კახეთის რეგიონის ქიმიის კლუბები იწყებენ მუშაობას

 

2019 წლის 6 აპრილს ჩატარდა მესამე სამუშაო შეხვედრა კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან. შეხვედრას უძღვებოდა თინათინ ბუთხუზი.  სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. შეხვედრას ესწრებოდა 13 მასწავლებელი.

მასწავლებლებს უკვე დარეგისტრირებული ჰქონდათ ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის პორტალზე საკუთარი კლუბები და სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს  კლუბის ვებგბერდის მართვის ინსტრუქცია.  განათავსეს სიახლეები. გამოთქვეს მზაობა მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და მომაზადონ თემები კონფერენციისთვის.

 

პროექტის ხორციელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის გრანტის ფარგლებში.

 

  

გამოქვეყნებულია: 10-04-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას