შეხვედრები ბათუმში ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბებთან დაკავშირებით.

10 აპრილს დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში გაიმართა პროექტის  „ ქიმიის სასკოლო კლუბების შექმნა“  მესამე ციკლის შეხვედრა. 

 

შეხვედრას ესწარებოდნენ აჭარის რეგიონის ქიმიის მასწავლებლები და პროექტის წარმომადგენელი ინგა ლომაძე. შეხვედრას უძღვებოდა მენტორი თალიკო ჯაყელი. 

 

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო  ქიმიის სასკოლო კლუბების ვებ-გვერდზე დარეგისტრირება და  მუშაობის ტექნოლოგიების დაუფლება.

 

მონაწილეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლეს სხვადასხვა ოპერაციის შესრულება: სიახლეების ატვირთვა, ბანერისა და ლოგოსათვის ფოტომასალის შერჩევა, დაფორმატება შესაბამისი პროგრამის გამოყენებით და ატვირთვა, პრეზენტაციებისა და ექსპერიმენტების განთავსება საკუთარ პორტალზე, კლუბის წევრების დარეგისტრირება და ა.შ.

 

მონაწილეები დიდი ინტერესით ასრულებდნენ სხვადასხვა დავალებას. მათი მადლობა გადაიხადეს პროექტში მონაწილეობის გამო და გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები კვლავ გაგრძელებულიყოს.

 

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა.

 

  

გამოქვეყნებულია: 13-04-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას