შეხვედრა ქიმიის მასწავლებელთან - მესამე ეტაპი

ა/წ 6  აპრილს, ,,ევროპულ სკოლაში“ (ქ. თბილისი), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში - ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბების ქსელის შექმნის პოპულარიზაციისა და ქიმიის მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ჩატარდა მესამე  ციკლის პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა ,,ევროპული სკოლის“ ქიმიის პედაგოგი ხათუნა კაპანაძე.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო თბილისის 15  საჯარო სკოლის პედაგოგმა.

 

შეხვედრა ჩატარდა კომპიუტერებით აღჭურვილ ოთახში.  ფასილიტატორმა მონაწილეებს გააცნო ნორჩ-ქიმიკოსთა   კლუბის   ვებ-გვერდის მართვის პანელის ინსტრუქცია.

 

მონაწილეებმა ფასილიტატორის დახმარებით შეძლეს მათ მიერ დარეგისტრირებული კლუბის  ლოგოს და ბანერის ატვირთვა. დაამატეს კლუბის წევრები და შეავსეს ინფორმაცია კლუბის შესახებ. შეიმუშავეს კლუბის გეგმა. ატვირთეს სიახლეები  კლუბში განხორციელებული პროექტების შესახებ  და ჩატარებული ექსპერიმენტის ვიდეოები.

ყველა მონაწილე იყო აქტიური და მოტივირებული. მასწავლებლემა აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ძალიან საინტერესოა და ბევრწილად უწყობს ხელს მათ პროფესიულ წინსვლას.

  

გამოქვეყნებულია: 22-04-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას