ნორჩ ქიმიკოსთა კლუბები გორის რეგიონშიც იხსნება

9 აპრილს გორის მე- 3 საჯარო სკოლაში გაიმართა  პროექტის ფარგლებში მესამე სამუშაო შეხვედრა, სადაც  მონაწილეებმა იმუშავეს ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბის საკუთარ   ვებგვერდზე.

 

შეხვედრა  ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო გამოვიდა, რადგან ბევრი ახალი უნარები აითვისეს ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით. 

სპქა დიდ მადლობას უცხადებს გორის მე-3 საჯარო სკოლას, როგორც პროექტის პარტნიორს და მის  დირექტორს  ბატონ ვახტანგ სუხიტაშვილს გულსხმიერებისათვის და ხელის შეწყობისათვის. გორის მე-3 საჯარო სკოლის ქიმიის კაბინეტს  სპქა საჩუქრად გადასცემს ელემენტთა პერიოდულობის ცხრილს.

 

პროექტი ხორციელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის გრანტის ფარგლებში.

 

შეხვედრის ამსახველი ფოტო კადრები.

  

გამოქვეყნებულია: 05-05-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას