მორიგი შეხვედრა აგრარულ უნივერსიტეტში

20 აპრილს, აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართა პროექტ -„ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ქსელის შექმნის“  მორიგი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას უძღვებოდა მენტორი ნათია ოჩხიკიძე.

შეხვედრაზე პედაგოგები გაეცნენ უკვე დარეგისტრირებული კლუბების მართვის და საიტზე მუშაობის ტექნოლოგიას. მასწავლებლები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი სამუშაო შეხვედრაზე და აქტიურად მოხდა მათ მიერ კლუბებში სხვადასხვა ტიპის მასალების (ვიდეო და ფოტომასალის) განთავსება.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის ფარგლებში მასწავლებლები დაესწრნენ სამ სამუშაო შეხვედრას, სადაც პირველ ეტაპზე შეასრულეს მარტივი ექსპერიმენტული დავალებები. სამუშაო შეხვედრების მეორე ციკლში მოხდა სხვადასხვა ტიპის პროექტების განხილვა და განხორციელება, დაგეგმილი ამოცანების მიხედვით პედაგოგებს მიეცათ საშუალება ენახათ როგორ შეიძლება მარტივი ექსპერიმენტული დავალება იქცეს პროექტად. ხოლო, მესამე ტიპის სამუშაო შეხვედრებზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პედაგოგებმა პორტალზე www.chemclub.edu.ge დაარეგისტრირეს კლუბები და აითვისეს საიტზე მუშაობის ტექნოლოგია.

შეხვედრაზე, პედაგოგების უმეტესმა ნაწილმა გამოთქვა კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის გთხოვთ შებრძანდეთ შემდეგ მისამართზე და გაიაროთ რეგისტრაცია http://chemclub.edu.ge/conf/2019/index.php.

შეგახსენებთ, რომ სამუშაო შეხვედრები ტარდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში.

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა

  

გამოქვეყნებულია: 21-04-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას