გრძელდება შეხვედრები ქიმიის მასწავლებლებთან აჭარაში

11 აპრილს დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში გაიმართა პროექტის  „ ქიმიის სასკოლო კლუბების შექმნა“  მესამე ციკლის შეხვედრა. 

 

შეხვედრას ესწარებოდნენ აჭარის რეგიონის ქიმიის მასწავლებლები .შეხვედრას უძღვებოდა მენტორი თალიკო ჯაყელი.  შეხვედრის მთავარი მიზანი იყო  ქიმიის სასკოლო კლუბების ვებ-გვერდზე დარეგისტრირება და  მუშაობის ტექნოლოგიების დაუფლება. მონაწილეები  გაეცნენ ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბის საკუთარ ვებ-გვერდზე ინფორმაციის ატვირთვის ტექნოლოგიებს.  პრაქტიკულად განახორციელეს კლუბის გვერდზე წევრების ფოტოების ატვირთვა, ინფორმაციის დამატება, სიახლეების განთავსება, ქიმიური ექსპერიმენტებისთვის საიტიდან მისამართის გადმოტანა, ბანერისა და ლოგოსათვის ფოტომასალის შერჩევა, დაფორმატება შესაბამისი პროგრამის გამოყენებით და ატვირთვა, პრეზენტაციებისა და ექსპერიმენტების განთავსება საკუთარ პორტალზე,მონაწილეები დიდი ინტერესით ასრულებდნენ სხვადასხვა დავალებას.

 

მათი მადლობა გადაიხადეს პროექტში მონაწილეობის გამო და გამოთქვეს სურვილი, რომ აუცილებლად გააგრძელებენ პროექტში მონაწილეობას სასკოლო კლუბების სახით, ითანამშრომლებენ ერთმანეთთან და ხელს შეუწყობენ სასკოლო კლუბურ მუშაობას.

 

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა.

  

გამოქვეყნებულია: 15-04-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას