამუშაო შეხვედრა ევროპულ სკოლაში.  შეხვედრას ესწრებოდნენ მასწავლებლები თბილისის, გორის, კასპისა და წალკის სკოლებიდან. შეხვედრის  ფასილიტატორი იყო სოფიკო ფაცაცია.

მესამე შეხვედრა, პირველი ორი შეხვედრისგან განსხვავებით ეფუძნებოდა ვებ-გვერდის მართვას. მონაწილეებს შეხვედრამდე მიეწოდათ მასალა - ვებ-გვერდის მართვის ინსტრუქცია და დაევალათ სკოლაში მათ მიერ შექმნილი კლუბების პორტალზე (www.chemclub.edu.ge) დარეგისტრირება, რომელსაც მასწავლებელთა უმრავლესობამ წარმატებით გაართვა თავი.  შეხვედრაზე კი მიწოდებული ინსტრუქციის მიხედვით განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები, როგორიცაა, კლუბის წევრების დამატება, ლოგოსა და ბანერის შერჩევა, პრეზენტაციების, ვიდეოების, ექსპერიმენტებისა და სიახლეების დამატება. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული აქტივობებში. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ კლუბებში დარეგისტრირების სურვილი ბევრმა მოსწავლემ გამოთქვა და მათი მოტივაციაც გაიზარდა. ასევე გამოთქვეს კონფერენციაში მონაწილეობის სურვილიც.

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა.

 

  

გამოქვეყნებულია: 22-04-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას