ნორჩ ქიმიკოსთა კლუბები ახალციხის რეგიონიდან

ჩატარდა მესამე სამუშაო შეხვედრა ქიმიის მასწავლებლებთან. სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ახალციხის #1 საჯარო სკოლაში. შეხვედრას ესწრებოდა 13 მასწავლებელი. აღსანიშნავია რომ ზოგიერთ მასწავლებელს ახლდა რამდენიმე მოსწავლე, რომლებმაც თავად გამოთქვეს სურვილი, მასწავლებლებთან ერთად გაცნობოდნენ კლუბში მათ მიერ განხორციელებული აქტივობების საიტზე განთავსების პროცესს. 

რამდენიმე მასწავლებელს დარეგისტრირებული ჰქონდა კლუბი, რამდენიმემ კი შეხვედრაზე დაარეგისტრირა პორტალზე საკუთარი კლუბი. მათ წინასწარ მომზადებული მასალები ატვირთეს კლუბის საკუთარ გვერდზე, განათავსეს სიახლეები. დეტალურად გაეცნენ მომზადებულ ინსტრუქციას. გამოთქვეს მზაობა მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და მოამზადონ თემები კონფერენციისთვის.

პროექტი ხორციელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის გრანტის ფარგლებში.

  

გამოქვეყნებულია: 10-04-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას