სპქა-მ გააგრძელა შეხვედრების მესამე ციკლი გურიის რეგიონში

13-14 აპრილს სპქა-მ გააგრძელა შეხვედრების მესამე ციკლი გურიის რეგიონის პედაგოგებთან სსიპ ქ. ოზურგეთის # 2 საჯარო სკოლაში, რომელსაც ესწრებოდნენ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის რაიონის მასწავლებლები.

 

მესამე სამუშაო შეხვედრა პედაგოგებისთვის ძალიან საინტერესოდ წარიმართა,  რადგან ისინი გაეცნენ ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბის საკუთარ ვებ-გვეძრე ინფორმაციის ატვირთვის ტექნოლოგიებს. ინდივიდუალურად, პრაქტიკულად განახორციელეს კლუბის გვერზე წევრების ფოტოების ატვირთვა, ლოგოს და ბანერისთვის სურათების დამუშავება და საიტზე განთავსება, ინფორმაციის დამატება, სიახლეების განთავსება, ქიმიური ექსპერიმენტებისთვის საიტიდან მისამართის გადმოტანა-დაკოპირება და პრეზენტაციის განთავსება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მონაწილე პედაგოგების უმრავლესობას უკვე ქონდა საკუთარი კლუბები დარეგისტრირებული, ხოლო დანარჩენმა მასწავლებებმა იქვე, შეხვედრის მსვლელობისას  დაარეგისტრირეს საიტზე თავიანთი კლუბები. მასწავლებლები დიდი ენთუზიაზმით იყვნენ სამუშაო პროცესში ჩართულები და გამოთქვამდნენ სურვილს, რომ აქტიურად ჩაერთვებოდნენ საკლუბო მუშაობაში და  ითანამშრომლებდნენ ერთმანეთთან. ძალიან სასიამოვნო იყო ის გარემოებაც, რომ პედაგოგების უმრავლესობას სამუშაო შეხვედრაზე ახლდა მოსწავლეები, რომლებიც შეხვედრიდან მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ კლუბური მუშაობის დროს.

 

სამუშაო შეხვედრები ტარდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში.

 

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა

 

 

  

გამოქვეყნებულია: 16-04-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას